ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სკოლები

Living Democracy » Principals » ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სკოლები

თქვენ, როგორც სკოლის ხელმძღვანელი, ალბათ უჩვეულო შემოთავაზებას წააწყდებით: შეაფასოთ საკუთარი სკოლა ადამიანის უფლებების ჭრილში. ამ თემაზე ფოკუსირებას შეიძლება ჰქონდეს ბევრი დადებითი ასპექტი, ყველაზე მნიშვნელოვნად კი ითვლება შემდეგი: საკმარისად უწყობს თუ არა ხელს ძირითადი ღირებულებების სისტემა თქვენი სკოლის ინკლუზიურ სწავლებასა და თითოეული მოსწავლის პიროვნულ განვითარებას. მასწავლებლები, სკოლის პერსონალი, მშობლები, სკოლის საბჭო და თავად თქვენც, აქტიურად ხართ თუ არა ჩართულნი ამ ძალისხმევაში და თითოეული თქვენგანი თუ განიცდით ურთიერთპატივისცემას?

ამ მიზნით, გთავაზობთ ხუთი საკითხის განხილვას, რომელთაც ხუთი შესაბამისი კითხვა მოჰყვება:

  1. არის თუ არა თქვენი სკოლა აქტიურად ინკლუზიური ყველა მოსწავლის ჩართულობის მხრივ? განსაკუთრებით მათთვის, ვინც “განსხვავებულია“ ეთნიკურად, კულტურულად, ენობრივად, სოციალურ-ეკონომიკურად და სხვა უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების თვალსაზრისით?
  2. არის თუ არა თქვენი სკოლა აკადემიურად ეფექტიანი და რელევანტური, რაც მოიაზრებს მოსწავლეთა მოთხოვნილებების გაუმჯობესებას ცხოვრებისეული უნარებისა და საჭირო ცოდნისა და კომპეტენციების თვალსაზრისით?
  3. არის თუ არა თქვენი სკოლა საკმარისად ჯანსაღი და უსაფრთხო, რათა უზრუნველყოს მოსწავლის ემოციური, ფსიქოლოგიური და ფიზიკური კეთილდღეობა?
  4. აქტიურად იღებს თუ არა მონაწილეობას თქვენი სკოლა გენდერული თანასწორობის მხარდამჭერი გარემოსა და კომპეტენციების შექმნაში?
  5. აქტიურად უწყობს ხელს თუ არა თქვენი სკოლა მოსწავლეების, მათი ოჯახებისა და საზოგადოების ჩართულობას სასკოლო ცხოვრების ყველა ასპექტში?

ხუთივე საკითხისთვის იხილავთ მოკლე შესავალ ტექსტს თქვენი და თქვენი თანამშრომლების ინფორმირებულობის გასაძლიერებლად, რასაც ერთობლივი მიმოხილვის შემდგომ, მოჰყვება ინდიკატორთა სია. საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ, დაამატოთ თქვენთვის საინტერესო სხვა საკითხებიც.

ჩვენი შემოთავაზება თვითშეფასებისთვის შემდეგია:
გუნდთან ერთად აირჩიეთ ხუთი საკითხიდან ერთ-ერთი. ამ არჩეული თემის ფარგლებში, გთხოვთ, ისევ შეამციროთ შეფასების სისტემა თქვენთვის ყველაზე საინტერესო 10 ინდიკატორამდე.

(საკითხი 1)
ინკლუზიურობა
(საკითხი 2)
ეფექტიანობა
(საკითხი 3)
ჯანმრთელობა და უსაფრთხოება
(საკითხი 4)
გენდერული კეთილგანწყობა
(საკითხი 5)
საზოგადოების ჩართულობა
საკვანძო შეკითხვა რამდენად ინკლუზიურია ჩემი სკოლა და როგორია ინკლუზიის კონცეფციის გაგება ჩემს სკოლაში კვალიფიციურ პირებს შორის? რამდენად აკადემიურად ეფექტიანია ჩემი სკოლა ყველასთვის ხარისხიანი განათლების მიწოდებაზე ორიენტირებული დანაპირების შესრულებაში? რამდენად ჯანსაღი და უსაფრთხოა ჩემი სკოლა მოსწავლეთა ემოციური, ფსიქოლოგიური და ფიზიკური კეთილდღეობის თვალსაზრისით? აქტიურად იღებს თუ არა მონაწილეობას ჩემი სკოლა გენდერული თანასწორობის მხარდამჭერი გარემოსა და კომპეტენციების შექმნაში? რამდენად აქტიურად უწყობს ხელს ჩემი სკოლა მოსწავლეების, მათი ოჯახებისა და საზოგადოების ჩართულობას სასკოლო ცხოვრების ყველა ასპექტში?

 

read more
read less