როდესაც სკოლა იღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ აწარმოოს თვითშეფასება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების თვალსაზრისით, აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ პროცესი ხანგრძლივი იქნება და შესაძლებელია სასკოლო წელიც მოიცვას. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნულ პერიოდში შეიძლება სკოლა მრავალი გამოწვევის წინაშე დადგეს, რაც სხვადასხვა ღონისძიებისა და ქმედების გახორციელებას მოითხოვს.

ქვემოთ მოცემული ჩამონათვალის სახით, რომელიც აღებულია დოკუმენტიდან „სკოლის დემოკრატიული მმართველობის ხარისხის უზრუნველყოფა“ (ევროპის საბჭო, სკოლების დემოკრატიული მმართველობა, 2005 წელი, გვ. 73), გაწვდით ინსტრუქციებს სკოლების თვითშეფასებასთან დაკავშირებით:45

  • ყველა მონაწილის ინფორმირებულობის დონის ამაღლება და დარწმუნება იმაში, რომ სკოლის ფარგლებში განხორციელებული თვითშეფასების პროცესი, დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების თვალსაზრისით, აუცილებლობით არის განპირობებული და პიროვნული, პროფესიული და სკოლის პროგრესის საშუალებას წარმოადგენს;
  • ყველა მონაწილის ინფორმირება  დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების შეფასების ჩარჩოებისა და მიზნების თაობაზე.
  • როგორც პროცესებში მონაწილე მხარეებთან, ასევე სპეციალისტებთან კონსულტაციების საშუალებით, თვითშეფასების ყველაზე ადეკვატური მიდგომის შერჩევა;
  • ქმედითი და საიმედო შეფასების ინსტრუმენტის შემუშავება (როგორიცაა კითხვარები, ინტერვიუებისათვის განკუთვნილი კითხვები), განათლების კვლევითი ინსტიტუტებიდან ან მასწავლებელთა განვითარების ცენტრებიდან მოწვეული სპეციალისტების დახმარებით;
  • სკოლის პერსონალისა და პროცესებში მონაწილე სხვა მხარეების მომზადება შეფასების პროცესისათვის, რაც გულისხმობს მათთვის ინსტრუქციებისა და მითითებების მიწოდებას შეფასების ინსტრუმენტების გამოყენებასთან დაკავშირებით;
  • სამართლიანი, პატიოსანი, ნდობით განმსჭვალული, ინკლუზიური და ანგარიშვალდებულებითა და პასუხისმგებლობით აღსავსე გარემო, ადეკვატური შედეგების უზრუნველსაყოფად.
Educating_democracy_EN.pdf
  • ისეთი გარემოებების აღმოჩენა და აღმოფხვრა, რომელიც ხელს უშლის შეფასების პროცესს.
  • თვითშეფასების, როგორც სწავლის პროცესის გამოწვევის აღქმა და მიღება.
  • შეფასებისათვის საჭირო ცოდნის შეძენა და უნარების განვითარება.
  • პროცესში მონაწილე ყველა მხარის მობილიზება სკოლის გაუმჯობესების საქმეში მონაწილეობის მისაღებად.

45. 2005 წელს, როდესაც შემუშავდა მოცემული ინსტრუმენტი, ცხრილში მოცემული მაჩვენებლები წარმოადგენდა მაჩვენებლებს, რომლებიც ესადაგებოდა მხოლოდ დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებას. ვინაიდან დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებას დაემატა ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლება, ჩვენ შესაბამისი დამატებები შევიტანეთ ცხრილში, რომელიც წინამდებარე სახელმძღვანელოშია მოცემული.