2 – სამუშაო ფურცელი 4: სწავლებისა და სწავლის ხუთი ძირითადი ფორმა
Living Democracy » Textbooks » განათლება დემოკრატიისათვის » ნაწილი 2 – დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სწავლება » თავი 4 – სწავლის პროცესის წარმართვა და სწავლების ფორმების შერჩევა » 2. სწავლის პროცესის წარმართვასა და სწავლების ფორმების შერჩევასთან დაკავშირებული ამოცანა და ძირითადი კითხვები » 2 – სამუშაო ფურცელი 4: სწავლებისა და სწავლის ხუთი ძირითადი ფორმასწავლებისა და სწავლის ხუთი ფორმა წარმოადგენს მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის ურთიერთობის საუკეთესო ფორმის ხუთ გარემოს.
ამ მიდგომათაგან თითოეული მოითხოვს მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის ურთიერთობისა და თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმას.
აღნიშნული მოდგომები ჩამოყალიბებულია სქემის სახით და იწყება კლასიკური, მასწავლებელზე ორიენტირებული სამუშაოთი (სწავლება პრეზენტაციის საშუალებით), რის შემდეგაც წარმოდგენილია სულ უფრო და უფრო მოსწავლეზე ორიენტირებული ფორმები.
ჩვენ არ გთავაზობთ მასწავლებელზე ორიენტირებული სწავლების ფორმის სრულიად ჩანაცვლებას მოსწავლეზე ორიენტირებული ფორმებით. ნაცვლად ამისა, ჩვენი მტკიცებით, ამ ფორმათა ერთმანეთთან შერწყმა საკმაოდ პროდუქტიულია დასაწყის ეტაპზე, რის შემდეგაც, საბოლოოდ, მოსწავლეზე უფრო მეტად ორიენტირებული სწავლებისა და სწავლის ფორმებზე უნდა გადახვიდეთ.
ერთი შეხედვით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ მოსწავლეზე ორიენტირებული სამუშაო მასწავლებლის მხრიდან ნაკლებ ძალისხმევას გულისხმობს. თუმცა, რეალურად, ეს ასე არ არის. მასწავლებლის როლი იცვლება, რაც დეტალურად იქნება ახსნილი შემდგომში, მასწავლებელი კლასში აქტიური მოღვაწეობიდან უნდა გადაერთოს ისეთ სამუშაოზე, როგორიცაა გაკვეთილის წინასწარი მომზადება და გულდასმით დაგეგმვა, მოსწავლეების დახმარება და ზედამხედველობა, რაც მის როლს კი არ აკნინებს, არამედ, პირიქით, ზრდის.
მოსწავლეები, რომლებმაც საჭიროა, ისწავლონ ის, თუ როგორ უნდა ისწავლონ, სათანადო დახმარებას საჭიროებენ მასწავლებლების მხრიდან, ყველა საგანში. ამ მასშტაბის პროექტი ჩავარდნისათვის იქნება განწირული, თუ მას მხოლოდ ადგილობრივი, ერთ იზოლირებულ კუნძულზე განხორციელებული პროექტის სახე ექნება, მაშინ როცა ყველა დანარჩენ ადგილას მხოლოდ ერთფეროვანი, პრეზენტაციის საშუალებით განხორციელებული სწავლების პრაქტიკა გაგრძელდება, სადაც მოსწავლეებს ასათვისებელი მასალის მხოლოდ გაზუთხვა და გაზეპირება ევალებათ.
სწავლებისა და სწავლის ძირითადი ფორმებია:
- სწავლება პრეზენტაციის საშუალებით;
- ზედამხედველობის ქვეშ, კვლევის საშუალებით განხორციელებული სწავლა (საკლასო განხილვა);
- დამოუკიდებელი და ინტერესით განპირობებული სწავლა;
- ინდივიდუალური სწავლება;
- სწავლა პროექტის ფარგლებში.
სწავლებისა და სწავლის ფორმა |
მოქმედება |
ტიპური მახასიათებლები |
სწავლება პრეზენტაციის საშუალებით | თხრობა, ლექცია, კითხვა კლასში, მოხსენება, განმარტება, ჩვენება, მონიტორზე გამოფენა, მაგალითით სწავლება, დემონსტრირება |
– მე (მასწავლებელს) შემიძლია საგანი პირდაპირ ვასწავლო, კლასში არსებული სიტუაციის მიხედვით, ამით მომენტალურად ჩანს მოსწავლეთა რეაქციები. – ყველა მოსწავლემ უნდა შეძლოს მიზნის მიღწევა, ერთსა და იმავე დროში, ერთსა და იმავე გარემოში, ერთი და იმავე მეთოდითა და საშუალებებით სწავლების პირობებში. – შესწავლის საგანი წინასწარ არის განსაზღვრული და შემდგომ გადაეცემა მოსწავლეებს. |
ზედამხედველობის ქვეშ, კვლევის საშუალებით გახორციელებული სწავლა (საკლასო განხილვა) | დიალოგი, კითხვები, წახალისება, სტიმული, მიმართულების მიცემა, დახმარება | – ახსნა-განმარტებათა გაცვლა-გამოცვლა, მასწავლებლის მხრიდან მოსწავლეების წახალისება და მოსწავლეთა წვლილი სწავლის პროცესში. |
დამოუკიდებელი და ინტერესით განპირობებული სწავლა |
მასწავლებელი: რჩევა, შუამავლობა, დახმარება მოსწავლეები: შერჩევა, დაგეგმვა, კითხვების დასმა, აღმოჩენა, კვლევა, ესკიზების კეთება, დიზაინის შექმნა, ანალიზი, აზროვნება, შემოწმება, კონტროლი |
– მოსწავლეებს ეძლევათ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა. – პრიორიტეტი ენიჭება მოსწავლეების ინტერესებს, საჭიროებებსა და ინიციატივებს. – სწავლის გარემო ხელს უწყობს და ახალისებს მოსწავლეთა აქტივობებს (სივრცის მოქნილი განლაგება, სასწავლო მასალის მრავალფეროვნება, ექსპერიმენტებისათვის გამოყოფილი კუთხე, ნახატები და ა. შ.) – სწავლის მოქნილი გარემო, რომელიც იცვლება საჭიროებებისა და სურვილისამებრ. – თემებისა და მასალების მრავალფეროვნება, რომლიდანაც მოსწავლეები არჩევენ მათთვის საინტერესო თემასა და მასალას. – მოიცავს არა მარტო საკლასო ოთახში წარმოებულ სწავლის პროცესებს. – აქტივობების თავისუფალი არჩევანი. – ინდივიდუალური სამუშაო, ან წყვილებში და ჯგუფებში მუშაობა. – სწავლებისა და სწავლის ამგვარი ფორმა მოსწავლეებს უვითარებს გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარს, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღების უნარს, კვლევის, მყისიერი გადაწყვეტილების მიღების უნარს და კონტექსტზე ორიენტირების უნარს. |
ინდივიდუალური სწავლება |
მასწავლებელი: დიაგნოსტირება, მიმართულების მიცემა, ინსტრუქციის მიცემა, დახმარება, რჩევა, ინფორმაციის მიწოდება, კონტროლი, ზედამხედველობა, მოტივაციის გაღვივება მოსწავლეები: შერჩევა, სამუშაო პროგრამის მოდიფიცირება და შექმნა, კითხვა, მიღწევები, გამეორება და შეფასება |
– სწავლებისა და სწავლის გარემო მორგებულია მოსწავლეთა საჭიროებებზე (რომელსაც განაპირობებს ის ცოდნა, უნარები (უნარები და ნიჭი), რომელიც მოსწავლეებს გააჩნიათ, მათი ინტერესები, სოციალური წარმომავლობა და ოჯახური პირობები და ა.შ.). – სწავლის პროცესში, ინდივიდუალური მოსწავლის საჭიროებების და უნარების გათვალისწინებით, ყველა ელემენტის, მათ შორის აღჭურვილობის, მიზნების, პროცედურების, მეთოდების, დროის, საშუალებების და დახმარების ფორმების (მრავალგანზომილებიანი სპეციფიკაცია) ოპტიმალური კორექტირება. – დიდაქტიკური ხასიათის მასალა, მედიასაშუალებები (კომპიუტერი, სასწავლო პროგრამები, ვიდეოკლიპები, დიაგრამები, მოდელები, სურათები, სახელმძღვანელოები და ა.შ.). – ინდივიდუალური სწავლა ხელს უწყობს სწავლის პროცესის ეფექტურობის ამაღლებას, დროისა და ძალისხმევის დაზოგვას, სისტემურ მიდგომას, მოსწავლეებში დამოუკიდებელი აზროვნებისა და პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბებას. |
სწავლა პროექტის ფარგლებში | მასწავლებელი: შუამავალი, დაკვირვება, რჩევის მიცემა, სტიმულის მიცემა, დახმარება, ორგანიზება, კოორდინირება მოსწავლეები: მიზნების დასახვა, თანამშრომლობა, დაგეგმვა, განხილვა, შეთანხმება ერთმანეთში, მონაცემთა და ინფორმაციის შეგროვება, კითხვების დასმა, გამოყენება, სწავლა, ექსპერიმენტები, გამოცდა, მოდიფიცირება, შექმნა, შემოქმედებითობა, კონტროლი, შეფასება |
მასწავლებელი: შუამავალი, დაკვირვება, რჩევის მიცემა, სტიმულის მიცემა, დახმარება, ორგანიზება, კოორდინირება მოსწავლეები: მიზნების დასახვა, თანამშრომლობა, დაგეგმვა, განხილვა, შეთანხმება ერთმანეთში, მონაცემთა და ინფორმაციის შეგროვება, კითხვების დასმა, გამოყენება, სწავლა, ექსპერიმენტები, გამოცდა, მოდიფიცირება, შექმნა, შემოქმედებითობა, კონტროლი, შეფასება |