მონაწილეობის კიბე: ეცადე იყო გულახდილი!
Living Democracy » Principals » მონაწილეობა » ინფორმირებულობა » მონაწილეობის კიბე: ეცადე იყო გულახდილი!სოციოლოგი როჯერ ჰარტი არის ავტორი ნაშრომისა, სახელწოდებით „ბავშვთა მონაწილეობა: ახალგაზრდა მოქალაქეების ჩართვა საზოგადოების განვითარებისა და გარემოს დაცვის ინიციატივაში, გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) 1997 წ. – თეორია და პრაქტიკა“. ამ ნაშრომში აღწერილი მიდგომა იქცა მსოფლიოში ახალგაზრდებისა და მათ მოკავშირეთა გლობალური მოძრაობის სტიმულად, რომელიც ახალგაზრდების ჩართულობისა და მონაწილეობის ხელშეწყობას ემსახურება. იგი თქვენ, მასწავლებლებსა და მოსწავლეთა მშობლებს, უნიკალურ შესაძლებლობას გთავაზობთ: ნათლად დაინახოთ რამდენად უწყობთ ხელს გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში ბავშვებისა და ახალგაზრდების მონაწილეობასა და ჩართულობას. აღმოჩნდა რომ, ძალიან ხშირად, ბავშვებს, სცენაზე, ღონისძიების ფარგლებში გამართული შეხვედრებისას, თუ თეატრალურ წარმოდგენებში, დეკორაციების სახით ვიყენებთ, ან, მაქსიმუმ, ამ უმცირესობათა ჩართვა პროცესებში სიმბოლურად წარმოებს, სინდისის დასამშვიდებლად. (http://www.freechild.org/ladder.htm)