ოქმის შედგენის პროცესი
Living Democracy » Principals » კომუნიკაცია » მზადება » ოქმის შედგენის პროცესიშეხვედრის დასრულების შემდეგ, მოაწესრიგეთ ჩანაწერები და შეადგინეთ ოქმი. ოქმის შედგენაში დაგეხმარებათ ქვევით მოცემული რჩევები. გაუზიარეთ ეს რჩევები ოქმის შედგენაზე პასუხისმგებელ პირებს და შემდგომ ჰკითხეთ რამდენად დაეხმარა მათ ეს მარტივი რჩევები?
რჩევები ოქმის შედგენაზე პასუხისმგებელ პირებს
|
შეხვედრის ოქმის გავრცელება ან გაზიარება
თქვენ, როგორც სკოლის ხელმძღვანელს, გსურთ შეხვედრის ოქმები იყოს გამჭვირვალე და მარტივი იყოს მათზე მუშაობა. თქვენს მოვალეობაში შედის შეხვედრის ოქმების გავრცელება. ამისათვის შესაფერის ადგილს წარმოადგენს სკოლის ვებგვერდზე არსებული დახურული სივრცე. ამ შემთხვევაში, შეხვედრების ოქმებზე წვდომა მარტივად არის შესაძლებელი, უზრუნველყოფილია მათი დაცვა და არ იხარჯება დიდი რაოდენობით ქაღალდი. შეხვედრების ოქმების გავრცელებისა ან გაზიარებისათვის გამოყენებულ მეთოდს განსაზღვრავს ის ინსტრუმენტი, რომლითაც თქვენ სარგებლობთ. მაგალითად, თუ თქვენ იყენებთ ტექსტის შედგენის ისეთ ინსტრუმენტს, რომელიც დოკუმენტის ონ-ლაინ განთავსების საშუალებას არ იძლევა, შესაძლებელია დოკუმენტი პორტატულ ფორმატში (PDF) გადაიყვანოთ და დანიშნულებისამებრ დააგზავნოთ ელფოსტის საშუალებით, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად. თუმცა, ვიდრე შეხვედრის ოქმს გაავრცელებთ, დარწმუნდით, რომ იგი სათანადოდ არის შემოწმებული, გადასინჯული და/ან დამტკიცებული გასავრცელებლად.