2. სწავლებისა და სწავლის პირობებთან დაკავშირებული ამოცანა და ძირითადი კითხვები
Living Democracy » Textbooks » განათლება დემოკრატიისათვის » ნაწილი 2 – დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სწავლება » თავი 1 – სწავლებისა და სწავლის პირობები » 2. სწავლებისა და სწავლის პირობებთან დაკავშირებული ამოცანა და ძირითადი კითხვები2.1 ამოცანა
წინამდებარე თავის დასაწყისში მოცემულია ძირითადი კითხვები. შემდგომი კითხვები, რომლებიც მასწავლებელთა თვითკონტროლისთვის არის განკუთვნილი, უფრო დეტალურ მიდგომას გვთავაზობს სწავლის პირობების სხვადასხვა ასპექტთან დაკავშირებით.
2.2 ძირითადი კითხვები
- რა ცოდნასა და უნარებს ფლობენ მოსწავლეები მოცემულ ეტაპზე?
- რა ცოდნასა და უნარებს ვფლობ მე?
- რა გარეშე პირობები უნდა გავითვალისწინო?
- რა ვიცი ჩემის მოსწავლეების, როგორც პიროვნებების შესახებ?
- ცოდნის რა ელემენტები და რა ინფორმაცია სჭირდებათ მოსწავლეებს იმისათვის, რომ თავი გაართვან ახალ დავალებას?
- იმ შესწავლის საგანთან დაკავშირებით, რომელიც მოსწავლეებისათვის სიახლეს წარმოადგენს, რა ინფორმაციას, უნარებსა და გამოცდილებას ფლობენ მოსწავლეები მოცემულ ეტაპზე? რა არის ახალი მათთვის, რისი გამეორება მოუწევთ, რა არის უმთავრესი და რა არის მეორეხარისხოვანი?
- როგორია ჩემი მოლოდინი მოსწავლეების მიერ მუშაობისა და სწავლის ტექნიკის დაუფლებასთან დაკავშირებით და როგორია მათი გამოცდილება, სოციალური ურთიერთობების თვალსაზრისით, სწავლების სხვადასხვა მეთოდსა და ფორმასთან დაკავშირებით?
- რა პოზიტიური ან ნეგატიური დამოკიდებულებების, წინასწარგანწყობის, ჩვევებისა და შეხედულებების გამოვლინების მოლოდინი უნდა მქონდეს?
- როგორ უნდა დავძლიო ის პრობლემები, რომლებიც უკავშირდება მოსწავლეების მხრიდან გამოვლენილ, სწავლასთან დაკავშირებულ სირთულეებს, სწავლის პროცესის შემაფერხებელ ფაქტორებსა და მოსწავლეებში სწავლისადმი მონდომებისა და მზადყოფნის ნაკლებობას?
- ადეკვატურად შევაფასე თუ არა მოსწავლეების მზადყოფნა სწავლისათვის, მათი ემოციური მდგომარეობა, მათი რეაგირების უნარი, მათი სწავლის საჭიროებები, მათი გამოცდილება, მათი ინტერესები, თავისუფალი დროის გამოყენების მათეული ჩვევები და ცხოვრებისეული პირობები?
- რა სოციალურ-კულტურული პირობები, ზემოქმედება და დახმარების რა სისტემებია მნიშვნელოვანი კლასში მუშაობისათვის? ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, რა როლს თამაშობენ მშობლები, დედმამიშვილები, თანატოლები ან სხვა პირები?
- 2 - სამუშაო ფურცელი 1: როგორ გამოვიყენოთ მოსწავლეების უნარები და ცოდნა
რა ვიცი კლასის შესახებ? კლასის რა მახასიათებლები უნდა გავითვალისწინო და რაზე უნდა მოვახდინო რეაგირება? რისი გაკეთება მსურს ან როგორ უნდა წარვმართო გაკვეთილი...
- 2 - სამუშაო ფურცელი 2: როგორ გამოვიყენოთ ჩვენი პროფესიული უნარები და ცოდნა
რა ზოგად გამოცდილებას, უნარებსა და ცოდნას ვფლობ? რამდენად საკმარისია ჩემი ცოდნა შესწავლის საგანთან და მის შინაარსთან დაკავშირებით, სწავლის მიზნებთან, სწავლების შესაბამის მეთოდებთან...
- 2 - სამუშაო ფურცელი 3: სწავლებისა და სწავლის ზოგადი პირობების გამოყენება
როგორ ვანაწილებ დროს დღის განმავლობაში, წლის განმავლობაში და, ასევე, ზოგადად, სწავლებისათვის განკუთვნილ დროს? როგორ არის მოწყობილი საკლასო ოთახი? როგორ არის აღჭურვილი სკოლა:...
- 2 - სამუშაო ფურცელი 4: როგორია ჩემი ძირითადი დამოკიდებულება მოსწავლეების მიმართ?
თანაგრძნობა (ემპათია), ერთგულება (გრძნობებზე, მოსაზრებებზე, შეხედულებებზე და საჭიროებებზე რეაგირება), კეთილგანწყობა (პიროვნებისადმი პატივისცემა არ არის დამოკიდებული გარემოებებზე), გულწრფელობა, სტაბილურობა, ნდობა პატივისცემის გრძნობით განმსჭვალული...
- 2 - სამუშაო ფურცელი 5: დისციპლინისა და წესრიგის განხილვა დემოკრატიული თვალსაზრისით
წესრიგი საჭიროა ყველა შემთხვევაში. ჯგუფი, რომელიც არ იცავს წესრიგს და არ გააჩნია საბაზისო წესები, ვერ იქნება დემოკრატიული. შეზღუდვები აუცილებელია. წესები შესაძლებელია იყოს...
- 2 - სამუშაო ფურცელი 6: მასწავლებლის როლის გააზრება დემოკრატიული თვალსაზრისით
მასწავლებლები კლასში ხელმძღვანელის როლსაც უნდა ასრულებდნენ და ზედამხედველისასაც. სწორედ ეს წარმოადგენს მათ ფუნქციას. მასწავლებლები იღებენ გადაწყვეტილებას კლასში განსახორციელებელი სხვადასხვა ამოცანის შესახებ და,...
- 2 - სამუშაო ფურცელი 7: როგორ შევქმნათ დემოკრატიული ატმოსფერო კლასში
თუ მასწავლებელი მიიღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ კლასში უფრო დემოკრატიული ატმოსფერო შექმნას, მისი ეს გადაწყვეტილება გაცილებით დიდ მიზანს ემსახურება. ქვემოთ მოყვანილ ცხრილში...
- 2 - სამუშაო ფურცელი 8: სკოლის, როგორც დემოკრატიული საზოგადოების განვითარების გზები
დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლება და დემოკრატიული ატმოსფეროს შექმნის გზების ძიება ვერ მოხერხდება იზოლირებულად, მხოლოდ საკლასო გარემოში, მისი სრულყოფილად განხორციელებისათვის...