სკოლა – სწავლაზე ორიენტირებული საზოგადოება
Living Democracy » Principals » სწავლა » მოქმედება » სკოლა – სწავლაზე ორიენტირებული საზოგადოებააქტივობა 1
ეს არის ის, რაც მე მომწონს
აღებული და ადაპტირებულია სახემძღვანელოდან „ცხოვრება დემოკრატიულ საზოგადოებაში“ ტომი II, ვიზრდებით დემოკრატიულ საზოგადოებაში, გვ. 18, 113;
http://living-democracy.com/ge/textbooks/volume-2/unit-1/lesson-1/
http://living-democracy.com/ge/textbooks/volume-2/students-manual-10/student-handout-1/student-handout-2/
მოცემული აქტივობა შესაძლებელია გამოყენებული იქნეს სკოლაში, მასწავლებელთა პროფესიული მომზადების პროგრამის ფარგლებში, როგორც სკოლის ყველა მასწავლებლის მონაწილეობით, ასევე მასწავლებელთა მცირერიცხოვან ჯგუფებთან მუშაობისას. აქტივობის ბოლოს წარმოებული შეჯამებისას, შესაძლებელია წარმოიჭრას კითხვები ან წამოყენებული იქნეს საკითხები, რომლებიც გამოყენებული იქნება მასწავლებელთა პროფესიული მომზადების პროგრამის ფარგლებში შემდგომი თემისა და აქტივობის დასაგეგმად. იმ შემთხვევაში, თუ აქტივობაში 30-ზე მეტი მასწავლებელი მონაწილეობს, რეკომენდებულია ქვე-ჯგუფების შექმნა, რომლებიც, აქტივობის დასრულების შემდეგ, ერთობლივად განიხილავენ შედეგებს.
სწავლის მიზნები | მასწავლებლები აღმოაჩენენ, რა უნარებსა და ცოდნას ფლობენ ისინი და მათი კოლეგები, სწავლების მიმართულებით. |
ამოცანები | მასწავლებლები აღწერენ და შესაბამის ჩანაწერებს აკეთებენ იმის შესახებ, თუ რას ანიჭებენ უპირატესობას და რა არჩევანს აკეთებენ სწავლებისას, ოთხ კატეგორიაში. ისინი თავიანთ პასუხებს უზიარებენ სხვა მასწავლებლებს და მსჯელობენ მათზე. |
რესურსები | ფურცლები და კალმები, სამუშაო ფურცლების („რა მომწონს და რას ვაკეთებ სწავლებისას“) ასლები |
მეთოდები | დამოუკიდებელი სამუშაო და ჯგუფური სამუშაო, ერთობლივი განხილვა |
- მასწავლებლების ჯგუფი ეცნობა კითხვას: სწავლების რა სხვადასხვა სტილს ვიცნობ?
- გონებრივი იერიშისა და მოკლე პასუხიების სწრაფად შეგროვების შემდეგ, ჯგუფის წევრებს ურიგდებათ სამუშაო ფურცლები, რომლებზეც ისინი იწყებენ მუშაობას და ეს ეტაპი ორი საფეხურისგან შედგება:
• სამუშაო ფურცლის ზედა ნაწილში მასწავლებლებმა საკუთარი პასუხები უნდა დააფიქსირონ ოთხ კატეგორიაში.
• შემდეგ ისინი გადაადგილდებიან ოთახში და თითოეული მასწავლებელი ესაუბრება 5 სხვა მასწავლებელს, და სამუშაო ფურცლის ქვედა ნახევარში ინიშნავს მისი 5 კოლეგის პასუხებს, ასევე ოთხ კატეგორიაში. - შემაჯამებელი აქტივობის ფარგლებში, მასწავლებლები სხედან წრეზე. აქტივობის შედეგების შეჯამებისას შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ შემდეგი კითხვებით:
• რას ფიქრობთ თქვენი კოლეგებისგან მიღებულ პასუხებზე? გაგიკვირდათ როდესაც მათი პასუხები მოისმინეთ?
• საერთო მოსაზრებები და ტენდენცია ხომ არ იკვეთება თქვენსა და თქვენს კოლეგებს შორის იმ აქტივობებთან დაკავშირებით, რომლის გაკეთებასაც ისურვებდით, მაგრამ არ აკეთებთ?
• რა რეაქცია ჰქონდათ კოლეგებს, როდესაც მათ შეიტყვეს იმის თაობაზე თუ რისი კეთება მოგწონთ და აკეთებთ?
• რა რეაქცია ჰქონდათ კოლეგებს, როდესაც მათ შეიტყვეს იმის თაობაზე თუ რისი კეთება არ მოგწონთ. მაგრამ აკეთებთ?
• რა შესაძლო პრაქტიკული დანიშნულება აქვს მოცემულ აქტივობას?
აქტივობა 2
წინ გადადგმული ნაბიჯები – სკოლისკენ, რომელიც სწავლაზე ორიენტირებულ საზოგადოებას წარმოადგენს
დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებების შესახებ სწავლების სახლემძღვანელოთა სერიის ტომში I, განათლება დემოკრატიისათვის, გვ. 85 – 94, მოცემულია თავი, სახელწოდებით: „სწავლის პროცესის წარმართვა და სწავლების ფორმების შერჩევა“, რომელიც სასარგებლო თეორიულ და პრაქტიკულ ინსტრუმენტს სთავაზობს მათ, ვისაც გადაწყვეტილი აქვს სკოლა სწავლაზე ორიენტირებულ საზოგადოებად აქციოს. სამუშაო ფურცელი 3 (გვ. 91), „სწავლებისა და სწავლის ადეკვატური ფორმების შერჩევა“, შეიცავს ამ საკითხთან დაკავშირებულ ძირითად კითხვებს. http://living-democracy.com/ge/textbooks/volume-1/part-2/unit-4/chapter-2/lesson-3/
თითოეულ მასწავლებელს ურიგდება სამუშაო ფურცლის (სამუშაო ფურცელი 3) თითო ასლი.
- ინდივიდუალური სამუშაო. თითოეული მასწავლებელი ეცნობა სამუშაო ფურცელზე დატანილ კითხვებს და ირჩევს სამ კითხვას, რომლებიც ეხება მისთვის საინტერესო საკითხებს.
- ჯგუფური სამუშაო. მასწავლებლები ჯგუფურად განიხილავენ მათ მიერ ინდივიდუალურად შერჩეულ კითხვებს და ჯერდებიან სამ კითხვაზე, რომლებიც ეხება საკითხებს, რომლებიც მასწავლებელთა ჯგუფის ყველა წევრს აინტერესებს.
- ჯგუფური სამუშაო. მასწავლებელთა ჯგუფის მიერ შერჩეულ კითხვებზე პასუხის ფორმით მასწავლებელთა ჯგუფი ქმნის პოსტერს, რომელზეც წარმოდგენილი იქნება მათ მიერ შემოთავაზებული ორი კონკრეტული წინადადება, რომლებიც ეხება სკოლაში, როგორც სწავლაზე ორიენტირებულ საზოგადოებაში, სწავლებისა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესების გზებს.
სამუშაო ფურცელი
რა მომწონს და რას ვაკეთებ სწავლებისას | ||||
რა მომწონს და ვაკეთებ | ვაკეთებ, მაგრამ არ მომწონს | არ მომწონს და არ ვაკეთებ | არ ვაკეთებ, მაგრამ სიამოვნებით გავაკეთებდი | |
1
|
||||
2
|
||||
3
|
||||
4
|
||||
5
|
რა მომწონს და რას ვაკეთებ სწავლებისას | ||||
რა მომწონს და ვაკეთებ | ვაკეთებ, მაგრამ არ მომწონს | არ მომწონს და არ ვაკეთებ | არ ვაკეთებ, მაგრამ სიამოვნებით გავაკეთებდი | |
1
|
||||
2
|
||||
3
|
||||
4
|
||||
5
|