განათლება დემოკრატიისათვის

Living Democracy » Textbooks » განათლება დემოკრატიისათვის

სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ – ძირითადი საცნობარო მასალა მასწავლებლებისათვის…

Read More…

წინამდებარე სახელმძღვანელოს მიზანს წარმოადგენს დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაზე პასუხისმგებელ მასწავლებელთა ხელშეწყობა. მასში განხილულია დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებისა და ადამიანის უფლებათა შეასხებ განათლების ძირითადი, საკვანძო საკითხები, მათ შორის, დემოკრატიული მოქალაქეობის კომპეტენციები, დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანი უფლებათა შესახებ სწავლების მიზნები და ძირითადი პრინციპები და, ასევე, სკოლის ზოგადი მიდგომა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების შესახებ სწავლებისადმი.

წინამდებარე სახელმძღვანელო შედგება სამი ნაწილისგან. I ნაწილში განხილულია დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების ძირითადი პრინციპები, იმ კუთხით, რომელიც ეხმარება მასწავლებლებსა და პედაგოგებს საკუთარი მოვალეობის სრულყოფილად შესრულებაში; II ნაწილში მოცემულია რჩევები და პრაქტიკული რეკომენდაციები, მოსწავლეების კონსტრუქტივისტული და ინტერაქტიული სწავლის პროცესის დაგეგმვის, ხელშეწყობისა და შეფასებისათვის. III ნაწილში მოცემულია დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების ინსტრუმენტები, როგორც მასწავლებლებისათვის, ასევე, მოსწავლეებისათვის.

ამ გამოცემაში შემავალ სხვა წიგნებში მოცემულია დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების მოდელები და მასალა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის სხვადასხვა საფეხურისათვის, დაწყებული დაწყებითი საფეხურიდან, დამთავრებული მაღალი საფეხურით.

$vol_num
რედაქტორები

როლფ გოლობი, პიტერ კრაფი, ვილტრუდ ვეიდინგერი

ავტორები

როლფ გოლობი, პიტერ კრაფი, ოლაფ ოლაფსდოტირი, ვილტრუდ ვეიდინგერი

ტომი (1)

სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ, წიგნები, I –VI დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სწავლების პროცესის თანამიმდევრობა, ცნებები, მეთოდები და მოდელები

კორექტურა

ნათია ნაცვლიშვილი

თარჯიმანი

მაია გვიტიძე