მასწავლებლებისა და საზოგადოების ჩართულობის შეფასება

Living Democracy » Principals » მონაწილეობა » მზადება » მასწავლებლებისა და საზოგადოების ჩართულობის შეფასება

შენიშვნა! კითხვარის გამოყენების შესახებ რჩევების სანახავად დააწკაპუნეთ აქ

  დიახ ნაწილობრივ არა კომენტარი
სკოლის ხელმძღვანელი და მასწავლებლები
ჩვენს სკოლაში გამოყოფილია დრო იმისათვის, რომ მასწავლებლებმა ერთობლივად იმუშაონ რეგულარულად, მაგალითად, შექმნილია მასწავლებელთა სამუშაო ჯგუფები.
სკოლაში ჩვენს მუშაობას საფუძვლად უდევს საერთო ღირებულებები და საერთო ხედვა.
სკოლის კოლექტივის წევრებს შორის მაღალია ნდობის ხარისხი.
(შენიშვნა: თუ თქვენ ბრძანდებით მასწავლებელი, უპასუხეთ მხოლოდ თქვენი პედაგოგიური გამოცდილების გათვალისწინებით)
მასწავლებლები სარგებლობენ ამ ვებ-გვერდზე არსებული ევროპის საბჭოს ინსტრუმენტის: „სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებების შესახებ“ სასწავლო მასალებით.
მასწავლებლები სარგებლობენ თავისუფლებით მიიღონ გადაწყვეტილება იმის თაობაზე თუ როგორ იმუშაონ.
მასწავლებლები ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ ცოდნას, გამოცდილებასა და საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებს.
მასწავლებლები ძალისხმევას არ იშურებენ იმისთვის, რომ სათანადო განათლება მიაღებინონ მოსწავლეებს, რომლებიც (კულტურული თვალსაზრისით, გონებრივი თუ ფიზიკური განვითარების თვალსაზრისით) არაპრივილიგირებულ ჯგუფებს განეკუთვნებიან.
მასწავლებლების ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ მათი სწავლების პრაქტიკა მაქსიმალურად ესადაგებოდეს და აკმაყოფილებდეს მოსწავლეების საჭიროებებს.
მასწავლებლებს მუდმივად აქვთ ერთმანეთთან კომუნიკაცია.
მასწავლებლები ერთმანეთს უზიარებენ ინფორმაციას, საკუთარ მოსაზრებებს, გამოცდილებას, ცოდნას, სასწავლო მასალებს და საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებს.
მასწავლებლები აკვირდებიან სხვა მასწავლებლების მიერ ჩატარებულ გაკვეთილებს და უკუკავშირს ამყარებენ ერთმანეთთან.
მასწავლებლები მუშაობენ საკუთარ კოლეგებთან ერთად, გაკვეთილის მომზადებისა ან ახალი იდეის დანერგვის მიზნით.
მასწავლებლები ერთმანეთთან ათანხმებენ სასწავლო მასალას, ტესტებსა და შეფასების კრიტერიუმებს.
საზოგადოება
ჩვენი სკოლა თანამშრომლობს ფართო საზოგადოებასთან, მოსწავლეებისათვის დამატებითი მომსახურების შეთავაზების მიზნით.
ჩვენი სკოლა თანამშრომლობს ფართო საზოგადოებასთან, რათა სასწავლო პროგრამები რაც შეიძლება უკეთ იყოს მორგებული საზოგადოების საჭიროებებზე.