შემაჯამებელი და მიმდინარე შეფასება, ტესტირებისა და კონტროლის ნაცვლად

Living Democracy » Principals » სწავლა » მოქმედება » შემაჯამებელი და მიმდინარე შეფასება, ტესტირებისა და კონტროლის ნაცვლად

კრიტერიუმები

  • სთხოვეთ მასწავლებლებს თან იქონიონ ნებისმიერი მოსწავლის შეფასება (ნიშნები, ტესტები და ა.შ.).
  • მასწავლებლები ნაწილდებიან ჯგუფებში. დაურიგეთ მასწავლებლებს სამუშაო ფურცელი 1.
  • მასწავლებლები ეცნობიან სამუშაო ფურცელზე დატანილ შინაარსს (ინდივიდუალური სამუშაო).
  • მასწავლებლები მუშაობენ გუნდის წევრებთან ერთად, ისინი განიხილავენ თუ რომელ კრიტერიუმებს ითვალისწინებენ ყველაზე ხშირად და რომელ კრიტერიუმს არ იყენებებ.
  • ისინი განიხილავენ თუ რამდენად შესაძლებელი და რამდენად მნიშვნელოვანია სამუშაო ფურცელზე 1 მოცემული კრიტერიუმებით ხელმძღვანელობა, მოსწავლეთა მიღწევების შეფასებისას.
  • დაურიგეთ მასწავლებლებს სამუშაო ფურცელი 2.
  • მასწავლებლები მუშაობენ გუნდებში და პასუხს სცემენ კითხვებს.
  • მათ მიერ წარმოებულ მოსწავლის შეფასებას აანალიზებენ სამუშაო ფურცელზე 2 მოცემული კითხვების მიხედვით.
  • მასწავლებლები მსჯელობენ შეფასების ძლიერ და სუსტ მხარეებზე

 

სამუშაო ფურცელი 1

(ადაპტირებულია შემდეგი რესურსიდან: ცხოვრება დემოკრატიულ საზოგადოებაში, ტომი I, განათლება დემოკრატიისათვის, გვ. 103)
http://www.living-democracy.com/ge/textbooks/volume-1/part-2/unit-5/chapter-2/lesson-4/
მოსწავლეების მიღწევების შეფასებისა და ქულების მინიჭების სამი განსხვავებული ძირითადი სტანდარტი არსებობს:

  1. ინდივიდუალური კრიტერიუმი: მოსწავლის მიღწევის შედარება მის წარსულ მიღწევებთან.
  2. ობიექტურობის კრიტერიუმი: მოსწავლის მიღწევის შედარება სწავლის მიზნებთან.
  3. სოციალური კრიტერიუმი: მოსწავლის მიღწევის შედარება კლასში სხვა მოსწავლეების მიღწევებთან ან იმ ასაკობრივი ჯგუფის წევრების მიღწევებთან, რომელსაც იგი განეკუთვნება.

(დამატებითი მასალები ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებზე შეგიძლიათ იხილოთ: ცხოვრება დემოკრატიულ საზოგადოებაში, ტომი I, განათლება დემოკრატიისათვის, გვ. 104) http://www.living-democracy.com/ge/textbooks/volume-1/part-2/unit-5/chapter-2/lesson-5/

კრიტერიუმი ინდივიდუალური კრიტერიუმი მიზანთან შესაბამისი კრიტერიუმი სოციალური კრიტერიუმი
შედარების კრიტერიუმი პროგრესი სწავლაში სწავლის მიზანი ნორმალური განაწილების მრუდი, საშუალო არითმეტიკული გადახრა
ინფორმაცია რა ცოდნა და უნარები შეიძინა მოსწავლემ დროის განსაზღვრულ მონაკვეთში? რა დონემდე შეძლო მოსწავლემ სწავლის მიზნის მიღწევა? საშუალო მაჩვენებლიდან რა გადახრა ფიქსირდება ინდივიდუალური პროგრესის თვალსაზრისით?
შეფასების ტიპი ტესტები, ვერბალური შეფასება, შუალედური ანგარიში სწავლაში მიღწევის შესახებ, დაკვირვების სტრუქტურული ფორმა მიზანზე ორიენტირებული ტესტი, შუალედური ანგარიში სწავლაში მიღწევის შესახებ, დაკვირვების სტრუქტურული ფორმა კლასის საშუალო შედეგებზე აგებული ტესტი
პედაგოგიური მნიშვნელობა ძალიან მაღალი ძალიან მაღალი ძირითადად გამოიყენება შერჩევის წარმოებისას; არ არის ორიენტირებული მოსწავლის ხელშეწყობაზე

სამუშაო ფურცელი 2

(ადაპტირებულია შემდეგი რესურსიდან: ცხოვრება დემოკრატიულ საზოგადოებაში, ტომი I, განათლება დემოკრატიისათვის, გვ. 105)
http://www.living-democracy.com/ge/textbooks/volume-1/part-2/unit-5/chapter-2/lesson-6/

კითხვები თვით-შეფასებისთვის

მოსწავლეთა სწავლის პროცესი:

როგორ უნდა დავრწმუნდე, რომ მოსწავლეებმა მიაღწიეს მიზანს?
სწავლის პროცესში მოსწავლეებს მუდმივად ჰქონდათ პროგრესი?
როგორია მოსწავლეების მიერ საკუთარი მიღწევების აღქმა, დარწმუნებული არიან ისინი, რომ მათ პროგრესი აქვთ ამ მიმართულებით?
სწავლების მეთოდი, რომელსაც მე ვიყენებ, თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს გოგონებსა და ვაჟებს?
მოსწავლეები შეგნებულად ეკიდებიან სწავლისა და მუშაობისას მათ მიერ განხორციელებულ ქმედებებს, აკვირდებიან, აკონტროლებენ და ცდილობენ გააუმჯობესონ თავიანთი შედეგები?
სწავლის პროცესში მოსწავლეები იღებდნენ მითითებებს, რომლებიც მათ დახმარებას ითვალისწინებდა?
შეუძლიათ მოსწავლეებს თავად აკონტროლონ და შეაფასონ სწავლის პროცესში მათ მიერ შესრულებული ქმედებები და ამ ქმედებების შედეგები?
თვითშეფასების პროცესში მოსწავლეები ითვალისწინებენ თავიანთ მიზნებს, სტანდარტებს, კრიტერიუმებს ან საჭიროებებს?
შემიძლია აღვიქვა და შევაფასო ინდივიდუალური მოსწავლის მიღწევები?
როგორ ვახდენ ინდივიდუალური მოსწავლის სწავლასთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირებას?
როგორ ვაკვირდები სოციალურ ურთიერთობებს გაკვეთილის განმავლობაში?
როგორ ვაწარმოებ ჩანიშვნებსა და ჩანაწერებს ინდივიდუალურ მოსწავლესა და მთლიან კლასზე ჩემი დაკვირვებებისა და შეფასებების შესახებ?

 

ზოგიერთი კითხვა მასწავლებლის სწავლის პროცესთან დაკავშირებით:

როგორ, როდის და ვისთან განვიხილავ სწავლებასთან დაკავშირებულ ჩემთვის საინტერესო საკითხებს?
როგორ ვუწყობ ჩემს მოსწავლეებს ხელს და როგორ განვაწყობ მათ სწავლის პროცესში ჩართულობისათვის?
როგორ ვუკავშირებ ჩემი მოსწავლეების წარმატებასა და წარუმატებლობას ჩემ მიერ წარმართულ სწავლების პროცესს?
როგორ ვაფასებ ჩემს საკუთარ მიღწევას სწავლების თვალსაზრისით და რას და როგორ ვსწავლობ მე, როგორც მასწავლებელი?