კვების დღიური

Living Democracy » Principals » კვება » მოქმედება » კვების დღიური

დღიური შეავსეთ შემდეგნაირად: ერთი ტიპური სამუშაო/სასწავლო კვირის დღე და ერთი ტიპური შაბათი ან კვირა.

დაწყების/ დასრულების დრო საუზმე/ სადილი/ ვახშამი ადგილი საკვები რაოდენობა დგომა/ჯდომა/სიარული თანმხლები აქტივობა სიტუაცია განწყობა შიმშილის დონე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საკუთარი კვებითი ჩვევების ანალიზი

საკუთარი კვებითი ჩვევების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, აწარმოეთ დღიური, სულ მცირე ორი დღის განმავლობაში (ერთი ტიპური სამუშაო/სასწავლო კვირის დღე და ერთი ტიპური შაბათი ან კვირა). უფრო სრულყოფილი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ დღიური ერთი სრული კვირის განმავლობაში აწარმოოთ ყოველდღე. კვების დღიურის შევსებაში დაგეხმარებათ ქვევით მოცემული რჩევები.

საკვების მირთმევის დრო

ჩაინიშნეთ ყველა ძირითადი თუ არაძირითადი კვების დაწყების დრო და დასრულების დრო.

ძირითადი კვება თუ წახემსება

მიუთითეთ ძირითად კვებაზე აკეთებთ ჩანაწერებს თუ წახემსებაზე. დაიმახსოვრეთ, რომ ძირითად კვებებს შორის მირთმეული ნებისმიერი სასმელიც წახემსებად ითვლება. თუ თქვენ ჩანაწერებს ძირითადი კვების შესახებ აკეთებთ, მუთითეთ, საუზმეზე საუბრობთ, სადილზე თუ ვახშამზე.

საკვების მირთმევის ადგილი

მიუთითეთ ადგილი სადაც იმყოფებით ძირითადი თუ არაძირითადი კვების დროს. თუ საკვებს სახლში მიირთმევთ, მიუთითეთ ოთახი, სადაც მას მიირთმევთ; თუ საკვებს გარეთ მიირთმევთ, მიუთითეთ, რესტორანში იმყოფებით, მანქანაში, ოფისში, ბარში თუ სხვაგან.

მირთმეული საკვების რაობა და რაოდენობა

მიუთითეთ რას მიირთმევთ და დაახლოებით რა რაოდენობით. თუ საკვებს სახლში მიირთმევთ და სახლში სამზარეულოს სასწორი გაქვთ, შეგიძლიათ ზუსტად განსაზღვროთ მირთმეული ულუფის ზომა; თუ ამის საშუალება არ გაქვთ, შეგიძლიათ მიუთითოთ დაახლოებით რა ზომის ულუფას მიირთმევთ. ამავე დროს გაითვალისწინეთ, რომ ამგვარი შეფასების დროს, ადამიანები მიდრეკილი არიან დაასახელონ უფრო ნაკლები ოდენობა, ვიდრე რეალურად მიირთმევენ.
სხეულის პოზა საკვების მირთმევის დროს
მიუთითეთ თქვენი სხეულის პოზა საკვების ან სასმელის მირთმევის დროს – წევხართ და ისე მიირთმევთ, დგეხართ, ზიხართ, დადიხართ, თუ სხვა.

თანმხლები აქტივობა

მიუთითეთ საკვების მირთმევის პარალელურად რითი ხართ დაკავებული, მაგალითად, სადილის კეთებით, ტელევიზორის ყურებით, კითხვით, მაქანის ტარებით, ტელეფონზე საუბრით, სიარულით თუ კომპიუტერული თამაშით და ა.შ.

სოციალური სიტუაცია

მიუთითეთ თითოეული ძირითადი თუ არაძირითადი კვებისა თუ საკვების მირთმევის დროს მარტო იმყოფებით თუ სხვა პირთან ან ადამიანების ჯგუფთან ერთად.

განწყობა

მიუთითეთ როგორ განწყობაზე ხართ ვიდრე საკვების ან სასმელის მირთმევას შეუდგებით, მაგალითად, კმაყოფილი, ბედნიერი, დარდიანი, ცუდ განწყობაზე, გაბრაზებული, მოწყენილი, დაღლილი, „გადარბენაზე“, მარტოსული, დაძაბული და ა.შ.

შიმშილის დონე

მიუთითეთ რამდენად გრძნობთ შიმშილს, ვიდრე საკვების ან სასმელის მირთმევას შეუდგებით; ამისათვის შემშილის დონე შეაფასეთ 10-ბალიან შკალაზე, სადაც 1 არის ყველაზე დაბალი დონე და ნიშნავს რომ თქვენ საერთოდ არ გრძნობდით შიმშილს, ხოლო 10 არის ყველაზე მაღალი დონე და ნიშნავს რომ თქვენ ძალიან გშიათ.

კვების დღიურის საშუალებით წარმოებული კვებითი ჩვევების შეფასება

ორი დღის განმავლობაში ამ დღიურის წარმოების შემდეგ თქვენ გექნებათ ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რას მიირთმევთ და რა რაოდენობით. ასევე თქვენ შეიტყობთ თუ როდის და რატომ მიირთმევთ საკვებს ან სასმელს.

კვებითი ქცევების ანალიზი

შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემით თქვენ შეძლებთ თქვენი კვებითი ქცევების შესახებ

მეტი ინფორმაციის მიღებას:

  • კვირაში რამდენ დღეს გამოტოვეთ სულ მცირე ერთი ძირითადი კვება?
  • რამდენჯერ მიირთვით საკვები/სასმელი, როდესაც არ იყავით მშიერი?
  • რამდენჯერ მიირთვით საკვები/სასმელი, როდესაც იყავით მოწყენილი?
  • რამდენჯერ მიირთვით საკვები/სასმელი, როდესაც იყავით გაბრაზებული ან ცუდ განწყობაზე?
  • რამდენჯერ მიირთვით საკვები ან სასმელი ძირითად კვებებს შორის, რომელიც იცოდით რომ არ უნდა მიგეღოთ?
  • რამდენ დღეს მიირთვით სულ მცირე ერთი ჭიქა ალკოჰოლური სასმელი?
  • რამდენ დღეს მიირთვით სულ მცირე ერთი ულუფა დესერტი?
  • რამდენჯერ მიირთვით საკვები/სასმელი სხვა პირის ინიციატივით?
  • რამდენჯერ გქონდათ შემთხვევა, როცა თქვენ მიირთვით საკვები ძირითადი კვების დროს და დასრულების შემდეგ მიხვდით, რომ არ უნდა მიგეღოთ ამდენი საკვები თუ სასმელი?

წყარო: „ფიზიკური სიჯანსაღე: გზა ჯანმრთელი ცხოვრებისაკენ“, რობერტ ჰოკი