გახსოვდეთ, რომ ოჯახი, კულტურა, რელიგია და ეთნიკური წარმომავლობა დიდ როლს ასრულებს ადამიანის კვებითი ჩვევებისა და საკვებთან თუ კვებასთან დაკავშირებული წესების ჩამოყალიბებაში. მაგალითად, ზოგიერთ რელიგიას კვებასთან დაკავშირებული სპეციალური წეს-ჩვეულებები და საკვების მომზადებასთან დაკავშირებული პრინციპები და რჩევები გააჩნია და, ასევე, წესები იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა მიირთვან და რა არ უნდა მიირთვან ამ რელიგიის მიმდევრებმა. გარდა ამისა, ზოგიერთი ადამიანი კვების კონკრეტულ წესს ირჩევს, მაგალითად, უარს ამბობს ხორცის პროდუქტებზე და ხდება ვეგეტარიანი ან ვეგანი. რა კონკრეტული თუ დამახასიათებელი კვებითი ჩვევები თუ ქცევები გააჩნიათ თქვენი სკოლის საზოგადოების წევრებს, სკოლის თანამშრომლებს, მოსწავლეებს?
ხელი შეუწყეთ კულტურული, რელიგიური, ეთნიკური კვებითი წესებისა და კვებითი ჩვევების მრავალფეროვნებას. გაამდიდრეთ თქვენი სკოლის კაფეტერია სხვადასხვ კერძებით, რათა სკოლაში იგრძნობოდეს განსხვავებული ეთნიკური, რელიგიური და სხვა წარმომავლობისა თუ კუთვნილების მქონე მოსწავლეებისა და პერსონალის მიმართ პატივისცემა და შეეცადეთ დაკმაყოფილებული იყოს ყველას საჭიროებები თუ მოთხოვნები და ინტერესები. შეეცადეთ, კერძებში გამოყენებული იყოს სანელებლები, როგორიცაა რეჰანი, წიწაკა, ორეგანო, ნიორი, მოცხარი, რომლებსაც შეუძლია ჩაანაცვლოს მარილი და ნაჯერი ცხიმები.
დაიმახსოვრეთ, რომ სასმელიც საკვებს მიეკუთვნება! ბევრ კულტურაშია დამკვიდრებული გემრიელი სასმელები, როგორიცაა, ხილის წვენები, რძის ნაწარმი, ყავა, მცენარეული ჩაი, ბოსტნეულისგან დამზადებული და ტრადიციული წესით შეზავებული სასმელები, რომლებიც შეგიძლიათ შესთავაზოთ მოსწავლეებსა და სკოლის პეროსნალს ძირითად კვებებს შორის წასახემსებლად.
მოაწყეთ ღონისძიება, რომლის დროსაც მოსწავლეები და მათი მშობლები ერთად მოამზადებენ ტრადიციულ კერძებს. ჩართეთ მოსწავლეები კერძებისთვის საჭირო ინგრედიენტების შეძენის საქმიანობაში და, შემდგომ, ამ ინგრედიენტებისგან კერძების მომზადების საქმიანობაში. შეეცადეთ მოსწავლეები მეტად მონაწილეობდნენ კერძების შერჩევისა და მათი მომზადების პროცესებში.
მოაწყვეთ კულტურული შეხვედრები და საღამოები, რომლებზეც საზოგადოებას მოსწავლეებისა და მათი მშობლების მიერ მომზადებული კერძებით გაუმასპინძლდებით. შესთავაზეთ სკოლის პერსონალსა და მოსწავლეებს დააგემოვნონ სხვადასხვა კულტურისა და ტრადიციების მიხედვით მომზადებული კერძები. მიეცით მათ საშუალება შეაფასონ და განიხილონ სხვადასხვა ქვეყნების საკვებისა თუ კერძის გემო, ფერი, ფორმა, არომატი, კონსისტენცია და კვებასთან დაკავშირებული ჩვეულებები და ტრადიციები. მოსწავლეებთან ერთად განიხილეთ თუ როგორ არის სხვადასხვა კულტურა ერთმანეთთან შერწყმული თქვენი ქვეყნის სამზარეულოში და იმსჯელეთ ამ მიმართულებით არსებულ მსგავსებებსა და განსხვავებებზე. მორთეთ შერჩეული ადგილი ხელოვნების ნიმუშებითა ან ხელნაკეთი ნივთებით, რომელბიც მომზადებული კერძების წარმოშობის ადგილს უკავშირდება.
We use cookies to ensure that we give you the best experience on our website. If you continue to use this site we will assume that you are happy with it.AgreePrivacy policy