3.5 მასწავლებელთა კომპეტენციები დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების სფეროში

Living Democracy » Textbooks » განათლება დემოკრატიისათვის » ნაწილი 1 – ცნებები: დემოკრატია და ადამიანის უფლებები » თავი 3 – განათლება დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვისათვის » 3. დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების კომპეტენციები » 3.5 მასწავლებელთა კომპეტენციები დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების სფეროში

დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაზე პასუხისმგებელი მასწავლებელი განსაზღვრულ კომპეტენციებს უნდა ფლობდეს, რათა მან საკუთარ მოსწავლეებს ადეკვატური სასწავლო გარემო შესთავაზოს.

მასწავლებელთათვის განკუთვნილი ინსტრუმენტების ჩამონათვალი შეიცავს ინსტრუმენტს, რომელიც მასწავლებლებს ეხმარება, დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებისას, კომპეტენციებზე ორიენტირებული მიზნების დასახვაში, რაზეც წინამდებარე თავის შესავალშია საუბარი. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ იხილოთ ევროპის საბჭოს გამოცემა: რა უნდა გააკეთოს თითოეულმა მასწავლებელმა სამოქალაქო განათლებისა და ადამიანის უფლებების შესახებ სწავლების ხელშესაწყობად: მასწავლებელთა კომპეტენციების ჩარჩო (სტრასბურგი, 2009 წელი).