როგორ სრულვყოთ სკოლის ვებგვერდი
Living Democracy » Principals » კომუნიკაცია » მოქმედება » როგორ სრულვყოთ სკოლის ვებგვერდივებგვერდი ნიშნავს ცნობადობას!
ვებგვერდის დამზადებასა და ტექნიკურ უზრუნველყოფას დრო სჭირდება.
ვებგვერდი ხელს უწყობს გამჭვირვალობის უზრუნველყოფას.
თუ გადაწყვეტთ თქვენს სკოლას ჰქონდეს საკუთარი ვებგვერდი:
- შექმენით გუნდი:
მოსწავლეები, მასწავლებლები, მოსწავლეთა მშობლები, სკოლის საბჭოს წევრები, ექსპერტები. გუნდს ორი მისია აქვს შესასრულებელი: ყველა დაინტერესებული მხარის ჩართვა პროცესში და სრულყოფილი ვებგვერდის შექმნა. - დაასაქმეთ გუნდი:
დათქვით, როდისთვის გსურთ ვებგვერდის პროექტი იყოს მზად და რატომ. როგორ უნდა გამოიყურებოდეს ვებგვერდი (მოსაზრებები იხილეთ აქ: სკოლის ვებგვერდის საფუძვლები უმჯობესი იქნება, თუ ვებგვერდის ამუშავების თარიღს დაამთხვევთ აკადემიური წლის განმავლობაში რომელიმე მნიშვნელოვან თარიღს. - საშუალება მიეცით გუნდის წევრებს მიიღონ გადაწყვეტილება ტექნიკურ საკითხებზე. და ბოლო რჩევა, არჩევანი გააკეთეთ „WordPress“-ზე.
- „WordPress“-ი სრულიად უფასოდ გთავაზობთ უამრავ ფორმატსა და თემას ვებგვერდისთვის. „WordPress“-ის ჩამოტვირთვა და ინსტალაცია სრულიად უფასოა და იგი შეიცავს უამრავ დამუშავებულ ფორმას, რაც აადვილებს ვებგვერდის დამზადების პროცესს.
- „WordPress“-ი მარტივი გამოსაყენებელია დამწყებებისთვის. თუ იცით როგორ ისარგებლოთ „Microsoft Word“-ით, ჩათვალეთ, რომ არ გაგიჭირდებათ საკუთარი კონტენტის დამატება. „WordPress“-ის მოდულების უფასოდ დამატების ფუნქციაც აქვს, რაც თქვენს ვებგვერდზე საკონტაქტო ფორმების, გამოწერის ფორმების, სურათების გალერეის და ა.შ. დამატების საშუალებას იძლევა.
- თქვენ ამგვარად დამზადებულ ვეგვერდზე წვდომას შეძლებთ მობილური მოწყობილობებიდანაც. თქვენ მიერ დამზადებული ვებგვერდი თავად იქნება აღჭურვილი ფუნქციით, რომელიც მობილური ტელეფონებიდან, სმარტფონებიდან და სხვა მობილური მოწყობილობებიდან ამ ვებგვერდით ჩვეულებრივ სარგებლობის საშუალებას მოგცემთ. ამ მიზნით ვებგვერდის დიზაინერის დაქირავება აღარ დაგჭირდებათ.
- „WordPress“-ი კარგ ტექნიკურ მხარდაჭერასა და მომსახურებას გთავაზობთ. პლატფორმით ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს, შესაბამისად არ გაგიჭირდებათ სათანადო პირის პოვნა, რომელიც მზად იქნება დახმარება გაგიწიოთ, თუ ამის საჭიროება შეგექმნებათ. გარდა ამისა, „WordPress“-ს გააჩნია უამრავი უფასო რესურსი, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც „Youtube“-ზე, ასევე მხარდაჭერის მიზნით შექმნილ სპეციალურ ფორუმზე.