სწავლება როგორც დემოკრატიის საფუძველი

Living Democracy » Principals » სწავლა » მოქმედება » სწავლება როგორც დემოკრატიის საფუძველი
სწავლის მიზნები

მასწავლებლები ეცნობიან მრავალფეროვნებასთან დაკავშირებულ დამოკიდებულებებსა და პრაქტიკას და ერთმანეთის მიმართ ავლენენ დამოკიდებულებას, როგორც გუნდის თანასწორი წევრების მიმართ.

მასწავლებლები სწავლობენ მათი სკოლის საზოგადოებაში მოსწავლეებს შორის არსებულ მრავალფეროვნებას, შესვენებების დროს, მათ ქცევებზე დაკვირვების საშუალებით.

მასწავლებლები აჯამებენ მათ მიერ შეგროვილ მონაცემებს და აანალიზებენ მათ. მასწავლებლები ერთმანეთთან აკავშირებენ თვისობრივი და რაოდენობრივი კვლევების შედეგებს.

ამოცანები

მასწავლებლები ერთად იმუშავებენ „სწავლის“ განმარტებას და იყენებენ მას საკლასო გარემოსა და მის ფარგლებს გარეთ.

მასწავლებლები იკვლევენ საკლასო ოთახის მიღმა, მათ სკოლაში არსებულ პირობებს.

მასწავლებლები მუშაობენ სტატისტიკაზე და წარადგენენ საკუთარ ნამუშევრებს.

რესურსები ფურცლები და კალმისტრები, სამუშაო ფურცლები
მეთოდები დამოუკიდებელი სამუშაო და ჯგუფური სამუშაო, ერთობლივი განხილვა

მეცნიერების სხვადასხვა დარგთან დაკავშირებული სასკოლო საგნების მასწავლებლებს უჭირთ ცხოვრების წარმოსახვა მაჩვენებლებისა და მონაცემების მიღმა. მათგან განსხვავებით, ხელოვნების მასწავლებლებს უჭირთ აბსტრაქტულ მაჩვენებლებთან მუშაობა, რომლებიც, მაგალითად ცოცხალ არსებებს ეხება. ორივე შემთხვევაში, არსებობს სხვაობა სწავლის მიზნებს, ე.ი. მასწავლებლის მოლოდინსა, და რეალურ ცხოვრებას შორის, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები გამოცდილებას იძენენ. მოცემული მცირე კვლევითი პროექტი, რომელიც სასკოლო საზოგადოებაში ცხოვრებას ეხება, გვეხმარება თვისობრივი და რაოდენობრივი კვლევების პერსპექტივებს შორის კავშირის დადგენაში.

მოცემული კვლევითი პროექტის თემა აქტუალურია და მჭიდროდ უკავშირდება დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სწავლებას: ჩვენი საზოგადოებები კულტურულად მრავალფეროვანია და კულტურული ჯგუფები ქმნიან უმრავლესობასა და უმცირესობებს. საზოგადოებაში არსებული მრავალფეროვნება სკოლის საზოგადოებაზეც აისახება, მოსწავლეთა მრავალფეროვნებაში. როდესაც მოსწავლეები ერთმანეთთან ურთიერთობენ, მათ შორის მიმდინარე ინტერპერსონალურ ურთიერთობას თან ახლავს ინტერკულტურული განზომილება, მაგალითად ურთიერთობა ვაჟებსა და გოგონებს შორის, თუმცა, ეს მრავალფეროვნება მხოლოდ გენდერული მრავალფეროვნებით არ შემოიფარგლება. დემოკრატიული სასკოლო საზოგადოებისათვის არსებითი მნიშვნელობის არის ინტერკულტურული ურთიერთობა და დიალოგი.

ცხოვრება დემოკრატიულ საზოგადოებაში, ტომი II, „ვიზრდებით დემოკრატიულ საზოგადოებაში“, გვ. 36 – 40, გაკვეთილებში 1 – 3 ყურადღება გამახვილებულია ინტერპერსონალურ და ინეტრკულტურულ ურთიერთობებსა და დიალოგზე, სკოლის საზოგადოებაში. გაკვეთილები განკუთვნილია მოსწავლეებისათვის. ყოველგვარი ცვლილების გარეშე შესთავაზეთ გაკვეთილებში მოცემული აქტივობები მასწავლებლებს. არ გამოტოვოთ გაკვეთილები 2 და 3. ისინი მოიცავს თვისობრივი და რაოდენობრივი კვლევების პროცესებისთვის განკუთვნილ რეკომენდაციებს და მათში გადმოცემულია კავშირი საკლასო გარემოშე მიმდინარე ცხოვრებასა და გარე სამყაროში მიმდინარე ცხოვრებას შორის.

http://living-democracy.com/ge/textbooks/volume-2/unit-3/lesson-1/
http://living-democracy.com/ge/textbooks/volume-2/students-manual-10/student-handout-1/student-handout-11/

ქვევით მითითებულ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ სამუშაო ფურცელი, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია ინტერკულტურულ დიალოგზე, როგორც დემოკრატიული კულტურის არსებით ელემენტზე, როგორც სკოლის საზოგადოებაში, ასევე ფართო საზოგადოებაში „დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები: დიაგრამა“ და/ან დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები, გვ. 19 ff.