2 – სამუშაო ფურცელი 10: თანამშრომლობაზე დაფუძნებული სწავლება და წყვილებში მუშაობის შემოწმება
Living Democracy » Textbooks » განათლება დემოკრატიისათვის » ნაწილი 2 – დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სწავლება » თავი 5 – მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სკოლების შეფასება » 2. მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სკოლების შეფასებასთან დაკავშირებული ამოცანა და ძირითადი კითხვები » 2 – სამუშაო ფურცელი 10: თანამშრომლობაზე დაფუძნებული სწავლება და წყვილებში მუშაობის შემოწმებარა თქმა უნდა, დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების გაკვეთილების ერთობლივი დაგეგმვა კოლეგა-მასწავლებელთან ერთად სასარგებლოა როგორც ინფორმაციის გაცვლისა და კოორდინაციის, ასევე, კლასის განვითარების თვალსაზრისით, მათ შორის, ამ პროცესების ეფექტურობის შეფასების თვალსაზრისით.38 ერთობლივი, თანამშრომლობითი გაკვეთილების დაგეგმვა შეიძლება შემოიფარგლებოდეს მხოლოდ გაკვეთილის მომზადებით (რისი პრაქტიკაც მრავალ ქვეყანას გააჩნია), ან შესაძლებელია მიზნად ისახავდეს ერთობლივ სწავლებას (გუნდური სწავლება). ევროპული ქვეყნების მასწავლებელთა მომზადების ინსტიტუტებში უპირატესობას ანიჭებენ გაკვეთილის დაგეგმვასა და სწავლებაში თანამშრომლობის შესახებ ინიციატივას. ამგვარი სწავლების კულტურის ჩამოყალიბებას საკმაო დრო სჭირდება.
ამოუცნობ ფენომენად რჩება ის ფაქტი, რომ ბევრი მასწავლებელი არც თუ ენთუზიაზმით ეკიდება თავის კოლეგასთან ერთად მუშაობის ინიციატივას.39 შესაძლებელია ამის მიზეზი აპრობირებული მეთოდის არარსებობა იყოს. ან ის, რომ მასწავლებლებს მეტი დროის გატარება მოუწევთ სკოლაში. ან ის, რომ მასწავლებლები გარკვეული შიშით ხვდებიან და გაურბიან კოლეგების მიერ შეფასებას.
გაკვეთილის ერთობლივი დაგეგმვისა და ერთობლივი სწავლების ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს ჯგუფური დასწრება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების გაკვეთილებზე, რაც ასევე დროის დაზოგვის საშუალებაც არის. შეგიძლიათ ისარგებლოთ ქვემოთ მოყვანილი რეკომენდაციებით:40
ჯგუფის მოცულობა: | სამი მასწავლებელი ერთმანეთის გაკვეთილებს ესწრება სემესტრში ორჯერ (სემესტრში თითოეული მასწავლებლის ორ გაკვეთილს ესწრება ორ-ორი მასწავლებელი; თითოეულ მასწავლებელს სემესტრის განმავლობაში უწევს დაესწროს სხვა მასწავლებლების მიერ ჩატარებულ ოთხ გაკვეთილს. |
ორგანიზება: | სამი მასწავლებელი ერთად ადგენს გაკვეთილებზე დასწრების გეგმას, არსებული განრიგის მიხედვით, სკოლის ადმინისტრაციისაგან მითითებების გარეშე. |
სასკოლო საგანი: | მასწავლებლები ესწრებიან და აკვირდებიან ერთმანეთის მიერ ჩატარებულ გაკვეთილებს დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაში. მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ რა ძირითადი საგანი მიჰყავს სკოლაში მასწავლებელს. |
ჯგუფის შედგენა: | ერთ ჯგუფად გაერთიანება შესაძლებელია პირადი კეთილგანწყობის საფუძველზე, რაც ურთიერთნდობის გარანტი შეიძლება იყოს. |
მეთოდისტის ამოცანა: | მეთოდისტის ფუნქციაა, თვალყური ადევნოს გაკვეთილებზე დასწრების სიხშირეს. მეთოდისტი არ მონაწილეობს მასწავლებლების მიერ გაკვეთილების შესახებ წამოჭრილი საკითხების განხილვაში. |
თემატიკა: | კითხვები, რომლებიც შესაძლებელია გაჩნდეს ერთმანეთის გაკვეთილებზე დასწრებისას, შესაძლებელია უკავშირდებოდეს მასწავლებლების განსხვავებულ ინტერესებსა და დამოკიდებულებებს: ა) მასწავლებელს სურს, მოისმინოს კოლეგების კომენტარი გარკვეულ საკითხებზე, ბ) სურს ახალი მეთოდისა ან აქტივობის შემოტანა, რომლის შეფასებაც არის საჭირო, ან გ) შეფასდეს პედაგოგიკური პრინციპები (მაგალითად, სკოლის პროგრამაში ფორმულირებული). |
არსებობს მთელი რიგი მიზეზებისა, რატომაც დაინერგოს ერთობლივი მუშაობისა და გაკვეთილებზე ჯგუფური დასწრების პრაქტიკა, ისევე როგორც გაკვეთილის ერთობლივი დაგეგმვისა და ერთობლივი სწავლების ელემენტი. დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების, სხვა მასწავლებლის მიერ ჩატარებულ გაკვეთილებზე დაკვირვებით, მასწავლებელი იძენს გარკვეულ გამოცდილებას და იყენებს მას საკუთარი გაკვეთილების ჩატარებისას. ეს პრაქტიკა მხოლოდ სხვისი შეფასების ინსტრუმენტს კი არ წარმოადგენს, არამედ სწავლების საკუთარი სტილისა და მეთოდების გაუმჯობესების ინსტრუმენტადაც გვევლინება.
ამ ელემენტების შემოტანის აუცილებლობა შემდეგი მიზეზებით არის განპირობებული:41
- იმის სწავლა, თუ როგორ ასწავლო, უფრო ეფექტურია რეალურ სიტუაციაში, ვიდრე არარეალურ კლასში სწავლების პროცესზე ერთობლივი მსჯელობის დროს.
- არსებობს უამრავი დეტალი, რომელთა მარტივი ახსნაც შეუძლებელია გაკვეთილის შესახებ მსჯელობის დროს, როგორიცაა, ყოველდღიური საქმიანობა, სხეულის ენა, მიმიკა, ქცევა კომუნიკაციის დროს და ა.შ.
- ხედვის შეცვლა და გაკვეთილზე შორიდან დაკვირვება საკუთარი სწავლების პრაქტიკის გადახედვის საშუალებას იძლევა.
- გაკვეთილზე მხოლოდ დაკვირვებისას, მასწავლებელს არ უწევს რაიმეს კეთება, რის შედეგადაც მას ეძლევა დეტალების აღქმისა და მათზე დაფიქრების საშუალება.
- სხვა მასწავლებლის მიერ ჩატარებული ყოველი გაკვეთილიდან შესაძლებელია მთელი რიგი მოსაზრებებისა და იდეების აღება, საკუთარ პრაქტიკაში გამოსაყენებლად. პიროვნული თავისებურებებისა და სწავლების სტილის მრავალფეროვნება საინტერესო მასტიმულირებელ წყაროს წარმოადგენს მასწავლებლისათვის, რომლის მიღებაც არ ხდება გაკვეთილის ჩატარებისა და გაკვეთილისათვის მზადების დროს.
- სწავლის პროცესში კლასზე და გაკვეთილის დაგეგმვისა და მისი მომზადების ყველა ელემენტზე დაკვირვება გულისხმობს მსჯელობას სწავლების დიდაქტიკისა და მეთოდიკის საკითხებზე, რაც სკოლის განვითარების ნაწილს წარმოადგენს და რომელიც მასწავლებლის დონეზე იღებს სათავეს.
38. ა. ჰელმკე (2003 წელი), “Unterrichtsevaluation: Verfahren und Instrumente”, Schulmanagement, 1, 8-11.
29. ა. ჰელმკე (2003 წელი), “Unterrichtsevaluation: Verfahren und Instrumente”, Schulmanagement, 1, 8-11.
30. ჰ. კლიპერტი (2000 წელი), Padagogische Schulentwicklung. Planungs- und Arbeitshilfen zur Forderung einer neuen Lernkultur,Beltz, Weinheim.
31. ტ. ლუდერსი (2001 წელი), Qualitat im Mathematikunterricht der Sekundarstufe I und II, კორნელსენი, ბერლინი.