როგორი ფორმით უნდა გავავრცელოთ ახალი ამბები
Living Democracy » Principals » კომუნიკაცია » მზადება » როგორი ფორმით უნდა გავავრცელოთ ახალი ამბებიეფექტური პრესრელიზის შესაქმნელად და გასავრცელებლად, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ სამიზნე აუდიტორიის ინტერესები და, აგრეთვე ის, რომ ტექსტი უნდა იკითხებოდეს, შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმალურად მარტივად და სიამოვნებით. თუ თქვენი გზავნილი სამიზნე მკითხველში ინტერესს იწვევს, ჩათვალეთ, რომ მისია შესრულებულია.
პირველ რიგში – მნიშვნელოვანი საკითხები
მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გამოქვეყნებამდე, თქვენ მიერ გაგზავნილი სტატია რედაქტირებას გადის, რაც შესაძლებელია მოიცავდეს ტექსტის შემცირებას, რა დროსაც ინფორმაციის ნაწილიც შეიძლება დაიკარგოს, განსაკუთრებით ეს ემუქრება სტატიის ბოლოში მოცემულ ინფორმაციას. აქედან გამომდინარე, პრესრელიზის შედგენა დედუქციურ მიდგომას მოითხოვს, რა დროსაც მნიშვნელოვანი ინფორმაციის განთავსება ხდება სტატიის დასაწყისში. ამგვარ მიდგომას „ამოყირავებულ პირამიდასაც“ უწოდებენ. სტატია მთავარი გზავნილის საფუძველზე უნდა იყოს აგებული: იგი უნდა იყოს ლაკონური და მკაფიო, თუმცა უნდა მოიცავდეს 5 ძირითად კომპონენტს, ანუ პასუხობდეს კითხვებს: ვინ?/რა? რატომ? როგორ? როდის? სად?
ვრცელი ტექსტის ნაწილების დასათაურება
პრესრელიზი – მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გამოსაქვეყნებლად განკუთვნილი საინფორმაციო გზავნილი – წარმატებული გამოვა იმ შემთხვევაში, თუ მისი შედგენის დროს ჟურნალისტური პრაქტიკის გათვალისწინება წარმოებს. აღნიშნული მოიცავს, მაგალითად, ვრცელი ტექსტის ნაწილების დასათაურებას. ასევე, ჟურნალისტური პრაქტიკის გათვალისწინებით, სტატია უნდა იყოს ობიექტური და მესამე პირში დაწერილი. უნდა მოერიდოთ საკუთარი თავის/სკოლის ქებას, გაზვიადებებსა და თვითრეკლამას.
ყურადღება გაამახვილეთ სიახლეზე
მედიის მიზანს წარმოადგენს აუდიტორიის ინფორმირება სიახლის შესახებ. აქედან გამომდინარე, უმჯობესია მოერიდოთ მედია საშუალებებისთვის დიდი რაოდენობით გზავნილების მიწოდებას, ნაცვლად ამისა მიაწოდეთ მათ კონკრეტული ინფორმაცია, თუ რაღაც მართლა გაქვთ სათქმელი. პრესრელიზის ტექსტი უნდა იყოს ნათელი, მაქსიმალურად მოერიდეთ უცხო სიტყვებისა და ტერმინების გამოყენებას. ეცადეთ შთაბეჭდილება მოახდინოთ ფაქტებით. დაურთეთ ორიგინალური მოსაზრებები.
მოკლე ინფორმაცია სკოლის შესახებ
ადგილმდებარეობა, მოცულობა, პროფილი
მიუთითეთ საკონტაქტო პირი
სახელი, გვარი,
ფუნქცია
მისამართი,
ტელეფონის ნომერი,
ელფოსტის მისამართი,
ვებგვერდი
სტატიის ტექსტი |
---|
ტექსტი მკაფიო, გასაგები და ყოვლისმომცველია?
|
არის ტექსტში სიახლე? არის ტექსტი ინფორმაციული და სამიზნე აუდიტორიაზე (რომელ აუდიტორიაზე?) მორგებული?
|
წარმოვაჩენ საკუთარ თავს როგორც ძირითად წყაროს (აქტუალური საკითხის შესახებ საკუთარი მოსაზრებების გაზიარების საშუალებით)?
|
• რამდენად შევძელი საკითხის აქტუალობის წარმოჩენა – მოცემულ ეტაპზე ან მომავლისთვის?
|
გამოვიყენე პროცესში მონაწილე პრების მიერ გამოთქმული მოსაზრებები?
|