სადავო საკითხები და სკოლის კულტურა – შეაფასეთ თქვენი სკოლა

Living Democracy » Principals » სადავო საკითხები » სადავო საკითხები და სკოლის კულტურა » სადავო საკითხები და სკოლის კულტურა – შეაფასეთ თქვენი სკოლა

რამდენად აძლევს თქვენს სკოლაში დამკვიდრებული ეთოსი და კულტურა სკოლის საზოგადოების წევრებს საშუალებას ისაუბრონ და იმსჯელონ რთულ საკითხებზე? ერთი გზა იმის შესამოწმებლად თუ რამდენად მზად არის თქვენი სკოლა მოსწავლეებთან მსგავს საკითხებზე მსჯელობისათვის, არის მარტივი გამოკითხვის ჩატარება, რომელიც სკოლის საზოგადოების განწყობასა და დამოკიდებულებებს ავლენს. ზოგადი სურათის მისაღებად, რეკომენდებულია გამოკითხვაში, მოსწავლეებისა და მასწავლებლების გარდა, მონაწილეობა მიიღონ მოსწავლეთა მშობლებმაც.

ქვევით მოცემულია რამდენიმე ზოგადი კითხვა, რომელზეც პასუხის გაცემაც შეგიძლიათ სთხოვოთ ნებისმიერ პირს, რომელიც სკოლის საზოგადოებასთან ასოცირდება:

სკოლის კულტურა – დამოკიდებულებების კვლევა

სკოლაში:

1. როგორ გეპყრობიან სხვა პირები?
2. რამდენად დაცულად და უსაფრთხოდ გრძობთ თავს?
3. როდესაც პრობლემას აწყდებით, იცით ზუსტად ვის უნდა მიმართოთ?
4. რამდენად გისმენენ გარშემომყოფები და რამდენად ითვალისწინებენ ისინი თქვენს აზრს?
5. რამდენად გეძლევათ შესაძლებლობა გამოხატოთ თქვენი შეხედულება თუ მოსაზრება?
6. რამდენად ხშირად გაქვთ შესაძლებლობა გაუზიაროთ საკუთარი შეხედულება თუ მოსაზრება სკოლის საზოგადოების რომელიმე წარმომადგენელს და იმსჯელოთ ამ მოსაზრების შესახებ?
7. სარგებლობთ სიტყვის უფლებით, როდესაც წარმოებს სკოლის წესების დადგენა ან რაიმე საკითხზე გადაწყვეტილების მიღება?
8. როგორი ურთიერთობა აქვთ სხვადასხვა სოციალური, ეთნიკური თუ რელიგიური წარმომავლობის მქონე მოსწავლეებს ერთმანეთთან?
9. რამდენად უწყობს ხელს თქვენს სკოლაში დამკვიდრებული კულტურა ისეთი პირების მიმართ კეთილგანწყობილი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობები მქონე პირები არიან, განსხვავებული გენდერული თუ სექსუალური ორიენტაცია აქვთ, ან განსხვავებულ ეთნიკურ ან რელიგიურ ჯგუფებს მიეკუთვნებიან?