როგორი უნდა იყოს საინფორმაციო ბიულეტენი
Living Democracy » Principals » კომუნიკაცია » მზადება » როგორი უნდა იყოს საინფორმაციო ბიულეტენიდადებითი მახასიათებლები:
ინფორმაცია მორგებულია სამიზნე აუდიტორიის კონკრეტულ საჭიროებებსა და ამოცანაზე. თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ როგორი იქნება თქვენ მიერ შედგენილი საინფორმაციო ბიულეტენი, ასევე შეგიძლიათ საჭიროებებს მოარგოთ მისი შინაარსი და ფორმა და შექმნათ გზავნილი, რომელიც შეიცავს კონკრეტულ ინფორმაციას და განკუთვნილია ადამიანების კონკრეტული ჯგუფებისთვის: სკოლის პერსონალისთვის, სკოლის საბჭოს წევრებისთვის, მშობლებისთვის, ან ყველასთვის ერთად.
უარყოფითი მახასიათებლები:
ელფოსტის საშუალებით მიღებული შეტყობინებების სიჭარბე. ადამიანები ელფოსტით უამრავ შეტყობინებას იღებენ, ნებისმიერი პირებისგან და ნებისმიერი ადგილიდან. შესაძლებელია ყურადღების მიღმაც დარჩეს ელფოსტით გამოგზავნილი რამდენიმე გზავნილი, რომლებიც პირის მიერ პრიორიტეტულად არ მიიჩნევა. ელფოსტით გაგზავნილი თქვენი საინფორმაციო ბიულეტენიც შეიძლება მოხვდეს იმ გზავნილებში, რომლებიც ადრესატის ყურადღების მიღმა რჩება. აღნიშნული რისკი განსაკუთრებით მაღალია იმ ადრესატების შემთხვევაში, რომლებიც ძალიან ბევრ შეტყობინებას იღებენ ელფოსტის საშუალებით.
თუ გსურთ საინფორმაციო ბიულეტენის დაგზავნა, წინასწარ გაარკვიეთ, რა საშუალებითა და არხით ურჩევნიათ მშობლებსა და ადგილობრივ საზოგადოებას ინფორმაციის მიღება, სკოლისა და მის ფარგლებში ორგანიზებული ღონისძიების შესახებ. თქვენ მათთვის დიდი არჩევანის შეთავაზების საშუალება გაქვთ.
სკოლის საზოგადოებისათვის განკუთვნილი საინფორმაციო ბიულეტენის დანიშნულება მოიცავს ინფორმაციის მიწოდებას, პოპულარიზაციას, პრობლემის გადაჭრის გზების შესახებ მოსაზრებების შეგროვებასა და განათლების მიწოდებას. დაფიქრდით, როგორ გსურთ ამ ოთხი დანიშნულების კომბინირება თქვენს საინფორმაციო ბიულეტენში.
იმისათვის რათა დარწმუნდეთ, რომ სამიზნე აუდიტორია გაეცნობა თქვენ მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, საჭიროა შინაარსი ჩამოაყალიბოთ რაც შეიძლება მოკლედ, არ გადაუხვიოთ ძირითად თემას და მოარგოთ თქვენი გზავნილი სამიზნე აუდიტორიის მოთხოვნებსა და საჭიროებებს. გაითვალისწინეთ, რომ სამიზნე აუდიტორია არ უნდა გადატვირთოთ ინფორმაციით, ნაცვლად ამისა ინფორმაცია უნდა მიაწოდოთ ზომიერად და თანამიმდევრულად.
- დღესდღეისობით, ადამიანები არჩევენ რა ინფორმაციის მიღება სურთ და რისი არა.
- დარწმუნდით, რომ თქვენ მიერ შედგენილი საინფორაციო ბიულეტენი სამიზნე აუდიტორიას მნიშვნელოვან გზავნილს აწვდის თქვენი სკოლის ხედვის, ფასეულობების, სტრატეგიებისა და გეგმების შესახებ.
- დააკავშირეთ თქვენი გზავნილი თქვენი, როგორც ხელმძღვანელი პირის, პრიორიტეტებთან, მაგალითად, როგორიცაა, ცვლილებების დანერგვა, სწავლის ხარისხის გაუმჯობესება და პრობლემების გადაჭრა.
- შეიმუშავეთ და მკაცრად დაიცავით საინფორმაციო ბიულეტენების გაცემის განრიგი.
- გამოიყენეთ სპეციალური ფორმა, ყოველი მომდევნო ბიულეტენის შედგენის ამოცანის გასამარტივებლად.
- საინფორმაციო ბიულეტენის ავტორებს შორის ჩართეთ სხვებიც, მაგალითად, მოხალისე მოსწავლეები, სკოლის პერსონალის წარმომადგენლები და ა.შ.
- ხარისხი მნიშვნელოვანია, თუმცა თქვენ საკუთარი ბიუჯეტიც უნდა გაითვალისწინოთ. საინფორმაციო ბიულეტენის ტექსტი არ უნდა შეიცავდეს შეცდომებს. დაიმახსოვრეთ, რომ თქვენ მიერ დამყარებული კომუნიკაციით თქვენ მაგალითს აძლევთ სხვებს. ტექსტის კორექტირება დაავალეთ ნეიტრალურ პირს.
- დარწმუნდით, რომ სკოლა მშობლებისგან წინასწარ იღებს ნებართვას, როდესაც მათი შვილების ფოტოების გამოყენება წარმოებს.
- გამოყავით კონკრეტული დრო საინფორმაციო ბიულეტენის შედგენაში თქვენი წვლილის შესატანად, უმჯობესია, მის გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე.
- დარწმუნდით, რომ ციფრულ ფორმატში გაგზავნილი საინფორმაციო ბიულეტენი მარტივად იკითხება ონ-ლაინ და მისი ჩამოტვირთვა და გახსნა პრობლემას არ წარმოადგენს.
- დაიმახსოვრეთ, რომ თქვენ მიერ შედგენილ საინფორმაციო ბიულეტენზე თქვენ ხართ პასუხისმგებელი. თქვენ უნდა მიიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება იმის თაობაზე, თუ რა უნდა იყოს შეტანილი საინფორმაციო ბიულეტენში და რა ფორმით.