ბარათები გაკვეთილების ფორმატში წარმოებული ფიზიკური აქტივობებისათვის
Living Democracy » Principals » აქტიური სკოლა » მოქმედება » ბარათები გაკვეთილების ფორმატში წარმოებული ფიზიკური აქტივობებისათვისფიზიკური აქტივობის ჩართვა გაკვეთილის ფორმატში მარტივად არის შესაძლებელი. მათემატიკის ამოცანის ამოხსნისას, ასო-ბგერის ან სიტყვის ამოცნობისას, კითხვისას ან ე.წ. „სასწავლო სადგურების“ პრინციპით სწავლებისას, მოსწავლეებს შეუძლიათ გადაადგილდნენ და იმოძრაონ საკლასო ოთახში.
რისთვის?
დაწყებითი სკოლის მოსწავლეების უმრავლესობა გაკვეთილისთვის განკუთვნილი დროის 70%-ს მჯდომარე პოზაში ატარებს. ეს საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას. გაკვეთილის ფორმატი ყოველთვის ითვალისწინებდა და ახლაც ითვალისწინებს მოსწავლეების მერხებთან ჯდომას. მიუხედავად იმისა, თუ მოსწავლეები საუბრობენ, განიხილავენ თემას, ჯგუფურად მუშაობენ თუ მასწავლებელს უსმენენ, დროის უმეტესი ნაწილის გატარება მათ მჯდომარე პოზაში უწევთ.
აქ მოცემული 20 ბარათი თქვენი სკოლის მასწავლებლებს სთავაზობს ფიზიკური აქტივობის გაკვეთილის ფორმატში ჩართვის 20 შესაძლო გზას. მოსწავლეები გაუცნობიერებლად ერთვებიან ფიზიკურ აქტივობებში, რადგან ისინი ბუნებრივად გამოდიან კლასის წინაშე, რათა საკუთარი პასუხი გააცნონ კლასს ან მიდიან და იღებენ მასალას მათთვის მიცემული დავალების შესასრულებლად და ა.შ.