სწავლება – საერთო სასკოლო მიდგომა

Living Democracy » Principals » სწავლა » მოქმედება » სწავლება – საერთო სასკოლო მიდგომა

თანამშრომლობაზე დაფუძნებული სწავლება (ცხოვრება დემოკრატიულ საზოგადოებაში ტომი I, განათლება დემოკრატიისათვის, გვ. 110. http://living-democracy.com/ge/textbooks/volume-1/part-2/unit-5/chapter-2/lesson-10/

იმ შემთხვევაში, თუ არ მიმდინარეობს გუნდური სწავლება, მასწავლებელს მარტო უწევს კლასებთან მუშაობა. დროთა განმავლობაში, მათ შესაძლოა მექანიკური ურთიერთობა ჩამოუყალიბდეთ მოსწავლეებთან და ყურადღების მიღმა დარჩეთ მნიშვნელოვანი ნიუანსები თუ ასპექტები, რომლის ამოცნობაც დამსწრე მასწავლებელს შეუძლია. მასწავლებელს შესაძლებელია მხარდაჭერა სჭირდებოდეს საკუთარი სამუშაოს შესასრულებლად. მოსწავლეებისაგან მიღებული უკუკავშირი ყოველთვის ღირებულია, თუმცა კოლეგებისგან მიღებული უკუკავშირი უფრო მაღალი ხარისხის არის, ვინაიდან კოლეგა პროფესიული ხედვით აფასებს შესრულებულ სამუშაოს. უნდა აღინიშნოს, რომ მასწავლებლები ხშირად გაურბიან და არცთუ დიდი ენთუზიაზმით ეკიდებიან მათ მიერ ჩატარებულ გაკვეთილებზე კოლეგების დასწრების პერსპექტივას. ქვევით მოცემული რეკომენდაციები დაგეხმარებათ გაამხნევოთ მასწავლებლები ჩაერთონ კოლეგების მიერ ერთმანეთის მიერ შესრულებულ სამუშაოზე დაკვირვების პროცესში (იხ.ცხოვრება დემოკრატიულ საზოგადოებაში ტომი I, განათლება დემოკრატიისათვის, გვ. 111 https://www.living-democracy.com/ge/textbooks/volume-1/part-2/unit-5/chapter-2/lesson-11/).

ჯგუფის მოცულობა: სამი მასწავლებლისგან შემდგარი გუნდი, კოლეგებისგან უკუკავშირის მისაღებად.
ორგანიზება:

გუნდში შემავალი მასწავლებლები ერთმანეთის გაკვეთილებს ესწრებიან, სასწავლო წლის განმავლობაში ორჯერ. სასწავლო წლის განმავლობაში, თითოეული მასწავლებლის ორ გაკვეთილს ესწრება ორ-ორი მასწავლებელი; თითოეულ მასწავლებელს, სასწავლო წლის განმავლობაში, უწევს დაესწროს სხვა მასწავლებლების მიერ ჩატარებულ ოთხ გაკვეთილს.

სამი მასწავლებელი ერთად ადგენს გაკვეთილებზე დასწრების გეგმას, არსებული განრიგის მიხედვით.

გაკვეთილის შემდეგ, მასწავლებელი რომლის გაკვეთილსაც ესწრებოდნენ გუნდის წევრი სხვა მასწავლებლები, საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამს გაკვეთილის შესახებ, ხოლო დამსწრეები უკუკავშირს ამყარებენ მასთან.

სასკოლო საგანი: მასწავლებლები ესწრებიან და აკვირდებიან ერთმანეთის მიერ ჩატარებულ გაკვეთილებს, დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების მიმართულებით. მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ რა ძირითადი საგანი მიჰყავს სკოლაში მასწავლებელს.
ჯგუფის შედგენა: ერთ ჯგუფად გაერთიანება შესაძლებელია პირადი კეთილგანწყობის საფუძველზე, რაც ურთიერთნდობის გარანტი შეიძლება იყოს. მასწავლებლებს აუცილებლად უნდა განემარტოთ, რომ გაკვეთილის მიმდინარეობაზე მათი დაკვირვების შედეგად მიღებული ინფორმაცია კონფიდენციალურია.
სკოლის ხელმძღვანელის ფუნქცია: სკოლის ხელმძღვანელის ფუნქციაა, თვალყური ადევნოს გაკვეთილებზე დასწრების სიხშირეს. სკოლის ხელმძღვანელი არ მონაწილეობს მასწავლებლების მიერ გაკვეთილების შესახებ წამოჭრილი საკითხების განხილვაში.
თემატიკა: კითხვები, რომლებიც მასწავლებლებს ებადებათ ერთმანეთის გაკვეთილებზე დასწრებისას, შესაძლებელია უკავშირდებოდეს მასწავლებლების განსხვავებულ ინტერესებსა და დამოკიდებულებებს:
ა) მასწავლებელს სურს, მოისმინოს კოლეგების კომენტარი გარკვეულ საკითხებზე,
ბ) ახალი პროგრამის, მეთოდისა ან აქტივობის შეფასების საჭიროება, ან
გ) შეფასდეს პედაგოგიკური პრინციპები (მაგალითად, სკოლის პროგრამაში ფორმულირებული).