სახელმძღვანელოები

Home » სახელმძღვანელოები

მასწავლებლები ხშირად დგანან დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ განათლებისათვის საჭირო სასწავლო რესურსების მოპოვების სირთულის წინაშე. აქამდე არსებული რესურსები ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ხარისხით და მათში შესული თემები არათანამიმდევრულად იყო მოცემული. „ცხოვრება დემოკრატიულ საზოგადოებაში“ გამოცემაში შესული სახელმძღვანელოები ემსახურება მასწავლებლების აღჭურვას მაღალი ხარისხის საგაკვეთილო მასალით, რომელიც გამოცდილია სხვადასხვა ქვეყნის პედაგოგების მიერ და იძლევა საშუალებას, გამოყენებული იქნას როგორც გამოცდილი, ასევე, მომზადების ეტაპზე მყოფი მასწავლებლების მიერ, სკოლებში სახალისო, ინტერაქტიული და საინტერესო გზით, დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების შემოტანისა და დანერგვის მიზნით. სახელმძღვანელოები შედგენილია ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ავტორების მიერ, ეყრდნობა ექსპერტ-სპეციალისტებისა და პედაგოგების გამოცდილებასა და მოსაზრებებს და განკუთვნილია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ნებისმიერი საფეხურისათვის, დაწყებული დაწყებითი საფეხურიდან, დამთავრებული მაღალი საფეხურით.