დაეხმარე და გაამხნევე! მოსწავლეთა კვებასთან დაკავშირებული ჩვევები
Living Democracy » Principals » კვება » ინფორმირებულობა » დაეხმარე და გაამხნევე! მოსწავლეთა კვებასთან დაკავშირებული ჩვევებირა ინფორმაციას ფლობთ დღევანდელ დღეს ბავშვებისა და ახალგაზრდების კვებით ჩვევებთან დაკავშირებით? რა პასუხისმგებლობას ვიღებთ მათზე? რა ზემოქმედება მოახდინა კვებით ჩვევებზე იმ ცვლილებებმა, რომელიც განიცადა ჩვეულმა სამუშაო განრიგმა, ოჯახში როლების ტრადიციულმა გადანაწილებამ და ჩვენმა ცხოვრების წესმა? რა როლს ასრულებს ინდუსტრიალიზაცია და ურბანიზაცია ჩვენი კვების ჩვევებისა და წესის ჩამოყალიბებაში? რამდენად ინფორმირებული და მომზადებული ვართ იმისთვის, რომ თავი გავართვათ თანამედროვე კვების ინდუსტრიასა და მის სტრატეგიებს? რა უნდა მოვუხერხოთ თაობას, რომლისთვისაც სწრაფი კვება არა მხოლოდ ყველაზე მოსახერხებელი, ადვილად ხელმისაწვდომი არჩევანია, არამედ სტატუსის მაჩვენებელი და, ამავე დროს, სოციალიზაციის აღიარებული ფორმა? რა რეაგირება უნდა ჰქონდეს სკოლას ჭარბწონიანობისკენ მიდრეკილი თანამედროვე ცხოვრების სტილზე?
ბავშვებისა და აალგაზრდების კვებით ქცევაზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას. ექსპერტები ამ ფაქტორებს სამ კატეგორიად აჯგუფებენ:
a) პიროვნული (დამოკიდებულებები, შეხედულებები, საკვების არჩევანი, თავდაჯერებულობა და ბიოლოგიური ცვლილებები)
b) გარემო (უშუალო სოციალური გარემო, როგორიცაა ოჯახი, მეგობრები, თანატოლები სოციალურ ქსელში, და სხვა ფაქტორები, როგორიცაა სკოლა, სწრაფი კვების ობიექტები და სოციალური და კულტურული ნორმები)
c) მაკროსისტემები (საკვების ხელმისასწვდომობა, სურსათის წარმოებისა და დისტრიბუციის სისტემები, მას მედია და რეკლამა)
მნიშვნელოვანია ბავშვების ხელშეწყობა და წახალისება, რათა მათ ჯანსაღი კვებისა და ფიზიკური ვარჯიშის ჩვევები ჩამოუყალიბდეთ, რადგან აღნიშნული იმ ჩვევებს განეკუთვნება, რომლებიც ადრეულ ასაკში ყალიბდება და ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე მიჰყვება.
მავნე კვებითი ჩვევები, რომლებიც ყველაზე გავრცელებულია ბავშვებსა და ახალგაზრდებს შორის მოიცავს შემდეგს:
1. საკვების მიღების ჯერის გამოტოვება, ყველაზე ხშირად საუზმის, ძირითადად დროის სიმცირის გამო, ასევე, დილით ძილის პერიოდის გახანგრძლივების მიზეზით, მადის დაქვეითებისა და დიეტის გამო.
2. ძირითად კვებებს შორის წახემსება ძალიან გავრცელებულ პრაქტიკას წარმოადგენს და ვინაიდან ბავშვები და ახალგაზრდები წახელმსებისას ხშირად იმას მიირთმევენ რაზეც მათ ხელი ადვილად მიუწვდებათ, წასახემსებლად მათთვის ჯანსაღი საკვების მომარაგება ძალიან მნიშვნელოვანია.
3. საკვების მირთმევა სახლს გარეთ და მზა საჭმელის მომსახურებით სარგებლობა. დატვირთული განრიგი, რაც დღეს ჩვენს რეალობას წარმოადგენს, ასევე, ოჯახში როლების ტრადიციული გადანაწილებისა და ჩვენი ცხოვრების წესის ცვლილებამ მნიშვნელოვნად განაპირობა ის, რომ საკვების მირთმევა სახლს გარეთ გვიწევს და ხშირად ვსარგებლობთ მომსახურებით, რომელიც მზა საკვების მიწოდებას გულისხმობს.
როგორც ძირითად კვებებს შორის წახემსების პრაქტიკის დამკვიდრებამ, ასევე სახლს გარეთ საკვების მირთმევისა და მზა საკვებით მომსახურებით სარგებლობამ შედეგად გამოიღო:
• ბოჭკოვანი საკვების, უმი ხილისა და ბოსტნეულის არასაკმარისი მოხმარება
• ცხიმების მაღალი შემცველობის მქონე საკვების, ნაჯერი ცხიმებისა და შაქრის დანამატების გადაჭარბებული რაოდენობით მიღება
• რძის ნაკლები რაოდენობით მიღება (დაბალცხიმიანი საკვები პროდუქტის ჩანაცვლება მაღალცხიმიანი საკვები პროდუქტით)
• გამაგრილებელი სასმელების და არაციტრუსოვანი წვენების/სასმელების მაღალი მოხმარება
4. კვების მკაცრი რეჟიმი და წონის კონტროლის პრაქტიკა, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული ახალგაზრდებში, განსაკუთრებით გოგონებში
5. საკვების დაკავშირება განწყობასთან: სტრესი და ემოციური მდგომარეობა სერიოზულ ზიანს აყენებს ჩვენს ენერგობალანსს, ეს განსაკუთრებით გამოხატულია მოზარდებში, რისი შედეგიც ხშირად არის ძალიან მცირე ან ძალიან დიდი რაოდენობით საკვების მირთმევა.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ შემდეგ წყაროებსა და უფასო ვებ-გვერდებზე:
- http://www.euractiv.com/section/health-consumers/news/eu-teens-have-bad-dietary-habits/
- HEALTHY EATING FOR YOUNG PEOPLE IN EUROPE A school-based nutrition education guide
- Guidelines for Adolescent Nutrition Services, Edited by Jamie Stang, Ph.D., M.P.H., R.D. and Mary Story, Ph.D., R.D.