სკოლის ხელმძღვანელის მიერ საკუთარი როლის გაცნობიერება: სკოლაში დემოკრატიული კულტურის დამკვიდრების ხელშეწყობა
Living Democracy » Principals » ლიდერობა » სკოლის ხელმძღვანელობის დემოკრატიული სტილი » სკოლის ხელმძღვანელის მიერ საკუთარი როლის გაცნობიერება: სკოლაში დემოკრატიული კულტურის დამკვიდრების ხელშეწყობასკოლის დემოკრატიული ლიდერობა გამოწვევას წარმოადგენს და სკოლას გარკვეული დრო სჭირდება ამ ლიდერობის ამგვარის სტილის დასამკვიდრებლად. სკოლის ხელმძღვანელმა ამ მიზნისკენ სვლა უნდა დაიწყოს მცირე ნაბიჯებით და არა უზარმაზარი ნახტომით. წინამდებარე ინსტრუმენტი დაგეხმარებათ შეაფასოთ საკუთარი, როგორც სკოლის ხელმძღვანელის როლი, განსაზღვროთ და დასახოთ თქვენი სკოლის საჭიროებებზე მორგებული მიზნები. მოკლევადიანი მიზნები მოიცავს იმ მცირე ნაბიჯებს, რომელთა გადადგმაც შეგიძლიათ დაუყოვნებლივ.
მოკლევადიანი მიზნები | საშუალოვადიანი მიზნები | გრძელვადიანი მიზნები |
---|---|---|
სკოლის ხელმძღვანელი თავს იკავებს უკიდურესი ავტორიტარიზმის დემონსტრირებისაგან. | სკოლის ხელმძღვანელი სკოლის საზოგადოებასთან ურთიერთობს ღიად და მეგობრულად (შექცევადობის პრინციპი). | ურთიერთგაგება სკოლის ხელმძღვანელს, სკოლის პერსონალსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის. |
სკოლის ხელმძღვანელი განმარტავს მიზეზებს, თუ რატომ ამახვილებს ყურადღებას კონკრეტულ საკითხებზე. | სკოლის ხელმძღვანელი სკოლის პერსონალს აცნობს იმ საკითხებსა და პრობლემებს, რომლებიც მოგვარებას საჭიროებს. | სკოლის პერსონალი, მოსწავლეებისა და მშობლების წარმომადგენლები მონაწილეობენ გადაწყვეტილების მიღების დღის წესრიგის შემუშავებაში. |
სკოლის ხელმძღვანელი განმარტავს საკუთარ სამართლებრივ პასუხისმგებლობასა და შეზღუდვებს. | სკოლის ხელმძღვანელი ისმენს და განიხილავს მასწავლებლების წინადადებებს სკოლის ორგანიზების თაობაზე. | სკოლის ხელმძღვანელი, მასწავლებლები და მოსწავლეები გეგმავენ და ახორციელებენ პროექტებს, რომლებიც სკოლის განვითარებას ემსახურება. |
სკოლის ხელმძღვანელი აცნობს და უხსნის მასწავლებლებს იმ მიზნებს, რომლებიც მას სკოლასთან დაკავშირებით გააჩნია. | სკოლის ხელმძღვანელი განიხილავს მასწავლებლებთან ერთად გადაწყვეტილების მიღების ალტერნატიულ ვარიანტებს. | სკოლის პერსონალი, მოსწავლეებისა და მშობლების წარმომადგენლები მონაწილეობენ გადაწყვეტილების მიღების პროცესებში. |
სკოლის ხელმძღვანელი მასწავლებლებთან ერთად განიხილავს მასწავლებელთა მუშაობის და ქცევის შეფასების დროს მის მიერ აღმოჩენილ პრობლემებს. | სკოლის ხელმძღვანელი კონკრეტული ამოცანების შესრულებას აკისრებს შერჩეულ მასწავლებლებს. | სკოლის პერსონალი, მოსწავლეები და მათი მშობლები იზიარებენ პასუხისმგებლობას სკოლის განვითარებასა და საქმიანობაზე. |
სკოლის ხელმძღვანელი განმარტავს კონფლიქტის მოგვარების მისეულ მეთოდებს. | სკოლის ხელმძღვანელი თავს არიდებს ძალაუფლებისა და ავტორიტატული მეთოდების გამოყენებით კონფლიქტების მოგვარებას. | კონფლიქტის მოგვარება თანამშრომლობისა და კომუნიკაციის გზით წარმოებს. |
წინამდებარე ინსტრუმენტი აღებულია შემდეგი წყარიდან: როგორ შევქმნათ დემოკრატიული ატმოსფერო კლასში
http://living-democracy.com/ge/textbooks/volume-1/part-2/unit-1/chapter-2/lesson-7/