სკოლებს გაცილებით დიდი მისია აკისრია, ვიდრე მოსწავლეებისათვის ცოდნის გადაცემა და მათი უნარების განვითარებაზე ზრუნვა. სკოლა, ასევე, წარმოადგენს პირველ დაწესებულებას, რომელთანაც მოსწავლეებს შეხება აქვთ ადრეულ ასაკში, და აგრეთვე საზოგადოებას, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეებს შორის სოციალიზაციას და გავლენას ახდენს მათ დამოკიდებულებებსა და ღირებულებებზე – ისევე როგორც სკოლის პერსონალის დამოკიდებულეებსა და ღირებულებებზე. სკოლაში, მოსწავლეები დროის უმეტეს ნაწილს საკლასო ოთახებში ატარებენ, მასწავლებლებთან და თავიანთ თანატოლებთან ერთად. მაშასადამე, თუ თქვენ, როგორც სკოლის ხელმძღვანელს, გსურთ თქვენი სკოლა უფრო დემოკრატიული გახდეს, მნიშვნელოვანია ყურადღება გაამხვიოთ იმაზე, რაც საკლასო ოთახებში მიმდინარეობს, მოსწავლეებისა და მასწავლებლების მონაწილეობით.
როგორც სკოლის ხემლძღვანელი, თქვენ არ უნდა ჩაერიოთ მასწავლებლების კომპეტენციაში იმ მიმართულებით, რითაც ისინი გაკვეთილების დროს არიან დაკავებული, ზოგიერთ ქვეყანაში ამგვარი ჩარევა აკრძალულიც კი არის. საუკეთესო ვარიანტში, თქვენი სკოლის მასწავლებლები სათანადოდ არიან მომზადებული იმისათვის, რომ მოსწავლეთა გამხნევებით უზრუნველყონ მათი ჩართვა და მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, და საკუთარ თავზე აიღონ პასუხისმგებლობა კლასის საზოგადოების სწორ ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე. მასწავლებელთა თანახმად, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, ამ ყველაფერს ისინი მარტო და დამოუკიდებლად აკეთებენ, თუ დარწმუნებულები არიან, რომ სკოლის ხელმძღვანელი არამარტო იწონებს მათ დემოკრატიულ მიდგომას, არამედ ასევე მზად არის მხარი დაუჭიროს მათ, მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით. სკოლის ფარგლებში დემოკრატიის შესახებ სწავლა საჭიროებს ჰოლისტიკურ მიდგომას, რაც გულისხმობს, თუმცა არა მხოლოდ, ინიციატივების შეტანას ზოგიერთ ან ყველა კლასში. მასწავლებლების საჭიროებენ შესაძლებლობებს, საკუთარი გამოცდილების გასაანალიზებლად და გასაზიარებლად და, აგრეთვე ახალი მოსაზრებებისა და იდეების მისაღებად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სკოლის დემოკრატიული საზოგადოება შემსწავლელთა საზოგადოებას წარმოადგენს. წინამდებარე ნაწილში მოცემულია მოსაზრებები და ინსტრუმენტები, რომლებიც განკუთვნილია სკოლების ხემლძღვანელებისთვის და რომელბიც დაეხმარება მათ იმ ღონისძიებათა ინიცირებასა და კოორდინირებაში, რომლებიც სკოლის დემოკრატიული გზით განვითარებას ემსახურება, და ასევე დაეხმარება მათ საკუთარი წვლილი შეიტანონ და ხელი შეუწყონ სკოლის სვლას დემოკრატიისკენ.