კეთილდღეობასთან დაკავშირებული პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და დაცულობის შეფასება ჩემს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ სკოლაში

Living Democracy » Principals » ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სკოლები » კეთილდღეობასთან დაკავშირებული პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და დაცულობის შეფასება ჩემს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ სკოლაში

შესავალი:

ფიზიკური, გონებრივი და სოციალური კეთილდღეობა ურთიერთდაკავშირებული ძირითადი ფაქტორებია კარგი სწავლის შედეგების მისაღწევად. კარგი ფიზიკური ჯანმრთელობა ხელს უწყობს მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვას (განსაკუთრებით, საგანმანათლებლო თვალსაზრისით უფრო დაუცველი მოსახლეობიდან), ამცირებს სკოლის გაცდენებსა და გაკვეთილების ხელმეორედ ჩატარებას, ამასთან, აძლიერებს საგანმანათლებლო მიღწევებს. რაც შეეხება მენტალურ ჯანმრთელობას, ეს იმაზე მეტია, ვიდრე მენტალური დაავადებების არარსებობა. მენტალური ჯანმრთელობა ესაა ისეთი კეთილდღეობის მდგომარეობა, რომელიც ადამიანებს საშუალებას აძლევს განავითარონ სწავლის პოტენციალი, გაუმკლავდნენ სტრესს და შეინარჩუნონ კავშირი საზოგადოებასთან და მეგობრებთან, რაც თავის მხირვ, სოციალურ კეთილდღეობას უწყობს ხელს.

გარდა იმისა, რომ ადამიანის შესაძლებლობები და არჩევანი იზრდება ცხოვრებაში, ფიზიკური კეთილდღეობისა და მენტალური ჯანმრთელობის ხელშეწყობა, როგორც საგანმანათლებლო ძირითადი ფუნქცია, ეხმარება მოსწავლეებს:

  • წარმატებულად წარმართონ თავიანთი საგანმანათლებლო პროცესი;
  • გამოიმუშაონ ბრძოლისუნარიანობა პრობლემებთან გასამკლავებლად;
  • განავითარონ პროაქტიული უნარები ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად.

უფრო მეტიც, ის გამოუმუშავებს მათ უნარებსა და თავდაჯერებულობას, საჭიროების შემთხვევაში, ნაადრევადვე მოითხოვონ დახმარება. (https://www.education.vic.gov.au/school/teachers/health/mentalhealth/Pages/promoting-mental-health.aspx 21 აგვისტო, 2020)

მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეების ზოგად კეთილდღეობაზე თქვენი პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად გაზიარებულია სხვა პირების მიერ, სკოლებმა ყოველდღიური პრაქტიკის საშუალებით უნდა უზრუნველყონ მნიშვნელოვანი ხელმძღვანელობა და იქონიონ დადებითი გავლენა მრავალ სფეროში:

  1. კეთილდღეობასთან დაკავშირებული პოლიტიკა ეხმარება სკოლებს, უზრუნველყონ უსაფრთხო და დაცული ფიზიკური და პოზიტიური ფსიქო-სოციალური გარემო, რითაც, პრაქტიკულად, ეწინააღმდეგებიან ძალადობას, როგორიცაა: ბულინგი (ჩაგვრა), შეურაცხყოფა, სექსუალური შევიწროება.
  2. უსაფრთხო სასმელი წყლისა და სანიტარული საშუალებების უზრუნველყოფა, როგორც პირველი ნაბიჯი ჯანსაღი სასკოლო გარემოს შესაქმნელად, აძლიერებს კარგ ჰიგიენურ ჩვევებსა და ქცევებს. COVID-19 პანდემიის კრიზისის გათვალისწინებით, ყველამ ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ყოველივე. თქვენი სკოლა, ასევე, შეეცდება უზრუნველყოს ცალკეული სანიტარული საშუალებები, გოგონებისთვის კი კონფიდენციალურობა, როგორც მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი გაცდენების შესამცირებლად მენსტრუაციამდე ან მის დროს.
  3. უნარებზე დაფუძნებული ჯანმრთელობის განათლება – ფოკუსირებული ცოდნის, დამოკიდებულებების, ღირებულებების და შესაბამისი ცხოვრებისეული უნარების განვითარებაზე – საჭიროა შესაბამისი, დადებითი გადაწყვეტილებების მისაღებად, სიცოცხლის განმავლობაში ჯანსაღი პრაქტიკის დასამკვიდრებლად და დაუცველობის შესამცირებლად ნივთიერებების ბოროტად გამოყენების მიმართ.
  4. თქვენს სკოლაში ტარდება ფიზიკური აღზრდის ადეკვატური გაკვეთილები, რამაც შეიძლება დადებითად იმოქმედოს თქვენი მოსწავლეების ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, თვითშეფასებაზე, კოგნიტურ ფუნქციასა და სტრესისა და შფოთვის დონეებზე.
  5. სასკოლო ჯანდაცვისა და კვების სერვისები, რომლებიც ხელმისაწვდომია და უსაფრთხო, შესაძლოა ისეთ პრობლემებს მიესადაგოს, რომლებიც შეიძლება გავრცელებული და მნიშვნელოვანი იყოს მოკლე ან გრძელვადიან პერიოდში.
  6. თქვენი სკოლა მიზნად ისახავს გააუმჯობესოს მოსწავლეთა სოციო-ფსიქოლოგიური განვითარება უსაფრთხო და ხელშემწყობი სასწავლო გარემოს უზრუნველყოფით, მათ შორის, ისეთ სიტუაციებში, რომლებიც დაკავშირებულია სასკოლო თამაშთან, სკოლის შემდგომ აქტივობებთან და სკოლასა და სახლს შორის გადაადგილებისას. სკოლასთან დაკავშირებულ ამ განსხვავებულ გარემოს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს იმაზე, თუ რას გრძნობენ მოსწავლეები სკოლაში სიარულის დროს და, ამასთან, იქმნება ოპტიმალური სოციალურ-ემოციური ატმოსფერო, რომელიც ხელს უწყობს ნაყოფიერი და ეფექტიანი სწავლის პროცესის ჩამოყალიბებას.
  7. თქვენს სკოლაში აკრძალულია მოსწავლეთა ფიზიკური დასჯა. ევროპის ბევრ ქვეყნაში, სკოლებში აკრძალულია ფიზიკური დასჯა, იგი მიუღებელი და საზიანოა მენტალური ჯანმრთელობისა და ეფექტიანი განათლებისთვის. დასჯა თრგუნავს არასასურველ ქცევას მხოლოდ მცირე ხნით, თუმცა წარმოქმნის შიშის ან სირცხვილის ატმოსფეროს. იგი, აგრეთვე, ასოცირდება მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების მაღალ მაჩვენებელთან, მათ შორის, მოგვიანებით, ზრდასრულ ასაკში, ნივთიერებების ბოროტად გამოყენებასთან. არსებობს მზარდი მტკიცებულება იმისა, რომ დისციპლინის დასწავლა ხდება წახალისებიდან ისევე, როგორც სამართლიანი, მყარი და მკაფიოდ გადმოცემული შედეგებიდან.

მომზადება:

რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას?

  1. ჩამოაყალიბეთ გუნდი, ვისთან ერთადაც იმუშავებთ მთელი პროცესის განმავლობაში. თქვენს გუნდთან ერთად დაიწყეთ მიდგომის განხილვა და მხედველობაში იქონიეთ ინდიკატორთა სია.
    ა. შეარჩიეთ ისეთი ინდიკატორები, რომლებიც მნიშვნელოვანია თქვენი სკოლისთვის.
    ბ. დაამატეთ ინდიკატორი, რომელსაც თვლით, რომ სიას აკლია.
    გ. შეავსეთ ფორმა დაახლოებით ათი ინდიკატორით, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანია. დარწმუნდით, რომ შეარჩიეთ რამდენიმე ინდიკატორი, რომელზეც დარწმუნებულები ხართ, რომ კარგად ასრულებთ და რამდენიმე, რომელშიც თვლით, რომ დამატებით განვითარება გესაჭიროებათ.
  2. თქვენს გუნდთან ერთად მოამზადეთ სამოქმედო გეგმა და ვადები პირველი შეფასებისთვის, რაც შემდგომი განვითარების საწყისი წერტილი იქნება. შეფასებაში ჩართეთ:
    ა. მოსწავლეები
    ბ. მასწავლებლები
    გ. სკოლის პერსონალი
    დ. მშობლები
    ე. სკოლის საბჭო
    ვ. საზოგადოების წევრები, რომლებთანაც შესაძლოა თანამშრომლობდეთ
    ზ. …
  3. შეიმუშავეთ სამოქმედო გეგმა და დრო. დარწმუნდით, რომ ისინი მოიცავენ:
    ა. სკოლის პროფილს პირველი შეფასების შემდეგ.
    ბ. გადადგმულ ნაბიჯებს (მომდევნო 6 თვეში).
    გ. მეორე შეფასებას განვითარებული მოვლენების გასაგებად.

20 შესაძლო ინდიკატორი თქვენს სკოლაში ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და დაცულობის შესაფასებლად:
  1. სკოლის შენობები და ობიექტები არის სუფთა, უსაფრთხო და რეგულარულად მოვლილი.
  2. ყველა მოსწავლისა და სკოლის პერსონალისთვის ხელმისაწვდომია სუფთა და უსაფრთხო სასმელი წყალი.
  3. სასკოლო კვების სერვისი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უზრუნველყოფს უსაფრთხო და მდიდარ საკვებს და იცავს ჰიგიენის ყველა წესს.
  4. სკოლას აქვს პოლიტიკა და ახორციელებს მას, რათა უზრუნველყოს უსაფრთხო ფიზიკური გარემო ფიზიკური და ქიმიური რისკებისგან დასაცავად, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას მოსწავლეთა და სკოლის პერსონალის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას.
  5. სკოლას აქვს პოლიტიკა და ახორციელებას მას, რათა მოამზადოს და ჰყავდეს კვალიფიციური მასწავლებლები, რომლებიც განახორციელებენ ჯანმრთელობისთვის საჭირო მარტივ ჩარევებს ჯანდაცვის მუშაკთან თანამშრომლობითა და ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობით.
  6. სკოლას აქვს პოლიტიკა და ახორციელებს მას ისეთ პროგრამებთან და პროცედურებთან დაკავშირებით, რომლებიც შექმნილია ბულინგის (ჩაგვრის), შევიწროების, ძალადობის, ბავშვზე ძალადობისა და უყურადღებობის იდენტიფიცირების, პრევენციისა და რეაგირების მიზნით, რაც გასაგები და ცნობილია სკოლის საზოგადოების ყველა წევრისათვის.
  7. სკოლას აქვს პოლიტიკა და ახორციელებს მას, უნარებზე დაფუძნებული ჯანმრთელობის განათლებასთან დაკავშირებით, მათ შორის, სარისკო ქცევის – ნივთიერებების ბოროტად გამოყენებისა და აივ/შიდსის კუთხით.
  8. სკოლას აქვს შემუშავებული პოლიტიკა, რომელიც საშუალებას აძლევს ორსულ გოგონებს დარჩნენ სკოლაში, ასევე, წახალისებულნი იყვნენ მშობიარობის შემდგომ სკოლაში დასაბრუნებლად.
  9. სკოლას აქვს და ახორციელებს პოლიტიკას, რომელიც კრძალავს ფიზიკურ დასჯას და ხელს უწყობს არაძალადობრივი დასჯის, როგორც მისაღები დისციპლინური პროცედურის, ხელშეწყობას.
  10. სკოლას აქვს პოლიტიკა და პროცედურები მასწავლებლების დასახმარებლად, სამართლიანად და თანმიმდევრულად გაუმკლავდნენ აგრესიასა და ძალადობას.
  11. მასწავლებლები არ მიმართავენ ფიზიკური და ემოციური დასჯის ხერხებს, ან სხვა აგრესიულ ქცევას მოსწავლეების დისციპლინირებისთვის.
  12. სკოლის დისციპლინის წესები ყველასათვის პრაქტიკული და გასაგებია.
  13. სკოლას აქვს ქცევის კოდექსი, რომელიც განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ მოსწავლეები.
  14. სკოლას აქვს და ახორციელებს მისაღებ პოლიტიკას ინტერნეტის, სოციალური მედიისა და მასთან დაკავშირებული ICT ტექნოლოგიების უსაფრთხო გამოყენების შესახებ.
  15. მოსწავლეები და მასწავლებლები თავს დაცულად გრძნობენ სკოლაში.
  16. სკოლის პერსონალი მოსწავლეებს მოუწოდებს, იზრუნონ ერთმანეთზე.
  17. მოსწავლეები დარწმუნებულები არიან, რომ მიიღებენ დახმარებასა და მხარდაჭერას, როცა იგი მათ დასჭირდებათ.
  18. სკოლა აერთიანებს [ცხოვრებისეულ] უნარებზე დაფუძნებულ ჯანდაცვის განათლებას თავის სასწავლო გეგმაში. მოსწავლეები სწავლობენ საგნებსა და უნარებს, რომლებიც შეიძლება გამოადგეთ რეალურ ცხოვრებაში.
  19. ცხოვრებისეული უნარების პროგრამები ადაპტირებულია ადგილობრივი სოციალურ-კულტურული ნორმების, ღირებულებებისა და რელიგიური შეხედულებების დასაკმაყოფილებლად.
  20. მშობლებს აქვთ შესაძლებლობა განიხილონ სკოლის პოლიტიკა და ქცევის კოდექსები, და მოწვეულნი არიან, მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

ქმედება:

თქვენს გუნდთან ერთად აირჩიეთ 10 ინდიკატორი სიიდან.

ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და დაცულობისთვის შერჩეული ინდიკატორები ინდიკატორის სტატუსი ჩემს სკოლაში 1-დან 10-მდე გადასადგმელი ნაბიჯები (სადისკუსიო გუნდების მიერ შეგროვებული)
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.

 

 

  1. ზემოთ აღნიშნული სიიდან გამომდინარე, მოამზადეთ მასალა ან ფლიპჩარტები, რომლებიც გადაეცემა შეფასების პროცესში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს.
  2. მოამზადეთ მრგვალი მაგიდები სხვადსხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად (მოსწავლეები, მასწავლებლები, თანამშრომლები, მშობლები, საბჭოს წევრები და ა.შ.). ისინი ერთმანეთს შეიძლება შეხვდნენ სკოლის დიდ ღონისძიებებზე ან დაგეგმილ შეხვედრებზე, მათი ხელმისაწვდომობის მიხედვით.
  3. სთხოვეთ, განიხილონ თავიანთი შეფასება და კომენტარები.
  4. დაავალეთ მათ გამოთქვან შემოთავაზებები გაუმჯობესების მიზნით.
  5. შეაგროვეთ ყველა კომენტარი და შემოთავაზება თქვენს გუნდში.
  6. შეიმუშავეთ მკაფიო და ქმედითი გენერალური გეგმა მომავალი 6-12 თვისთვის.
  7. შეატყობინეთ გენერალური გეგმის შესახებ ყველა ჩართულ პირს.
  8. დაგეგმეთ შემდეგი შეფასების პერიოდი (გამჭვირვალობა პირველ ადგილზეა!)