2 – სამუშაო ფურცელი 2: დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებისათვის საჭირო მასალათა ორი კატეგორია

Living Democracy » Textbooks » განათლება დემოკრატიისათვის » ნაწილი 2 – დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სწავლება » თავი 2 – მიზნების დასახვა და მასალების შერჩევა » 2. მიზნების დასახვასა და მასალების შერჩევასთან დაკავშირებული ამოცანა და ძირითადი კითხვები » 2 – სამუშაო ფურცელი 2: დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებისათვის საჭირო მასალათა ორი კატეგორია

სწავლება და სწავლა მასალის გარეშე შეუძლებელია, ვინაიდან მასალა წარმოადგენს შესწავლის საგნის, თემის, ინფორმაციისა და მონაცემების მოწოდების საშუალებას. მოსწავლეები თავიანთ კომპეტენციებს მოქმედების საშუალებით ივითარებენ, რაც ნიშნავს რაიმე ობიექტზე ზემოქმედებას. სწავლების პროცესში ამგვარ მასალად, უპირველეს ყოვლისა, მოიაზრება სახელმძღვანელო ან მოსწავლეებისათვის დასარიგებელი სამუშაო ფურცლები, რაც დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა სწავლების პროცესში მართლაც მნიშვნელოვანია.

დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებისათვის საჭირო მასალათა ორი კატეგორია

დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების სპეციფიკურ პროფილს უკავშირდება მასალისა და მედიის ფართო ცნება. სკოლის სახელმძღვანელოები და მოსწავლეებისათვის დასარიგებელი სამუშაო ფურცლები სწორედ ბეჭდვითი მედიის მაგალითებია. ინტერაქტიული კონსტრუქტივისტული სწავლის პროცესში, მასწავლებლები და მოსწავლეები ქმნიან სხვადასხვა კატეგორიის მასალას. ეს მასალა ავთენტურია, ვინაიდან  წარმოადგენს ადგილზე, განსაზღვრულ სიტუაციაში შექმნილ პირველწყაროს, რომელიც განკუთვნილია მოცემულ მომენტში, მოცემულ ადგილზე მყოფი ადამიანებისათვის. აქედან გამომდინარე, დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების პროცესში, მასწავლებლები და მოსწავლეები მხოლოდ მასალის მომხმარებლები კი არ არიან, არამედ მასალის შემქმნელებიც. დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების წინამდებარე გამოცემაში შესული წიგნები, II-დან VI-ის ჩათვლით, ამ კატეგორიის მასალის უამრავ მაგალითს შეიცავს, რომელიც ძალიან ხშირად მოსწავლეების მიერ კონკრეტული დავალების შესრულების შედეგად ან კონკრეტული პროექტის ფარგლებში შექმნილ მასალას წარმოადგენს; წიგნებში მოცემულ თავებსა და გაკვეთილების აღწერაში ახსნილია ამგვარი დავალების შესრულების მნიშვნელობა მოსწავლეებისათვის, სწავლის პოტენციალის ამაღლების თვალსაზრისით.

სწავლის საჭიროებებისა და მასალების მატრიცა

ქვემოთ მოცემულ მატრიცაში, მასალათა ამ ორი კატეგორიის ტიპური მაგალითები – მედიის საშუალებით მოწოდებული და მასწავლებლებისა და მოსწავლეების მიერ შექმნილი – დაკავშირებულია დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების პროცესში კომპეტენციების განვითარების სხვადასხვა ასპექტთან. არ არის რეკომენდებული ერთი ტიპის მასალაზე კონცენტრირება, არამედ საჭიროა ინტეგრირებული მიდგომა. თუმცა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის საშუალებით განხორციელებული სწავლება, მასწავლებლის მხრიდან, მოსწავლეების მიერ შექმნილი მასალისადმი სერიოზულ დამოკიდებულებას გულისხმობს.

კომპეტენციის განვითარების ასპექტი მედიის საშუალებით მოწოდებული მასალა სწავლის პროცესში შექმნილი მასალა
მასწავლებლის მიერ შექმნილი მასალა მოსწავლეების მიერ შექმნილი მასალა
მოსწავლეების განვითარების დონე (მსგავსი საშუალებები და მასალა, რა თქმა უნდა, არსებობს – მაგალითად, საბავშვო წიგნები და ფილმები – მაგრამ მასწავლებელი არ ფლობს ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ მისი მოსწავლეები რამდენად იცნობენ მსგავს მედიას) კონცეფციები, გამოცდილება და ოჯახში და თანატოლებთან სოციალიზაციის პროცესები, სკოლაში და სკოლის გარეთ შეძენილი ინფორმაცია
თემის განსაზღვრა, გაკვეთილის ან თემის განხილვის დღის წესრიგის შემუშავება ბრეინშტორმინგი და დისკუსიებში მონაწილეობა
ინფორმაცია

აქტუალური ახალი ამბების რეპორტაჟები (ბეჭდვითი მედია, ტელევიზია, DVD, ინტერნეტი)

სასკოლო სახელმძღვანელო

ლექცია,

ძირითადი მასალის მიწოდება (როგორიცაა, ფლიპჩარტები, მარკერები, ფერადი ქაღალდები)

მოსწავლეების მიერ შესრულებული სამუშაო (როგორიცაა, მედიასაშუალებებში გაშუქებული გზავნილის დეკონსტრუქცია, შინაარსის გადმოცემა, საშინაო დავალება, პრეზენტაციები,
დისკუსიებსა და დებატებში მონაწილეობა, კომენტარები, კითხვები)
ანალიზი და მსჯელობა პოლიტიკური და სამეცნიერო საკითხები და სადავო საკითხები (მოსწავლეებისათვის განკუთვნილი სამუშაო ფურცლები, სახელმძღვანელო)

ძირითად კონცეფციებთან დაკავშირებული ინსტრუქციები.

კრიტიკა, რომელიც მოითხოვს ინფორმაციის დეკონსტრუქციას

წვრთნა უნარებში მოსწავლეებისათვის განკუთვნილი სამუშაო ფურცლები (ინსტრუქციები, რომლებიც ემსახურება უნარის გამომუშავებას) დემონსტრირება და წვრთნა რეაგირება
მონაწილეობა და მოქმედება სხდომის თავმჯდომარეობა

გამოცდილება.

კითხვები, კომენტარები, გაცნობიერება, ინტერესი

შეფასება

საგამოცდო ფურცლები.

კითხვარები.

პორტფოლიო.

დაკვირვება

თვითშეფასება.

რეაგირება.

სწავლის საჭიროებების გამოვლენა