მასწავლებლები

Living Democracy » მასწავლებლები

მასწავლებლები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დემოკრატიასა და ადამიანის უფლებების სწავლების საქმეში. გაკვეთილების მსვლელობისას, მოსწავლეები საბაზისო ცოდნას იძენენ იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს დემოკრატია და რას ემსახურება იგი; მოსწავლეები ცოდნას იღებენ არა მხოლოდ სწავლისა და საკითხებზე მსჯელობის საშუალებით, არამედ პრაქტიკული გამოცდილების მიღების გზითაც. ამგვარად, გამოდის, რომ მასწავლებლები მისაბაძ, სამაგალითო პირებს წარმოადგენენ მოსწავლეებისათვის: როგორ ართმევენ თავად მასწავლებლები თავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა მოსმენა, მოსწავლეების წახალისება და ხელშეწყობა? როგორ რეაგირებენ ისინი თავიანთ შეცდომებზე და, ასევე, სხვების მიერ დაშვებულ შეცდომებზე? შეუძლიათ თუ არა მათ საკლასო ოთახი აქციონ ადგილად, სადაც შესაძლებელია ამოცანების გადაჭრა და პრობლემების მოგვარება, ერთად და თანამშრომლობის საშუალებით? ქვემოთ მოცემულია მასალა, სადაც მასწავლებლებს შეუძლიათ იპოვონ პასუხები ყველა აქ დასმულ კითხვაზე. მასალაში შესულია რეკომენდაციები როგორც სწავლების, ასევე, სწავლის თაობაზე და, ასევე, პასუხები ისეთ კითხვებზე, რომლებიც დამოკიდებულებებსა და ქცევას ეხება.

[vtabs] [tab title=”ცხოვრება დემოკრატიულ საზოგადოებაში – სახელმძღვანელოები” ]allvolumes-thumbnail„ცხოვრება დემოკრატიულ საზოგადოებაში“ გამოცემაში შესული სახელმძღვანელოები ემსახურება მასწავლებლების აღჭურვას მაღალი ხარისხის საგაკვათილო მასალით, რომელიც გამოცდილია სხვადასხვა ქვეყნის პედაგოგების მიერ და იძლევა საშუალებას, გამოყენებული იქნას როგორც გამოცდილი, ასევე, მომზადების ეტაპზე მყოფი მასწავლებლების მიერ, სკოლებში სახალისო, ინტერაქტიული და საინტერესო გზით, დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების შემოტანისა და დანერგვის მიზნით. სახელმძღვანელოები შედგენილია ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ავტორების მიერ, ეყრდნობა ექსპერტ-სპეციალისტებისა და პედაგოგების გამოცდილებასა და მოსაზრებებს და განკუთვნილია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ნებისმიერი საფეხურისათვის, დაწყებული დაწყებითი საფეხურიდან, დამთავრებული მაღალი საფეხურით. იხილეთ სრულად [/tab] [tab title=”კომპეტენციების ჩარჩო”] competencesროგორ შეუძლია ყველა მასწავლებელს ხელი შეუწყოს დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებას: კომპეტენციების განვითარების ჩარჩო

დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების წარმატებით განხორციელებას მნიშვნელოვნად განაპირობებს მასწავლებელთა უნარები. თუმცა, პედაგოგ-მასწავლებლებს ხშირად არ აქვთ ნათელი წარმოდგენა იმაზე, თუ რას გულისხმობს ეს და როგორ უნდა განხორციელდეს მომავალი მასწავლებლების მომზადება ისე, რომ მათ შეიძინონ სწავლების ინტერაქტიული მეთოდები, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების განსახორციელებლად. ევროპის საბჭოს წინამდებარე ინსტრუმენტი უზრუნველყოფს ყველა მასწავლებლისა და მასწავლებელთა მომზადებაზე პასუხისმგებელი პირის აღჭურვას იმ ჩარჩოთი, რომლის ფარგლებშიც წარმოებს იმ არსებით კომპეტენციათა განვითარება, რომლებიც საჭიროა დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების პრაქტიკული გახორციელებისათვის, ნებისმიერი სახის სკოლის ნებისმიერ საფეხურზე.

ჩამოტვირთეთ კომპეტენციათა წიგნი [/tab]

[tab title=”ქარტია”]Democratic governance of schoolsევროპის საბჭოს ქარტია დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებისა და ადამიანის უფლებათა სწავლების შესახებ

მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია CM/Rec(2010)7
და განმარტებითი მემორანდუმი

ჩამოტვირთეთ ქარტია

[/tab]

[tab title=”მასწავლებელთა მომზადება”]Teacher's Trainingევროპის საბჭოს ქარტია დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებისა და ადამიანის უფლებათა სწავლების შესახებ

სახელმძღვანელო პრინციპები პედაგოგ-მასწავლებლებისათვის

ჩამოტვირთეთ ქარტია[/tab] [/vtabs]

პოლიტიკა წარმოადგენს პროცესს, რომლის საშუალებითაც ადამიანები იღებენ გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ როგორ იცხოვრონ ერთად - ოჯახის, სკოლისა თუ სახელმწიფოს ფარგლებში. მთავრობა წარმოადგენს სისტემას, რომლის საშუალებითაც წარმოებს გადაწყვეტილებების მიღება. [...]

ჩვენი იდენტობა წარმოადგენს ჩვენი პიროვნულობის შეცნობის შედეგს - ჩვენი ხედვით, როგორ პიროვნებას წარმოვადგენთ ჩვენ. ის, თუ როგორად აღვიქვამთ ჩვენს პიროვნებას, დიდად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა გარემო პირობებში ვიმყოფებით და ჩვენი ეს აღქმა იცლება გარემო პირობების ცვლილებასთან ერთად. [...]

წესების არსებობის არსს წარმოადგენს გაუგებრობისა და შეხლა-შემოხლის თავიდან აცილება, სამართლიანობის უზრუნველყოფა და მოვლენათა უმტკივნეულოდ განვითარების ხელშეწყობა - იქნება ეს ოჯახში, სკოლაში თუ, უბრალოდ, თამაშის დროს. კანონის არსიც ანალოგიურია, მხოლოდ, [...]

ადამიანის ერთ-ერთ მნიშვნელოვან უფლებას წარმოადგენს ინფორმაციისა და იდეების თავისუფლად, საჯარო ხელისუფლების წარმომადგენელთა ჩარევის გარეშე, გადაცემისა და მიღების უფლება. აღნიშნული თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიისათვის. [...]

განსხვავებულ პრიორიტეტებზე, საჭიროებებსა და ინტერესებზე კამათი ყველა საზოგადოებაში ცხოვრების შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. ზოგიერთი საზოგადოება ცდილობს ამგვარი კონფლიქტების დამალვასა და მიჩქმალვას, თვლის რა, რომ მათზე ფიქრი და საუბარი სოციალურ ჰარმონიას არღვევს. თუმცა [...]

ადამიანის უფლებები და თავისუფლებები არსებობს იმისათვის, რათა მათთვის ბედნიერი ცხოვრება უზრუნველყოს და ხელი შეუწყოს მათ თვითრეალიზებას. ადამიანის უფლებები და თავისუფლებები საყოველთაო ხასიათის არის, ანუ ვრცელდება ყველაზე, მიუხედავად მათი წარმომავლობისა და იმ პოზიციისა [...]

ნებისმიერ საზოგადოებაში არსებობს განსხვავებული ღირებულებები და სხვადასხვა ცხოვრების წესი. ზოგიერთი საზოგადოება ცდილობს მრავალფეროვნების ჩახშობას, აიძულებს რა მის წევრებს, ერთ, „ოფიციალურად“ მიღებულ ცხოვრების წესს დაექვემდებარონ და აღიარონ ღირებულებები [..]

იმისათვის, რომ ყველა ადამიანმა შეძლოს ადამიანის უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა, საკმარისი არ არის ამ უფლებებისა და თავისუფლებების მხოლოდ კანონებში შეტანა. კანონი, თავისთავად, ვერ უზრუნველყოფს ყველაფერს - საჭიროა თითოეულმა პიროვნებამ აიღოს საკუთარი წილი პასუხისმგებლობა. [...]

ყველა ადამიანი იბადება ერთნაირი საჭიროებებით და სურვილებით. ჩვენ ყველას გვინდა უსაფრთხოება, პატივისცემა და გადწყვეტილების მიღების უფლება. ამიტომაც ადამიანის უფლებები და თვისუფლებები ყველას თანაბრად ეხება. თუმცა თანასწორობა ყოველთვის არ ნიშნავს თანასწორ მოპყრობას. [...]