ჯანსაღი და სახალისო ღონისძიება! სკოლაში ჯანსაღი კვების ფესტივალის ორგანიზებასთან დაკავშირებული რჩევები
Living Democracy » Principals » კვება » მზადება » ჯანსაღი და სახალისო ღონისძიება! სკოლაში ჯანსაღი კვების ფესტივალის ორგანიზებასთან დაკავშირებული რჩევებიმოსწავლეებში ჯანსაღი კვების პოპულარიზაციის საუკეთესო გზას წარმოადგენს მათი ჩართვა საკვების გამოფენის ან საკვების ფესტივალის ორგანიზებაში. საშუალება მიეცით მათ გამოვიდნენ საკვების ფესტივალის ორგანიზების ინიციატივით და გააცნონ სხვებს საკუთარი ინიციატივა. მოსწავლეებისათვის იმის სწავლება, თუ როგორ ხდება საკვების წარმოება და რა გავლენას ახდენს საკვები მათ ჯანმრთელობასა და გარემოზე, მნიშვნელოვანია, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია მათთვის იდეების საქმედ ქცევის ღონისძიებაში ჩართვა და საკუთარი ინიციატივების გახორციელების საშუალების მიცემა!
ამ პროცესში ბევრი დამატებითი იდეა შეიძლება გაჩნდეს, როგორიცაა სამზარეულოს ნარჩენებიდან კომპოსტის დამზადება, მოსწავლეების მიერ ბოსტნეულის მოყვანა, ამ მიზნით გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე და სხვა.
თუ თქვენ პროექტს უდგეხართ სათავეში, უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი:
- ინიციატივის საზოგადოებისათვის გაცნობა. ღონისძიების შესახებ განცხადება გააკეთეთ 6-8 თვით ადრე. შეეცადეთ ღონისძიებაში მონაწილეები ენთუზიაზმით მოეკიდონ საქმეს. შეკრიბეთ მოხალისეთა გუნდი.
- არ გადადოთ ლოჯისტიკასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება. დანიშნეთ თარიღი და დრო, ღონისძიებამდე მინიმუმ 6 თვით ადრე.
- შეეცადეთ ღონისძიება გამორჩეული და ინოვაციური იყოს. შეარჩიეთ დევიზი, მაგალითად, „მოსავლის ფესტივალი“ ან „ჯანსაღი საკვები და ჯანმრთელობა“. მოიფიქრეთ რა ელემენტების ჩართვა შეიძლება ღონისძიებაში, მაგალითად, პრეზენტაცია, ლექცია, ადგილზე მომსახურება, სხვადასხვა პირების მიერ მომზადებული კერძები, თამაშები, შეჯიბრებები და ა.შ.
- შეარჩიეთ საქველმოქმედო ფონდი, რომელსაც გადასცემთ ღონისძიებიდან შემოსული თანხის ძირითად ნაწილს, ან წინასწარ განსაზღვრეთ რას მოახმართ ამ თანხებს. ღონისძიების ორგანიზებისათვის გამოიყენეთ სპონსორების მიერ მოწოდებული თანხები, წინასწარ განსაზღვრეთ სხვადასხვა ჯგუფებისათვის საჭირო ბიუჯეტი (მოსწავლეები, მშობლები, სტუმრები).
- შეარჩიეთ კოორდინატორები და გამოუცხადეთ მათ სრული ნდობა – მიეცით მათ სრული თავისუფლება მიიღონ გადაწყვეტილება ღონისძიების სხვადასხვა ელემენტების შესახებ, როგორიცაა ქვეთემები, აქტივობები და ამოცანები. კოორდინატორებს შორის აუცილებლად უნდა იყვნენ წარმოდგენილი მოსწავლეები. მოაწყვეთ მათთან შეხვედრა, მათგან ინფორმაციის მოპოვების მიზნით. ღონისძიების თითოეულ მიმართულებასთან დაკავშირებული მასალების ორგანიზებისა და შენახვის მიზნით შემოიტანეთ სხვადასხვა ფაილები.
- იზრუნეთ იმაზე, რომ ღონისძიება იყოს მიმზიდველი და საინტერესო და ჯანსაღი საკვებისა და კვების პოპულარიზაციას ემსახურებოდეს.
- შეადგინეთ დღისწესრიგი და აწარმოეთ მისი განახლება საჭიროებისამებრ.
- განსაზღვრეთ კოორდინატორთა როლები და ფუნქციები, მაგალითად, სპონსორების მოძიება; მშობლებთან შეთანხმება და კოორდინირება; ინფორმაციის გავრცელება, მათ შორის ინფორმაციის პრესისთვის მიწოდება; ღონისძიების ელემენტების ორგანიზება (მაგიდები, ელექტრომოწყობილებები, წყალი); ნარჩენების გატანა და შესაბამისად განთავსება (ნარჩენების დახარისხების უზრუნველყოფა); თანმხლები ღონისძიებების ორგანიზება და ა.შ.
- გაითვალისწინეთ: დაიწყეთ მცირე მასშტაბის პროექტით და შეეცადეთ, ყოველი მომდევნო პროექტი უფრო მასშტაბური იყოს. მოსწავლეები ერთმანეთისგან ბევრ რამეს სწავლობენ; მშობლები ერთმანეთისგან; სკოლის თანამშრომლები ერთმანეთისგან; ხოლო თქვენ სწავლობთ საკუთარი გამოცდილებით.