როგორც სკოლის ხემლძღვანელს, თქვენ არ შეგიძლიათ სკოლაში სწავლის კულტურის ძალით შემოტანა და დამკვიდრება, თუმცა თქვენი მაგალითი და თქვენი ძალისხმევა და მიზნისადმი ერთგულება ამ მხრივ გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. მაშასადამე, თქვენი არჩევანი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომელსაც სკოლის ხელმძღვანელი ამ მიმართულებით იღებს: რა ტიპის სწავლის კულტურა გსურთ იყოს დამკვიდრებული თქვენს სკოლაში? თქვენი სკოლის მასწავლებლებს ზოგადად კარგად აქვთ გააზრებული, რომ მოსწავლეები ჩართული უნდა იყვნენ საკუთარი სწავა-განათლების პროცესში, და თანამშრომლობს საფუძველზე გახორციელებული სწავლება და სწავლის მეთოდები ხელს უწყობს და ამხნევებს მათ რათა კრიტიკულად მიუდგნენ და ინტერესით მოეკიდონ ნებისმიერი თემისა თუ საკითხის ყველა შესაძლო ასპექტს, ხელს უწყობს მოსწავლეების ჩართვას საკითხის განხილვისა თუ საკითხზე კამათის პროცესში, ეხმარება მათ საკუთარი შეხედულების ჩამოყალიბებაში, საკუთარი მოსაზრებების არგუმენტირებულ წარმოდგენაში, მოლაპარაკებების წარმოებასა და ცვლილების შეტანაშიც კი. სწავლის ამგვარი კულტურა არ არის ფუფუნება, არამედ სწავლების კარგი პრაქტიკის და დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სწავლების ნაწილს წარმოადგენს.
სწავლის ამგვარი კულტურა არა მხოლოდ თქვენი მოსწავლეებისთვის არის სასარგებლო, არამედ მას ბევრი აქვს საერთო დემოკრატიის კულტურასთან. სკოლა შეიძლება მიკრო-საზოგადოებად იქნეს აღქმული, რომელიც ახალგარზდებს სთავაზობს შესაძლებლობებს, აიღონ პასუხისმგებლობა სკოლის ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებსა თუ გამოწვევებზე და მონაწილეობა მიიღონ ამ საკითხების გადაჭრისა თუ გამოწვევებთან გამკლავების გზების შესახებ გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში. დემოკრატიული საზოგადოებები, როგორც მიკრო ასევე მაკრო დონეზე, წარმოადგენს სწავლაზე ორიენტირებულ საზოგადოებებს, რადგან არც ერთ მის წარმომადგენელს არ ძალუძს სხვებისგან დამოუკიდებლად განსაზღვროს თუ რა შეადგენს საზოგადოების საერთო კეთიდლღეობას. უმრავლესობა იღებს გადაწყვეტილებას, თუმცა მათ მერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ შესაძლებელია არ გაამართლოს, ვერ უზრუნველყოს პრობლემის აღმოფხვრა ან უსამართლო აღმოჩნდეს. სწავლაზე ორიენტირებული საზოგადოებისთვის ამგვარი გადაწყვეტილება გაკვეთილს წარმოადგენს, რომლის საფუძველზეც ამ საზოგადოების წევრები აკეთებენ დასკვნებს და ცდილობენ გამოასწორონ დაშვებული შეცომა.
როგორ შეგვიძლია სწავლების საშუალებით გავამხნევოთ მოსწავლეები და შევთავაზოთ მათ შესაძლებლობა აქტიური მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებში?
სამეცნიერო კვლევის მეთოდი
მსჯელობა და დასაბუთება შეუძლებელია, თუკი მოსწავლეებს მათთვის შეთავაზებული თემა ან საკითხი არ აინტერესებთ. დიდაქტიკაში მიღებულია, რომ სწავლის არსი არის მოტივაცია. მოსწავლეებმა უნდა შეძლონ საკითხის იმ ცოდნასთან დაკავშირება, რომელსაც ისინი ფლობენ და საკითხი მათთვის საინტერესო უნდა იყოს. როგორც ცოდნის შეძენა ასევე ინტერესის გაღვივება სწავლის პროცესში ხდება. მსოფლიოს კვლევის პროცესში შეიქმნა მიდგომა, რომელიც „სამეცნიერო კვლევის მეთოდის“ სახელით არის ცნობილი. იგი გულისხმობს ეტაპობრივ პროცესს, რომელიც მოიცავს დაკვირვებას, კითხვების დასმას, ჰიპოთეზების ჩამოყალიბებას, ექსპერიმენტს, ანალიზს, დასკვნების გამოტანას და შემდეგ პროცესის თავიდან დაწყებას. სწავლების კონტექტსტში, მსჯელობა და დასაბუთება მასწავლებლებისაგან მოითხოვს მოსწავლეთა მახასიათებლების, მათი ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებას, გაკვეთილის დაგეგმვისა და სწავლების პროცესში. მოსწავლეთათვის საშუალების მიცემა, რათა მათ თავად აწარმოონ კვლევა, იძლევა პასუხებს სწავლებასთან დაკავშირებულ ძირითად კითხვებზე, რომლებიც სწავლების მიზნებს ეხება.
სიფრთხილით მოკიდება
დემოკრატიული მოქალაქეობის ძირითადი ელემენტია ის, რასაც „კრიტიკულ მიდგომას“ ვუწოდებთ. ეს არის პროცესი, რომელიც მიჰყვება სამეცნიერო კვლევის მეთოდით გათვალისწინებულ ეტაპებს. იგი უპირველეს ყოვლისა მოითხოვს მოქალაქის დაინტერესებას საერთო კეთილდღეობით და მის მიერ საკითხთან დაკავშირებულ სხვადასხვა ასპექტებზე ინფორმაციის შეგროვებას, საკითხის შესახებ მოსაზრების ჩამოყალიბებამდე. მოსწავლეებს შეგვიძლია დავეხმაროთ კრიტიკული აზროვნებისა და მსჯელობის უნარის ჩამოყალიბებაში, სკოლაში მიმდინარე პროცესების საშუალებით, რაც ერთიან სასკოლო მიდგომასა და მასწავლებლების ჩართულობას საჭიროებს. მოსწავლეებს სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ საგნებში უამრავი ამოცანა და სწავლის შესაძლებლობები ესაჭიროებათ. სწავლების კარგი პრაქტიკა უშუალოდ უკავშირდება სწავლებას დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებების შესახებ. ევროპის საბჭოს მიერ შემუშავებული დემოკრატიული კულტურის კომპეტენციათა მოდელი მოიცავს უნარებს, რომლებსაც სამეცნიერო კვლევის მეთოდი მოითხოვს, მაგალითად, „დამოუკიდებელი სწავლის უნარი“ და „ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება”. დამატებითი ინფორმაცია იხ. დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები, p. 49.
სასწავლო გარემო
სკოლაში, კლასები მინიატურულ საზოგადოებებს წარმოადგენენ, რომლებშიც ახალგაზრდა მოქალაქეებს აქტიურად მონაწილეობის უფლება და შესაძლებლობა ეძლევათ. სწავლება არის ის, რაც უზრუნველყოფს ახალგაზრდების აღჭურვას იმ ძირითადი უნარებით, რომლებიც მათი კომპეტენციების განვითარებას ემსახურება, რომელთა საშუალებითაც ისინი შეძლებენ აწარმოონ სამეცნიერო კვლევა, კრიტიკულად მიუდგნენ მათ წინაშე მდგარ ამოცანებს და მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილების მიღების პროცესებში. მოსწავლეები, რომლებიც მსგავსი გამოცდილების საფუძველზე სწავლობენ და იღებენ ცოდნას, უკეთ არიან მზად იმისთვის, რომ ჩამოყალიბდნენ აქტიურ მოქალაქეებად და მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიულ პროცესებში.
თქვენ მარტო არ ხართ
თქვენთვის, როგორც სკოლის ხელმძღვანელისთვის, სკოლაში, სწავლაზე ორიენტირებული კულტურის დამკვიდრებაზე ზრუნვა შეიძლება უცხო იყოს, და ის ამოცანები, რომლებიც სკოლაში ამგვარი კულტურის დამკვიდრებას ემსახურება, შესაძლებელია რთულადაც მოგეჩვენთ. ყველასთვის კარგად არის ცნობილი რამდენი ვალდებულება და პასუხისმგებლობა გაკისრიათ თქვენ, როგორც სკოლის ხელმძღვანელს, და რამდენად შრომატევადია და რამდენი დრო სჭირდება ამ ვალდებულებების შესრულებას. მაგრამ გვერწმუნეთ, თქვენ მარტო არ ხართ. ევროპის საბჭოს დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებების შესახებ სწავლების ხელშეწყობისა და განვითარების მრავალწლიანი ისტორია აქვს, და ეს პროცესი ახლაც გრძელდება, რომელშიც ევროპის მასშტაბით სხვადასხვა სკოლების ხელმძღვანელები აქტიურად არიან ჩართული. თუ გსურთ შეიტყოთ მეტი დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებების შესახებ სწავლების ისტორიის თაობაზე, ეწვიეთ შემდეგ ვებ-გვერდს: http://living-democracy.com/ge/textbooks/volume-1/part-1/unit-4/.