მოსწავლეების მხარდაჭერა დემოკრატიული კომპეტენციების დაუფლების საქმეში
Living Democracy » Principals » ლიდერობა » დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები » მოსწავლეების მხარდაჭერა დემოკრატიული კომპეტენციების დაუფლების საქმეშიმოსწავლეები დემოკრატიული კულტურის კომპეტენციებს იძენენ კომბინირებულად, ანუ ჰოლისტიკურად, ღირებულებების, დამოკიდებულებების, უნარებისა და ცოდნისა და გააზრების ერთმანეთთან შერწყმული ელემენტების საშუალებით. ამ კომპეტენციებს ისინი იძენენ მათი გამოყენების საშუალებით და, ძირითადად, ერთმანეთთან ურთიერთობისა და თანამშრომლობის პროცესში. აქ თავს იჩენს კითხვა, როგორ უნდა იმოქმედონ სკოლის ხელმძღვანელმა და მასწავლებლებმა, რომ უზრუნველყონ მათი მოსწავლეების სწავლის საჭიროებების დაკმაყოფილება? წინამდებარე რესურსში ყურადღება გამახვილებულია დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების ათვისებისთვის საჭირო დამხმარე მეთოდოლოგიისა და სასწავლო გარემოს მნიშვნელობაზე. დეტალური მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ პუბლიკაციაში – დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების სარეკომენდაციო ჩარჩო, ტომი 3, ჩარჩოს დანერგვასთან დაკავშირებული რეკომენდაციები, გვ. 92.
- მასწავლებლებს შეუძლიათ უზრუნველყონ „ღია საკლასო გარემოს შექმნა, რომელიც გულისხმობს ყველა მოსწავლის ჩართულობასა და მათ შორის ურთიერთპატივისცემას”, რაც მოსწავლეების უსაფრთხო სასწავლო გარემოთი უზრუნევყოფის ტოლფასია, და საშუალებას აძლევს ყველა მოსწავლეს თავისუფლად გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები და გამოხატონ საკუთარი ემოციები.
- მასწავლებლებს შეუძლიათ მოსწავლეებს შესთავაზონ შესაძლებლობა, რათა მათ საკუთარ თავზე აიღონ საკუთარ სწავლაზე პასუხისმგებლობა და მონაწილეობა მიიღონ გაკვეთილის დაგეგმვაში.
სკოლის დონეზე
- მასწავლებლებს შეუძლიათ ერთმანეთთან ითანამშრომლონ, სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული სხვადასხვა საგნების ფარგლებში, თანამშრომლობის საფუძველზე სწავლის ხელშეწყობის მიზნით.
- მასწავლებლებს შეუძლიათ ერთმანეთთან ითანამშრომლონ, სასწავლო პროგრამაში დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების ჩართვის მიმართულებით და ყველა მოსწავლისთვის სწავლის თანაბარი პირობებისა და შესაძლებლობების შექმნის მიმართულებით.
- მასწავლებლებს შეუძლიათ მოსწავლეებს შესთავაზონ „პოზიტიური, მაღალი ხარისხის მონაწილეობის გამოცდილების მისაღებად საჭირო შესაძლებლობები, პროექტების საშუალებით, რომლებში მონაწილეობითაც ისინი შეიძენენ მათთვის სასარგებლო და აუცილებელ გამოცდილებას” (იხ. კარგი პრაქტიკის მაგალითი, ინფორმირებულობისთვის საჭირო მასალა 3.1). მასწავლებლებს შეუძლიათ გაამხნევონ მოსწავლეები, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, როგორც სკოლის ფარგლებში (იხ. თემა 3), ასევე ადგილობრივი საზოგადოების ფარგლებში.
- მასწავლებლებს შეუძლიათ დაგეგმონ კლასგარეშე აქტივობები, რომლებიც უკავშირდება დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების ასპექტებს.
- მასწავლებლებს შეუძლიათ დაგეგმონ პროექტები, რომლებიც უკავშირდება დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების საკითხებს, მაგ. დებატები (იხ. http://www.living-democracy.com/ge/textbooks/volume-4/part-3/unit-8/)
სკოლის ხელმძღვანელი მნიშვნელოვან როლს თამაშობს სკოლის დონეზე მოსწავლეებისათვის დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების მიმართულებით საჭირო სწავლის გარემოსა და შესაძლებლობების უზრუნველყოფის საქმეში, მოსწავლეების გამხნევებით, მათი მხარდაჭერითა და კოორდინირებით. მაგალითად, დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლება და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლება შესაძლებელია რეგულარულად იდგეს სკოლის პერსონალთან შეხვედრის დღისწესრიგში.
უსაფრთხო გარემოში, რომელიც ურთიერთპატივისცემას ეფუძნება, სადავო საკითხებზე მოსაზრებების თავისუფლად გამოთქმა ხელს უწყობს დემოკრატიული კულტურის მთელი რიგი კომპეტენციების განვითარებას, მათ შორის ისეთი კომპეტენციებისა, როგორიცაა:
- ენობრივი უნარები, როგორიცაა, საკუთარი მოსაზრების ლაკონურად და ნათლად გამოთქმის უნარი;
- თავდაჯერებულობა და ემპათია;
- გაურკვევლობისადმი შემწყნარებლური დამოკიდებულება;
- დემოკრატიისა და სამართლიანობის დაფასება;
- განხილული თემის ცოდნა-შემეცნება და კრიტიკული გააზრება.