1. სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ – მისი სამი განზომილება
Living Democracy » Textbooks » განათლება დემოკრატიისათვის » ნაწილი 1 – ცნებები: დემოკრატია და ადამიანის უფლებები » თავი 3 – განათლება დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვისათვის » 1. სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ – მისი სამი განზომილებადემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაში ყურადღება გამახვილებულია იმაზე, თუ რისი კეთების უნარს უნდა ფლობდნენ მოსწავლეები, და არა იმაზე, თუ რა უნდა ასწავლოს მათ მასწავლებელმა. სამი ძირითადი პრინციპი, რომლითაც იმართება მოსწავლესა და შედეგზე ორიენტირებული სწავლის პროცესი, შესანიშნავად გამოიხატება შემდეგი მაგალითით:
- აზრის თავისუფლება და აზრის გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობის აუცილებელ პირობას და ძირითად სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებას. დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების პროცესში მოსწავლეები იძენენ ცოდნას აზრის თავისუფლებისა და აზრის გამოხატვის თავისუფლების შესახებ, აფასებენ ამ უფლებას და იციან, როგორ არის იგი დაცული ეროვნული კონსტიტუციით. ეს წარმოადგენს სწავლის შემეცნებით განზომილებას (ცოდნა, კონცეფციები და გაგება).
- მოსწავლეები სწავლობენ, როგორ გამოიყენონ ეს ძირითადი უფლება. ვინაიდან ამ უფლებით აქტიურად სარგებლობა უმნიშვნელოვანესია დემოკრატიულ საზოგადოებაში ჩართულობისათვის; ხელი ეწყობა მოსწავლეების წახალისებას, ჩამოაყალიბონ და გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები სხვადასხვა გზით, მათ შორის, საჯარო გამოსვლების საშუალებით (უნარებზე დაფუძნებული სწავლის განზომილება).
- აზრის გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისას, მოსწავლეებს სჭირდებათ მხნეობა, რათა საკუთარი მოსაზრება გამოხატონ მაშინაც კი, როცა უმრავლესობას საწინააღმდეგო შეხედულება აქვს. ისინი ისმენენ სხვათა მიერ გამოხატულ მოსაზრებებს, შემწყნარებლობითა და პიროვნებისადმი პატივისცემის სულისკვეთებით. საკითხის შესახებ განსხვავებული მოსაზრებების გამო უთანხმოებისა და დაპირისპირების მოთოკვითა და აღკვეთით და განსხვავებული მოსაზრებებისათვის პიროვნული ხასიათის მიცემისაგან თავის შეკავებით, შესაძლებელია კონფლიქტების არაძალადობრივი საშუალებებით მოგვარება (გაგების, დამოკიდებულებებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული განზომილება).
ის, რასაც ზემოთ მოყვანილი მაგალითი გვიჩვენებს, შეიძლება განზოგადებულ იქნას, არა მარტო იმ თვალსაზრისით, თუ რა უნარს უნდა ფლობდნენ მოსწავლეები ადამიანის სხვა უფლებებით სარგებლობისას, არამედ ზოგადად სწავლისა და განათლების თვალსაზრისით. იმისათვის, რომ მოსწავლეთა ქმედებები ადეკვატური იყოს და გაღრმავდეს ის კომპეტენციები, რომელთაც ისინი ფლობენ, სწავლა უნდა მიმდინარეობდეს ამ სამი განზომილებით, რომელიც ერთმანეთს ავსებს – ცოდნა, კონცეფციები და გაგება; უნარები; დამოკიდებულებები და ღირებულებები. უკვე რამდენიმე ათწლეულია, მეთოდისტები და მასწავლებლები თანხმდებიან სწავლის ამ კონცეფციაზე.
მოსწავლეები ამ გზით იღებენ განათლებას; რა უნდა გააკეთოს დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაზე პასუხისმგებელმა მასწავლებელმა იმისათვის, რომ შექმნას სწავლის ადეკვატური შესაძლებლობები? პასუხი შემდეგია:
დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლება უნდა დაეხმაროს მოსწავლეებს, რათა ისინი ჩამოყალიბდნენ ახალგაზრდა მოქალაქეებად, რომლებსაც:
- აქვთ ცოდნა იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს ადამიანის უფლებები და ის პირობები, რომლებზეც ამ უფლებების დაცვაა დამოკიდებული (რაც ხორციელდება დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების „შესახებ“ სწავლის საშუალებით);
- აქვთ სკოლაში, როგორც მიკროსაზოგადოებაში ყოფნის გამოცდილება, სადაც დაცულია მოსწავლეთა თავისუფლება და თანასწორობა; აქვთ ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ დაიცვან საკუთარი უფლებები (რაც ხორციელდება დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის „საფუძველზე“ სწავლით);
- გააჩნიათ კომპეტენცია/უნარი და თავდაჯერებულობა, რათა დაიცვან საკუთარი უფლებები და, ამავდროულად, ჩამოყალიბებული პასუხისმგებლობის გრძნობით ეკიდებოდნენ სხვა ადამიანებსა და იმ საზოგადოებას, სადაც მათ უწევთ მოღვაწეობა (რაც ხორციელდება დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის „მიზნით“ სწავლის საშუალებით).
- 1.1 დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების შემეცნებითი განზომილება: დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა „შესახებ“ სწავლა
ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო საფეხურზე, დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების გაკვეთილებზე მოსწავლეებმა უნდა შეისწავლონ ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტები, როგორიცაა ადამიანის უფლებათა საყოველთაო...
- 1.2 დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების მონაწილეობითი განზომილება: დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის „მიზნით“ სწავლა
დემოკრატიულ საზოგადოებაში ჩართულობა გულისხმობს,რომ მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ, თუ როგორ გამოიყენონ ის უფლებები და თავისუფლებები, რომელიც მათ აქვთ მინიჭებული,მაგალითად, საკუთარი უფლება ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე,...
- 1.3 დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების კულტურული განზომილება: დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის „საშუალებით“ სწავლა
ცოდნა და უნარები ადამიანს აძლევს საშუალებას, მონაწილეობა მიიღოს დემოკრატიულ პროცესებში, მხოლოდ ტექნიკური თვალსაზრისით, რაც ადამიანის ჭეშმარიტ დემოკრატად ჩამოყალიბებისათვის საკმარისი არ არის. მაგალითად,...