სადავო საკითხები – რა და სად?
Living Democracy » Principals » სადავო საკითხები » სადავო საკითხები სკოლაში » სადავო საკითხები – რა და სად?დავა არ შემოიფარგლება ყოველდღიური უთანხმოებებითა და აზრთა სხვადასხვაობით. ეს არის სიტუაცია, რომელიც მძაფრ ემოციებს აღძრავს და ადამიანებს შორის ერთმანეთის მიმართ ცუდ დამოკიდებულებასა და განხეთქილებას იწვევს.
დავა დემოკრატიიის პირობებში, და ნებისმიერ საზოგადოებაში, რომელშიც გამოხატვის თავისუფლებას სცემენ პატივს, მათ შორის სკოლაშიც, ბუნებრივ მოვლენას წარმოადგენს.
სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა ადგილზე დავის სხვადასხვა ტიპები გვხვდება. დავები ერთმანეთისგან განსხვავდება მასშტაბის მიხედვითაც და, აგრეთვე, არსებობს ადგილობრივი და გლობალური დავებიც.
ზოგჯერ დავა თავად სკოლიდან იღებს სათავეს. მაგალითად, ადამიანებს შორის შესაძლებელია თავი იჩინოს უთანხმოებამ შემდეგ საკითხებზე:
- სკოლის პროგრამაში შესული მასალა, მაგალითად ევოლუცი;
- სკოლაში არსებული წესები, მაგალითად, მოსწავლეების ჩაცმულობა;
- ადგილობრივ თემთან ურთიერთობისას, მაგალითად, მოპყრობა ემიგრანტი მოსწავლეებისადმი.
თქვენს, როგორც სკოლის ხელმძღვანელის საფიქრალს წარმოადგენს, და სამართლიანადაც, ის, თუ როგორ და რა საშუალებებით წარმოებს სკოლაში სადავო საკითხების მოგვარება – კლასებში წარმოებული განხილვებითა და დისკუსიებით, მოსწავლეთა პარლამენტში გამართული დებატებით, თუ მშობელთა კრებებზე. თქვენთვის აუცილებლად უნდა იყოს ცნობილი ის შედეგები, რაც მოსდევს მსგავს პროცესებზე კონტროლის დაკარგვას და ის, თუ რაოდენ დააზარალებს ეს თქვენი სკოლის რეპუტაციას.
სწორედ ამიტომ, თქვენ, როგორც სკოლის ხელმძღვანელს, გევალებათ შემდეგი:
- გათვალოთ ის რისკები, რომლებიც სადავო საკითხებთან გამკლავებას უკავშირდება;
- აკონტროლოთ საკითხები, რომლებსაც სადავო საკითხებად ქცევის პერსპექტივა აქვს;
- ასწავლოთ პედაგოგებს როგორ უნდა მართონ უსაფრთხოდ და გონივრულად სადავო საკითხები.