ჯანსაღ კვებაზე გადასვლასთან დაკავშირებული გეგმები

Living Democracy » Principals » კვება » მზადება » ჯანსაღ კვებაზე გადასვლასთან დაკავშირებული გეგმები


სკოლაში ჯანსაღი კვების პოპულარიზაციისას, თქვენ, როგორც სკოლის ხელმძღვანელმა, უნდა მიიღოთ შემდეგი გადაწყვეტილება:

  1. ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღოთ და შემოიტანოთ საუკეთესო გამოსავალი; თუ
  2. ეცადოთ მიღწეული იყოს კონსენსუსი (რომელიც თქვენი მხრიდან გარკვეულ კომპრომისს გულისხმობს)

დემოკრატიისა და მდგრადობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, უკეთეს გამოსავალს წარმოადგენს კონსენსუსის ძიება.

რატომ კონსენსუსი?

  1. კონსენსუსი წარმოადგენს ღია, მონაწილეობით და დემოკრატიულ პროცესს, რომლის დროსაც ყველა ხმა მნიშვნელოვანია.
    ეფუძნება ჯგუფურ პრინციპს – დამყარებულია ღირებულებებზე, როგორიცაა ნდობა, თანამშრომლობა, კეთილი ნება
  2. გამართლებულია მრავალრიცხოვანი ჯგუფის შემთხვევაში – წარმოადგენს დინამიკურ პროცესს, რომელიც წამოყენებული იდეებიდან ახალი იდეების წარმოექმნის შესაძლებლობას ქმნის
  3. არ საჭიროებს დიდ დროს
  4. შეუძლებელია მისი ფარულად ჩაშლა ან მასზე ფარულად ზემოქმედება – იგი ავალდებულებს მონაწილეებს პასუხისმგებლობა აიღონ პროცესის ჩაშლისკენ მიმართულ ქმედებებზე

კონსენსუსი წარმოადგენს წინადადებების მიღების პროცესს. პირები, რომლებიც წინააღმდეგი არიან მიღებული იქნეს წამოყენებული წინადადება, ვალდებული არიან ხმამაღლა გამოთქვან ის, თუ, მათი ხედვით, რაში მდგომარეობს პრობლემა. გადაწყვეტილების მიღება არ წარმოებს ვიდრე მოგვარებული არ იქნება ყველა პრობლემა. თუ პრობლემა ნარჩუნდება საკითხის განხლვისა და მასთან დაკავშირებით გამართული დებატების შემდეგაც, ინდივიდუალურ პირებს შეუძლიათ დაადასტურონ რომ ისინი არ ეთანხმებიან წინადადებას, ვინაიდან მიიჩნევენ რომ პრობლემა გადაუჭრელი რჩება და მათ შეუძლიათ გადგნენ გვერდზე და საშუალება მისცენ დანარჩენ მონაწილეებს მიიღონ წამოყენებული წინადადება. გადაწყვეტილება აუცილებელი არ არის გულისხმობდეს იმას, რომ ყველა მონაწილე ერთსულოვნად ეთანხმება შემოთავაზებულ წინადადებას. იმ შემთხვევაში, თუ ბევრი მონაწილე მკაცრად იკავებს თავს ან წინააღმდეგია მიღებულ იქნეს საკითხი, წარმოებს ამ საკითხის ან პროექტის შეჩერება (ყოველ შემთხვევაში, დროებით).


ძირითადი ეტაპები:

1-ლი ეტაპი:

  • წინადადების წამოყენება
  • კითხვებზე პასუხი
  • ზოგადი მსჯელობა
  • კონსესუსის ძიება

მე-2 ეტაპი:

  • პრობლემების ჩამონათვალი
  • განხილვა
  • მოწოდება კონსენსუსისაკენ

მე-3 ეტაპი:

  • ყველა პრობლემის ჩამოყალიბება და მასთან გამკლავების ძალისხმევა
  • თითოეულ პრობლემასთან დაკავშირებით წამოჭრილ კითხვებზე პასუხი
  • პრობლემებზე ცალ-ცალკე მსჯელობა
  • იქნა თუ არა გადაჭრილი ყველა პრობლემა.

საბოლოო არჩევანი:

  • მხარის არ დაჭერა
  • თავის შეკავება
  • გვერდზე გადგომა
  • დაბლოკვა
  • შესავალი: რაზე ვსაუბრობთ? საკითხის წამოყენება – რაში მდგომარეობს პრობლემა? პრობლემის დაზუსტება – მისი განხლვა კონტექსტში. მსჯელობა, სხვადასხვა იდეების, პრობლემებისა და პერსპექტივების მოსმენა – მსჯელობა შესაძლო გადაწყვეტილებებისა და ამ გადაწყვეტილებების შედეგად წარმოქმნილი შესაძლო პრობლემების შესახებ. შემოთავაზების ჩამოყალიბება /შემოთავაზების დაყენება. კითხვებზე პასუხის გაცემა. პრობლემები. განხილვა / შესწორებები. შემოთავაზების თავიდან ჩამოყალიბება. კონსენსუსის მიღწევის მცდელობა. მნიშვნელოვანი პრობლემები/წინააღმდეგ წასვლა. გვერდზე გადგომა, დაბლოკვა. კონსენსუსი მიღწეულია.