სწავლასთან დაკავშირებულ საკითხებზე ზრუნვა სკოლის ხელმძღვანელის მოვალეობაში შედის. შეიძლება იგივე ითქვას სწავლებაზეც?
Living Democracy » Principals » სწავლა » ინფორმირებულობა » სწავლასთან დაკავშირებულ საკითხებზე ზრუნვა სკოლის ხელმძღვანელის მოვალეობაში შედის. შეიძლება იგივე ითქვას სწავლებაზეც?თქვენ ბევრი ადამიანი გაკითხავთ, ზოგს თქვენი რეკომენდაცია სჭირდება, ზოგს – რჩევა, ზოგსაც – პასუხი კითხვაზე. თუ სკოლაში რაიმე პრობლემამ იჩინა თავი, თქვენ ხშირად უმკლავდებით მას. თქვენ პასუხისმგებელი ხართ სკოლის ორგანიზებაზე; გსურთ საუკეთესო შედეგები გქონდეთ; თქვენ მართავთ სკოლას; ამგვარად, რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ყველაფერი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სკოლაში მიმდინარე სწავლებისა და სწავლის პროცესზე.
ფარული თუ აშკარა კამათი მიმდინარეობდა და დღესაც მიმდინარეობს სკოლაში სწავლებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ საკითხზე. მაგალითად, წარმოადგენს სწავლება საკრალურ მოვლენას, რომელიც ექსკლუზიურად საკლასო ოთახში მიმდინარეობს და მხოლოდ მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობას გულისხმობს? აქვს რაიმე საერთო სხვადასხვა საგანს, განსაკუთრებით საგნებს, რომლებიც მეცნიერების სხვადასხვა სფეროს ეხება, ღირებულებებზე ორიენტირებულ საგნებს და, ვთქვათ, ფიზიკურ აღზრდას? აქვს რაიმე საერთო იმ მოვლენებს, რომლებიც საკლასო ოთახში, ლაბორატორიაში და სკოლის ეზოში მიმდინარეობს? ხომ არ იქნებოდა უმჯობესი სკოლის ხელმძღვანელი ადმინისტრაციული საქმეებით დაკავებულიყო და სწავლების ასპარეზი პედაგოგებისათვის დაეთმო?
იმისდა მიუხედავად, რომ თითქმის მთელ მსოფლიოში, სასკოლო კანონები და რეგულაციები ემსახურება ცოცხალი და დემოკრატიული სწავლების მიზნებს, ასევე, მიუხედავად პედაგოგიკასა და დიდაქტიკაში მომხდარი ევოლუციისა, რომელიც აღწერს გზას ავტორიტარული სწავლებიდან თანამშრომლობით სწავლამდე, დღევანდელ სკოლებში ვხვდებით სწავლების თითქმის ყველა სახეს, დაწყებული სწავლებით, რომელიც ეფუძნება დებულებას იმისა, რომ სწავლება არის ცოდნის გადაცემა, დამთავრებული სწავლებით, რომლის ამოსავალსაც წარმოადგენს დებულებას, რომ სწავლება მრავალფფაქტორულ პროცესს წარმოადგენს.
თუმცა, როდესაც საქმე დემოკრატიის სწავლებას ეხება, იგი არა მხოლოდ ცოდნის გადაცემას გულისხმობს, არამედ მის პრაქტიკაში გამოცდასა და გამოცდილების შეძენასაც. მაშასადამე, სწავლისთვის გამოყოფილი დრო, რომელიც ძირითადად სკოლაში გატარებულ დროს გულისხმობს, მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს და სკოლის ხელმძღვანელის როლი უმნიშვნელოვანესია დემოკრატიის სწავლების საქმეში.