სადავო საკითხები სასწავლო პროგრამაში – დისკუსიის წარმართვა
Living Democracy » Principals » სადავო საკითხები » სადავო საკითხები სასწავლო პროგრამაში » სადავო საკითხები სასწავლო პროგრამაში – დისკუსიის წარმართვაროგორ სთავაზობთ კლასში მოსწავლეებს სადავო საკითხებზე მსჯელობას? მოსწავლეების გადანაწილება მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად და მათთვის თხოვნა შეუდგნენ საკითხის განხილვას და საკუთარი არგუმენტების წამოყენებას, ძალიან ხშირად საკმარისი არ არის. ამ შემთხვევაში ყურადღების მიღმა ჩება მოსწავლეების მხრიდან საკითხის სირთულის გააზრება და, გარდა ამისა, ზოგიერთი მოსწვლე შესაძლებელია არ ფლობდეს საკმარის ინფორმაციას, რაც საკითხზე სერიოზულად მსჯელობისთვის არის საჭირო.
‘ვეთანხმები, არ ვეთანხმები, არ ვიცი’
საკლასო ოთახში აირჩიეთ სამი კედელი და თითოეულზე გააკარით შემდეგი წარწერებიდან ერთ-ერთი „ვეთანხმები“, „არ ვეთანხმები“, „არ ვიცი“. ხმამაღლა წაიკითხეთ დებულება ან წინადადება, რომელიც სადავო საკითხს უკავშირდება, მაგალითად, „ხორცის ჭამა უნდა იკრძალებოდეს“, და სთხოვეთ მოსწავლეებს გაიაზრონ წინადადების შინაარსი და დადგნენ იმ კედელთან, რომელზე გაკრული წარწერაც ყველაზე ახლოს არის აღნიშნულ წინადადებაზე მათ მოსაზრებასთან, ანუ ეთანხმებიან თუ არ ეთანხმებიან ისინი გამოთქმულ მოსაზრებას, თუ არ აქვთ პასუხი ან არ არიან დარწმუნებული. საკლასო ოთახში სკამები და მერხები გადაადგილეთ და განათავსეთ შერჩეული კედლების გასწვრივ და სთხოვეთ მოსწავლეებს დაიკავონ ადგილები იმ კედელთან, რომელზეც მათ მიერ შერჩეული პასუხია გაკრული, ამასთან, მოსწავლეების ჯგუფი, რომლებიც ეთანხმებიან მოსაზრებას უნდა იჯდნენ იმ მოსწავლეების პირისპირ, რომლებიც არ ეთანხმებიან მოსაზრებას, ხოლო მოსწავლეები, რომლებმაც აირჩიეს პასუხი „არ ვიცი“ ამ ორი ჯგუფის პერპენდიკულარულად უნდა განლაგდნენ. სთხოვეთ მოსწავლეებს გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები და იმსჯელონ მათზე, ამასთან მათ უნდა დაიცვან გარკვეული რიგითობა, მაგალითად:
- მოსაზრების „მომხრეები“ აცნობენ თავიანთ არგუმენტებს „მოწინააღმდეგეებს“
- „მოწინააღმდეგეები“ აცნობენ საკუთარ კონტრარგუმენტებს „მომხრეებს“
- „მომხრეები“ და „მოწინააღმდეგეები“ იწყებენ მსჯელობას მოსწავლეთა გუნდების მიერ გამოთქმულ არგუმენტებზე
- მესამე გუნდის წევრები, რომლებმაც დაიკავეს „არ ვიცი“ პოზიცია, არგუმენტების მოსმენის შემდეგ გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს და მათ ეძლევათ საშუალება კითხვები დაუსვან „მომხრეებსა“ და „მოწინააღმდეგეებს“
- „მომხრეები“, „მოწინააღმდეგეები“ და „არ ვიცი“ გუნდის წარმომადგენელი მოსწავლეები ერთად მსჯელობენ გაჟღერებულ არგუმენტებზე და პასუხობენ დასმულ კითხვებს.
ამგვარი აქტივობას, საშუალოდ, საათნახევარი ან მეტი დრო სჭირდება. შემაჯამებელ ეტაპზე, შეგიძლიათ მოსწავლეებს სთხოვოთ გააკეთონ კომენტარები იმის შესახებ, შეიცვალეს თუ არა შეხედულება საკითხზე მსჯელობის შემდეგ, მსჯელობის დროს რომელი არგუმენტი ან მოსაზრება იყო, მათი აზრით, გარდამტეხი მნიშვნელობის, და, ასევე, შეგიძლიათ სთხოვოთ მოსწავლეებს გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები იმის თაობაზე, თუ როგორ არის შესაძლებელი მათ მიერ განხილული საკითხის სიღრმისეული კვლევა და შესწავლა.