რას, რატომ, რისთვის და როგორ ვსწავლობთ, ზემოქმედებას ახდენს მოქალაქეების მიერ საზოგადოებაში საკუთარი თავის აღქმაზე
Living Democracy » Principals » სწავლა » ინფორმირებულობა » რას, რატომ, რისთვის და როგორ ვსწავლობთ, ზემოქმედებას ახდენს მოქალაქეების მიერ საზოგადოებაში საკუთარი თავის აღქმაზესკოლა ის დაწესებულებაა, სადაც მოსწავლეები მომზადებას გადიან რათა მომავალში პირნათლად შეასრულონ საკუთარი როლი, როგორც მოქალაქეებმა, და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელმა პირებმა. გარდა ამისა, სკოლა არა მხოლოდ მოსწავლეების მომავალი ცხოვრებისთვის მომზადების ადგილს წარმოადგენს, არამედ წარმოადგენს ადგილს, სადაც ცხოვრება რეალურად მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც პედაგოგოები და მოსწავლეები ამ ფაქტს გააცნობიერებენ, სკოლის ხელმძღვანელმა უნდა მიიღოს გამოწვევა და გაუძღვეს მათ სწორ გზაზე.
კითხვები, თუ რას, რატომ, რისთვის და როგორ ვსწავლობთ, საკმაოდ მნიშვნელოვანია. ეს ის კითხვებია, რომლებსაც პასუხი უნდა გასცენ პრდაგოგებმა და მასწავლებლებმა, როდესაც ეძებენ მოსწავლეების განათლებისთვის საუკეთესო პირობების შექმნის გზებს. ამგვარად თქვენ, როგორც სკოლის ხელმძღვანელი, და განსაკუთრებით მასწავლებლები, რომელთა მიზანსაც წარმოადგენს მოსწავლეების ხელშეწყობა, რათა მათ, საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში, საუკეთესო შედეგები ჰქონდეთ, ირჩევთ მოსწავლეებზე ორიენტირებულ მიდგომას. რას ნიშნავს ეს?
შეფუთული ყუთი საჩუქრით
სასკოლო წლის დასაწყისში, ყველა მასწავლებელს ხელში შეფუთული ყუთი უჭირავს საჩუქრით. ყუთში, შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ მოთავსებულია სასწავლო პროგრამა ან სახელმძღვანელო, რომლებიც მასწავლებლებმა საკუთარ მოსწავლეებს უნდა გადასცენ, ე.ი. ასწავლონ, და რომელიც მოსწავლეებმა უნდა მიიღონ და შეისწავლონ. ყუთში გარკვეული დოზით მეცნიერებების პატარ-პატარა ნაწილებიც არის მოთავსებული. განათლების სამინისტრომ ან ადგილობრივმა ხელისუფლებამ იზრუნა მისი შინაარსის განსაზღვრასა და შედგენაზე, ამჯერად მასწავლებელმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეფუთოს და მოამზადოს იგი, და როგორ გადასცეს იგი მოსწავლეებს, და ამასთან მიაწოდოს მათ ამ ყუთის გახსნის ინსტრუქცია. მიუხედავად იმისა, რომ ყუთებში მოთავსებული საჩუქარი იდენტურია, მასწავლებლებს შეუძლიათ უამრავი საინტერესო გზა მოიფიქრონ მისი ყუთში მოთავსებისთვის. მათ შეუძლიათ საკუთარი იმპროვიზაციის უნარიც კი ჩართონ და ყუთში შიგთავსი თავისი შეხედულებისამებრ განალაგონ, ყუთი შეფუთონ და მორთონ ისე, როგორც მათ სურთ, გადასცენ იგი მოსწავლეებს ისე, როგორც მათ სურთ და ყუთის გახსნის საკუთარი ინსტრუქციაც კი მოაყოლონ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს პროცედურა – რომელიც სწავებისა და სწავლის პროცესს გულისხმობს – წლიდან წლამდე მეორდება, თითოეული ეტაპის გახორციელების იმდენი განსხვავებული გზა არსებობს, რომ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის ურთიერთობა ყოველ ჯერზე ახალი და განსხვავებული შეიძლება იყოს.
რა მნიშვნელობა აქვს საჩუქრის შეფუთვას?
შეფუთული ყუთი თავისთავად საინტერესოა, და იგი კიდევ უფრო საინტერესო ხდება, როდესაც ყუთის მიმღებს მოსწონს იგი. როდესაც საჩუქარს ვარჩევთ, ჩვენ ვითვალისწინებთ ან ჩვენს ინტერესებს, ან იმ პირის ინტერესებს, ვისთვისაც არის განკუთვნილი საჩუქარი. იმისდა მიხედვით, თუ რა არჩევანს აკეთებს პირი, რომელიც საჩუქარს გასცემს, საჩუქარი ან სიხარულს ანიჭებს მიმღებს ან მის იმედგაცრუებას იწვევს. მასწავლებლების ხელშია სრულად იმის უზრუნველყოფა, რომ საჩუქარი სასიამოვნო და სასარგებლო აღმოჩნდეს მოსწავლეებისათვის. მასწავლებლები თავისი სფეროს პროფესიონალები არიან და, საკუთარი გამოცდილებით, მათ ბევრი რამ იციან მოსწავლეების საჭიროებებისა და ინტერესების შესახებ. ცნობისმოყვარეობა ადამიანის ბუნებრივ მახასიათებელს წარმოადგენს. ცივილიზაციის ევოლუციაც სწორედ ცნობისმოყვარეობის საშუალებით გახდა შესაძლებელი. თუ მასწავლებლები ახერხებენ მოსწავლეებისათვის საკუთარი საგნის ისე წარდგენას, რომ მოსწავლეებმა იგრძნონ, რომ მათ ბევრი რამის აღმოჩენა შეუძლიათ, ყუთის გახსნის პარალელურად, ჩვენი ალეგორიის მიხედვით, და თუ მასწავლებლები შეძლებენ მოსწავლეებში ცნობისმოყვარეობის აღძვრას ყუთის შიგთავსის მიმართ, ამით ისინი მოსწავლეებს ეხმარებიან იმაში, რომ მათი ინტერესები პირადი ინტერესების ფარგლებს გასცდეს და ხედვა გაფართოვდეს და მოიცვას სფეროები, რომლებიც მათი ცხოვრების ჩაკეტილ წრეს სცდება.
როგორ ვიღებთ საჩუქარს?
მიუხედავად იმისა, შეფუთულ საჩუქარს მარტო ხსნი თუ სხვებთან ერთად, მისი გახსნის სხვადასხვა გზა არსებობს. ზოგი ინსტრუქციას უნდა გაეცნოს, სანამ მას შეეხება, ზოგი გარშემომყოფთა მოსაზრებებს ისმენს და ითვალისწინებს, ხოლო მესამე კატეგორია არც ინსტრუქციას საჭიროებს და არც გარშემომყოფთა რჩევებს, ისინი თავად სწავლობენ საჩუქარს, ეხებიან მას, ათვალიერებენ. ნებისმიერ ვარიანტში, ეს პროცესი მინიმუმ ორი პირის მონაწილეობით ხორციელდება, ესენია, ის, ვინც საჩუქარს გადასცემს, და ის, ვინც საჩუქარს იღებს, თუმცა, თავად ეს პროცესი გაცილებით ბევრ ადამიანზე ზემოქმედებს, მათზე, ვინც გარშემო იმყოფება. ფაქტობრივად, ეს პეპლის ეფექტს ჰგავს, დედამიწის სამხრეთით პეპელა ფრთებს დაიქნევს და ამან შესაძლებელია ქარიშხალი გამოიწვიოს დედამიწის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში. ეს სოციალური ფენომენია. ყუთში მოთავსებული საჩუქრის სათანადოდ გამოყენება რიგ კომპეტენციებს საჭიროებს, მათ შორის საჩუქრის რაობის შესახებ ცოდნას, მისი მახასიათებლების ცოდნა-გააზრებას და, აგრეთვე, მეთოდების ფლობასა და უნარებს, რომლებიც დაგეხმარებათ სათანადოდ წარადგინოთ იგი და იმსჯელოთ მასზე, ასევე პასუხისმგებლობას, რომელიც წარმოიშვება ყუთის შიგთავსის საკუთრებაში მიღებისა და გამოყენების შედეგად.
საინტერესოა, რომ შეფუთული ყუთის შიგთავსი შეიძლება განსხვავებული იყოს, მაგრამ მათი დანიშნულება ძირითადად ერთია. კიდევ უფრო საინტერესოა ის, რომ ეს პროცესი უმნიშვნელოვანესია მოსწავლეთა თვითშეფასების ამაღლებისა და საზოგადოებაში საკუთარი როლის გაანალიზების თვალსაზრისით. და რაც ყველაზე საინტერესოა არის ის, რომ სკოლის ხელმძღვანელი წარმოადგენს პირს, რომელიც მთელს ამ საზეიმო ღონისძიებას უძღვება, რადგან ეს ეხება ზოგადად მასწავლებლის პროფესიას, მიუხედავად მასწავლებელთა განსხვავებული პროფილებისა.