2 – სამუშაო ფურცელი 6: მასწავლებლის როლის გააზრება დემოკრატიული თვალსაზრისით

Living Democracy » Textbooks » განათლება დემოკრატიისათვის » ნაწილი 2 – დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სწავლება » თავი 1 – სწავლებისა და სწავლის პირობები » 2. სწავლებისა და სწავლის პირობებთან დაკავშირებული ამოცანა და ძირითადი კითხვები » 2 – სამუშაო ფურცელი 6: მასწავლებლის როლის გააზრება დემოკრატიული თვალსაზრისით

მასწავლებლები კლასში ხელმძღვანელის როლსაც უნდა ასრულებდნენ და ზედამხედველისასაც. სწორედ ეს წარმოადგენს მათ ფუნქციას. მასწავლებლები იღებენ გადაწყვეტილებას კლასში განსახორციელებელი სხვადასხვა ამოცანის შესახებ და, ამავე დროს, აკონტროლებენ მოსწავლეების ქმედებებსა და შექმნილ სიტუაციას. ის, რასაც მასწავლებლები არ უნდა აკონტროლებდნენ, არის მოსწავლეების აზროვნება და მათი პიროვნული განვითარების პროცესი. განსაკუთრებით, დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებისას, მასწავლებელი მაგალითის მიმცემია საკუთარი მოსწავლეებისათვის. როგორ უმკლავდება იგი კონფლიქტურ სიტუაციებს? რა ადამიანურ ღირებულებებს წარმოაჩენს იგი? ქვემოთ მოცემული ცხრილის მიხედვით, თქვენ შეგიძლიათ დაადგინოთ, როგორია თქვენი მიდგომა. მაგრამ ცხადია, რომ სიტუაციიდან, შექმნილი ვითარებიდან, საფრთხის არსებობისა და მოსწავლეთა ჯგუფის სპეციფიკიდან და ა.შ. გამომდინარე, შეიძლება საჭირო გახდეს უფრო ავტოკრატიული მიდგომის ან უფრო დემოკრატიული მიდგომის გამოყენება. ზოგადად, საჭიროა, გაითვალისწინოთ, რომ მასწავლებლის, როგორც  პიროვნების არქეტიპი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მასწავლებლის მოსწავლეებთან ყოველდღიური მუშაობის პროცესზე.

სწავლის გარემო
ავტოკრატი  მე დემოკრატი
მმართველი
ხელმძღვანელი
მკაცრი ტონი მეტყველებისას
მეგობრული ტონი მეტყველებისას
განკარგულებების გაცემა
თავაზიანი მოთხოვნა
ძალაუფლება
გავლენა
ზეწოლა
შეთავაზება
მკაცრი მოთხოვნა დამორჩილებაზე
თანამშრომლობაზე დათანხმება
იძულება დავალების შესრულებაზე
იდეების შეთავაზება
კრიტიკული მიდგომა
გამხნევება
ხშირი დასჯა
ხშირი დახმარება
„მომისმინეთ!“
„მოდით ვისაუბროთ“
„მე ვიღებ გადაწყვეტილებას,
თქვენ ასრულებთ მას!“
„მე გთავაზობთ წინადადებას და გეხმარებით გადაწყვეტილების მიღებაში“
მთლიანად ვიღებ პასუხისმგებლობას
კლასზე
პასუხისმგებლობას ვიზიარებ
მოსწავლეებთან