სკოლის გარემოს, გამჭვირვალობისა და ინიციატივის თვალსაზრისით არსებული სიტუაციის შეფასება

Living Democracy » Principals » მონაწილეობა » მზადება » სკოლის გარემოს, გამჭვირვალობისა და ინიციატივის თვალსაზრისით არსებული სიტუაციის შეფასება
დიახ ნაწილობრივ არა კომენტარი
სკოლის გარემო
ჩვენს სკოლაში მოსწავლეები თავს კომფორტულად გრძნობენ.
ჩვენს სკოლაში მოსწავლეები თავს უსაფრთხოდ გრძნობენ.
ჩვენს სკოლაში მოსწავლეები გრძნობენ რომ მათ პატივს სცემენ.
ჩვენს სკოლაში მასწავლებლები თავს კომფორტულად გრძნობენ.
ჩვენს სკოლაში მასწავლებლები თავს უსაფრთხოდ გრძნობენ.
ჩვენს სკოლაში მასწავლებლები გრძნობენ რომ მათ პატივს სცემენ.
ჩვენს სკოლაში კეთილგანწყობლი და სათანადო გარემოა შექმნილი.
ჩვენს სკოლაში დამკვიდრებულია კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების პრაქტიკა.
გამჭვირვალობა
სკოლის ხელმძღვანელი ინფორმაციას აწვდის სკოლის კოლექტივს და უზრუნველყოფს ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.
სკოლის ხელმძღვანელი ნათლად განუმარტავს სკოლის მასწავლებლებს კანონებს, რეგულაციებს, აცნობს მათ არსებულ მოლოდინებსა და შესაძლებლობებს.
სკოლის ხელმძღვანელი გულახდილად და ღიად უზიარებს სკოლის მასწავლებლებს საკუთარ შეხედულებებსა და მოსაზრებებს.
სკოლის ხელმძღვანელი რეგულარულად აწვდის სკოლის კოლექტივს ინფორმაციას სკოლაში არსებულ ვითარებაზე, მომხდარ ფაქტებზე, მიმდინარე პროცესებზე და სკოლასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებზე.
ინიციატივის თვალსაზრისით არსებული სიტუაცია
სკოლაში როგორც მასწავლებლები, ასევე მოსწავლეები სარგებლობენ ხელშეწყობით, რათა მათ თავისუფლად წამოაყენონ საკუთარი იდეები და მოსაზრებები და პრაქტიკაში დანერგონ ისინი.
სკოლაში წარმოებს შემოქმედებითი აზროვნებისა და ინოვაციური წინადადებების ხელშეწყობა და წახალისება.