მონაწილეობა – საკონტროლო კითხვები: როგორ უზრუნველვყოთ ყველას ჩართულობა პროექტში
Living Democracy » Principals » კვება » მზადება » მონაწილეობა – საკონტროლო კითხვები: როგორ უზრუნველვყოთ ყველას ჩართულობა პროექტშიეტაპი 1: თქვენი ორგანიზაციის ფარგლებში, წარსულში გახორციელებული პროექტების მიმოხილვა
- რა გამოცდილება მიიღეთ უკვე გახორციელებული პროექტებიდან, რასაც შემდგომ პროექტებში გაითვალისწინებთ?
- შეგიძლიათ შემოქმედებითი მიდგომით შეაფასოთ ის სამუშაო, რაც უკვე გახორციელებული პროექტების ფარგლებში იქნა წარმოებული და, ასევე, შეაფასოთ მონაწილეთა მოსაზრებები, გახორციელებული პროექტების ფარგლებში მიღებულ გამოცდილებასთან დაკავშირებით?
- თუ თქვენი სკოლისთვის ამგვარი პროექტები სიახლეს წარმოადგენს, დაიწყეთ მცირე მასშტაბის პროექტებით.
- გაესაუბრეთ სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებსაც ამ მიმართულებით მუშაობის გამოცდილება აქვთ.
ეტაპი 2: უზრუნველყავით პროექტის გახორციელებისთვის საჭირო პირების ჩართულობა
- ესაუბრეთ მენეჯერებს, სკოლის პერსონალს, მოსწავლეთა მშობლებსა და მოხალისეებს, რათა მათი მხარდაჭერა მოიპოვოთ, და შემდეგ მოსწავლეებთან განიხილეთ რა ტიპის პროექტში სურთ მათ მონაწილეობა.
- მოიფიქრეთ საცდელი აქტივობა, რომელიც დაეხმარება ყველა მონაწილეს გარკვეული წარმოდგენა შეექმნას პროექტზე, რომელშიც მათ მოუწევთ მონაწილეობის მიღება. არვისთვის არის მარტივი განაცხადოს: „ბოსტნეულის გამოფენას მოვაწყობ“, თუ ადამიანს მსგავსი ღონისძიების ორგანიზების არანაირი გამოცდილება არ აქვს. ბავშვები და ახალგაზრდები ზოგჯერ აცხადებენ რომ მათთვის შეთავაზებული ამოცანის შესრულება არ შეუძლიათ ან არ არიან დარწუმებულები, რომ ეს კარგად გამოუვათ, თუმცა მათ არასდროს ჰქონიათ შესაძლებლობა ეცადათ მსგავსი რამის გაკეთება. ამ შემთხვევაში მათ სჭირდებათ გამხნევება და/ან შეთავაზება, რომ ამ ამოცანის შესასრულებლად შეუძლიათ პარტნიორები მოიძიონ, რომლებთანაც ისინი ითანამშრომლებენ ამოცანის შესასრულებლად.
- დაფიქრდით პროექტის შედეგად ვინ მიიღებს სარგებელს და ვინ შეიძლება დაზარალდეს.
ეტაპი 3. შეუდექით აქტივობების დაგეგმვას და/ან მათ გამოცდას
- გამართეთ შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც პროექტის მონაწილეებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ პროექტის დაგეგმვის პროცესში. დარწმუნდით, რომ შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებებისა და დაგეგმილი აქტივობების შესახებ სათანადო ჩანაწერები კეთდება.
- მკაფიოდ და ნათლად ჩამოაყალიბეთ პროექტის მონაწილეთა ფუნქციები, თუ რაზე უნდა გაამახვილონ მათ ყურადღება და რა იქნება მათი მუშაობის საბოლოო შედეგი, და დარწმუნდით, რომ მონაწილეებისთვის ყველაფერი ნათელი და გასაგებია.
- საკითხებს მიუდექით პრაქტიკულად.
- დაფიქრდით, როგორ აწარმოებთ პროექტის მსველობისას მიღწეული შედეგების ასახვას – შესაძლებელია გამოიყოთ კედელი წარწერების გასაკეთებლად ან ფოტოების გასათავსებლად, და განსაზღვრეთ თარიღი, როდესაც შესაძლებელი იქნება შესრულებული სამუშაოსა და მიღწევების ჯგუფური განხილვის ორგანიზება.
ეტაპი 4. შესრულებული სამუშაო განიხილეთ პროექტის მონაწილეებთან ერთად
- რა გახორციელდა წარმატებით?
- რას გააკეთებდნენ სხვაგვარად მომავალში?
- არის პროექტში მონაწილე პირებს შორის თანხმობა მნიშვნელოვანი გზავნილების შესახებ?
- ვისთვის არის განკუთვნილი ეს გზავნილები?
- როგორ აპირებენ ისინი ამ გზავნილების მიწოდებას სამიზნე საზოგადოებისათვის?
- რის გაკეთებას გეგმავენ შემდეგ ეტაპზე?
ეტაპი 5. დაფიქრდით როგორ არის შესაძლებელი პროექტის შედეგების გავრცელება და შემდგომი პროექტების დაგეგმვა
- როგორ შეიძლება პროექტში მონაწილე ბავშვებთან და ახალგაზრდებთან შეთანხმებითა და მათი მონაწილეობით პროექტის შედეგების გაზიარება საზოგადოებისთვის?
- იმ შემთხვევაში, თუ პროექტში მონაწილე ბავშვები და ახალგაზრდები კმაყოფილი არიან პროექტის შედეგებით და მიიჩნევენ რომ მათ თავი ამოცანას წარმატებით გაართვეს, ჰკითხეთ ხომ არ სურთ სხვა მსგავს პროექტებში მიიღონ მონაწილეობა და შემდგომში რა კონკრეტული მიმართულებით ისურვებდნენ მუშაობას.