სკოლაში გადაწყვეტილებების მიღების, კომუნიკაციისა და ძალაუფების თვალსაზრისით არსებული სიტუაციის შეფასება

Living Democracy » Principals » მონაწილეობა » მზადება » სკოლაში გადაწყვეტილებების მიღების, კომუნიკაციისა და ძალაუფების თვალსაზრისით არსებული სიტუაციის შეფასება

შენიშვნა: რჩევები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ისარგებლოთ მოცემული კითხვარით შეგიძლიათ იხილოთ ნაწილში „მზადება: – მნიშვნელოვანი ასპექტები“

დიახ ნაწილობრივ არა კომენტარი
სკოლაში გადაწყვეტილების მიღების დროს …
…სკოლის ხელმძღვანელი უზრუნველყოფს ყველა იმ პირის ჩართულობას (მასწავლებლების, მოსწავლეების, მოსწავლეთა მშობლების) რომლებსაც ეხებათ აღნიშნული გადაწყვეტილება.
…სკოლა უზრუნველყოფს მოწყვლადი და მარგინალიზებული პირების წახალისებასა და ხელშეწყობას, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილების მიღების პროცესებში.
…სკოლის კოლექტივის წევრები ერთმანეთს აქტიურად უსმენენ და ცდილობენ გაუგონ ერთმანეთს.
…სკოლის კოლექტივის წევრები ერთმანეთის დარწმუნებას ცდილობენ ლოგიკური და გასაგები არგუმენტებით.
…სკოლის კოლექტივის წევრები თავისუფლად და ღიად სვამენ კითხვებს და ასევე ღიად პასუხობენ მათ მიმართ დასმულ კითხვებს.
…სკოლის კოლექტივის წევრები გულწრფელად გამოთქვამენ და განმარტავენ საკუთარ დამოკიდებულებებს, ვარაუდებსა და გრძნობებს.
…წარმოებს დაინტერესებულ მხარეთა განსხვავებული ხედვებისა თუ მოსაზრებების გათვალისწინება.
…ვცდილობთ გამოვნახოთ საერთო საფუძველი და მივაღწიოთ თანხმობას.
როდესაც სკოლის ხელმძღვანელი აწარმოებს შესასრულებელი ამოცანებისა და ფუნქციების განაწილებას სკოლის კოლექტივის წევრებს შორის, გათვალისწინებულია მათი ინტერესები და კომპეტენციები, რომლებსაც ისინი ფლობენ.
ჩვენს სკოლაში
…უკუკავშირის დამყარება, მიღებული და დამკვიდრებული პრაქტიკაა.
…წერილობითი ფორმით არსებობს რეგულაციები, რომლებიც სკოლაში დემოკრატიული სტრუქტურებისა და პროცესების დანერგვასა და დამკვიდრებას ემსახურება.
… გამოყოფილია დრო სათათბიროდ და მსჯელობისათვის, ყველასთვის მისაღები გადაწყვეტილებების მიღების მიზნით.
…სკოლის ხელმძღვანელი მუდმივად დიალოგში იმყოფება სკოლის პერსონალთან.
…გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობს ყველა პირი (ან ადამიანების ჯგუფი) რომლებსაც აღნიშნული გადაწყვეტილება ეხება.
…ადამიანებს რეგულარულად აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ კენჭისყრაში (ხელის აწევით, სასურველი პასუხის შემოხაზვით და ა.შ.).
…არიან არჩეული წარმომადგენლები, რომლებიც მოქმედებენ ადამიანების ან ადამიანთა ჯგუფის ინტერესების დასაცავად.
…სკოლის ხელმძღვანელი ნათლად და გასაგებად ხსნის საჯარო ხელისუფლების მიერ მიღებული მოქმედი კანონებითა და რეგულაციებით დაწესებულ შეზღუდვებსა და მათ მიერ შექმნილ შესაძლებლობებს.
ძალაუფლება
სკოლის ხელმძღვანელი მხარს უჭერს დემოკრატიული გზით მიღებულ გადაწყვეტილებებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს გადაწყვეტილებები არ ესადაგება მის პიროვნულ ინტერესებს.
სკოლის ხელმძღვანელი იღებს კონსტრუქციულ კრიტიკას.
სკოლის ხელმძღვანელი სხვებთან ერთად იზიარებს პასუხისმგებლობას.
ჩვენს სკოლაში ყველა თანაბრად ვართ ანგარიშვალდებული წარმატებასა და წარუმატებლობაზეც.