სკოლის ვებგვერდის საფუძველი – გამჭვირვალობა და დემოკრატია
Living Democracy » Principals » კომუნიკაცია » მზადება » სკოლის ვებგვერდის საფუძველი – გამჭვირვალობა და დემოკრატიაელდემოკრატია, იგივე ციფრული დემოკრატია ან ინტერნეტ-დემოკრატია, გულისხმობს 21-ე საუკუნის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მობილიზებას დემოკრატიის სამსახურში.
მიუხედავად იმისა, რომ თქვენი სკოლის ვებგვერდი შესაძლებელია სპეციალისტის დამზადებული იყოს, თქვენ, როგორც სკოლის ხელმძღვანელს, გეკუთვნით საბოლოო სიტყვა, და გეკისრებათ პასუხისმგებლობა, ვებგვერდის შინაარსთან, მის განახლებასთან, უსაფრთხოებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით. თქვენ განსაზღვრავთ სკოლის ვებგვერდის, როგორც თქვენი დაწესებულების მნიშვნელოვანი ონლაინ ინსტრუმენტის მიზნებს.
სკოლის ვებგვერდი თქვენი დაწესებულების შესახებ ინფორმაციის ონ-ლაინ სივრცეში გავრცელების ძირითადი ინსტრუმენტია და, ასევე, საუკეთესო საშუალებაა თქვენი სკოლის პოპულარიზაციისა და სიახლეების და მიღწევების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთვის. სკოლის ვებგვერდი არის შიგა და გარე გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ინსტრუმენტი. იგი დემოკრატიის თქვენეული აღქმის ელემენტს წარმოადგენს.
ქვევით მოცემული ჩამონათვალი ემსახურება იმის უზრუნველყოფას, რომ სკოლის ონლაინ კომუნიკაციისას ინსტრუმენტში ყველა საჭირო ელემენტი იყოს შესული.
სკოლის საკონტაქტო ინფორმაცია
თქვენი სკოლის ვებგვერდზე ასახული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:
- სკოლის სახელწოდება
- სკოლის მისამართი
- სკოლის ტელეფონის/ფაქსის ნომერი (ნომრები)
- სკოლის ელფოსტის მისამართი
- იმ პირის (პირების) ვინაობა, რომელიც პასუხისმგებელია პასუხი გასცეს მშობლების ან საზოგადოების წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს.
მოსწავლეების მიღება სკოლაში
სკოლის ვებგვერდზე უნდა განთავსდეს შემდეგი ინფორმაცია:
- როდის და როგორ განიხილავს სკოლაში მიღებასთან დაკავშირებულ განცხადებებს სკოლა, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისათვის
- როგორ უნდა იმოქმედონ მშობლებმა, თუ მათ სურთ მათი შვილი მიღებული იქნეს თქვენს სკოლაში
იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი ხელისუფლება განკარგავს თქვენს სკოლაში მოსწავლეების მიღების საკითხს, მიუთითეთ ვებგვერდზე, რომ მშობლებმა სკოლაში მოსწავლეთა მიღების თაობაზე ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართონ ადგილობრივ ხელისუფლებას.
ინფორმაცია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებისათვის
ვებგვერდზე უნდა განათავსოთ ინფორმაცია სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეების მიღებასთან დაკავშირებულ პროცედურებზე, სკოლის მიერ ამგვარი საჭიროებების მქონე მოსწავლეებისათვის შეთავაზებულ საშუალებებსა და სპეციალიზირებულ სწავლებაზე.
სკოლის ღირებულებები და ეთოსი
სკოლის ვებგვერდზე უნდა განთავსდეს სკოლის მისიის განაცხადი, რომელშიც გაჟღერებული იქნება სკოლის ღირებულებები და ეთოსი.
ახალი ამბები
ახალი ამბები შეიძლება მოიცავდეს:
- განცხადებებს
- პრესრელიზებს: ბრიფინგებსა და დადგენილებებს
- მულტიმედიას: ფოტო, ვიდეო, აუდიო მასალებს
- მოსაზრებებისათვის განკუთვნილ სივრცეს
მოსწავლეთა სივრცე
მოსწავლეთათვის განკუთვნილი სივრცე შეიძლება მოიცავდეს:
- მოსწავლეთა ონ-ლაინ გაზეთს
- მოსწავლეთა ჯგუფური პროექტებისათვის განკუთვნილ სივრცეს
- ონ-ლაინ საგანმანათლებლო რესურსებს და ბმულს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება სასწავლო პროგრამისა და გეგმის ონ-ლაინ ვერსიაზე წვდომის მოპოვება
- სხვა სკოლებთან თანამშრომლობის, შეჯიბრებებისა და კონკურსებისა და ვიზიტების შესახებ ინფორმაციისათვის გამოყოფილ სივრცეს
სასარგებლო რჩევები:
- დარწმუნდით, რომ თქვენი სკოლის ვებგვერდზე წვდომა შესასძლებელი იყოს მობილური მოწყობილობებიდან.
- ვებგვერდზე განთავსებამდე შეამოწმეთ ტექსტში ხომ არ არის გაპარული მართლწერის ან სხვა ტიპის შეცდომები.
- ვიზუალური მასალის განთავსებამდე დარწმუნდით, რომ მშობლები თანახმა არიან ვებგვერდზე ატვირთული იყოს მასალა მათი შვილის გამოსახულებით.
- რეგულარულად აწარმოეთ ვებგვერდზე ატვირთული ინფორმაციის განახლება.