მოსწავლეების მიღწევების შეფასებისა და ქულების მინიჭების სამი განსხვავებული ძირითადი სტანდარტი არსებობს:

  1. ინდივიდუალური კრიტერიუმი: მოსწავლის მიღწევის შედარება მის წარსულ მიღწევებთან.
  2. ობიექტურობის კრიტერიუმი:  მოსწავლის მიღწევის შედარება სწავლის მიზნებთან.
  3. სოციალური კრიტერიუმი: მოსწავლის მიღწევის შედარება კლასში სხვა მოსწავლეების მიღწევებთან ან იმ ასაკობრივი ჯგუფის წევრების მიღწევებთან, რომელსაც იგი განეკუთვნება.

კრიტერიუმი

ინდივიდუალური კრიტერიუმი

ობიექტურობის კრიტერიუმი

სოციალური კრიტერიუმი

შედარების კრიტერიუმი პროგრესი სწავლაში სწავლის მიზანი ნორმალური განაწილების მრუდი, საშუალო არითმეტიკული გადახრა
ინფორმაცია რა ცოდნა და უნარები შეიძინა მოსწავლემ დროის განსაზღვრულ მონაკვეთში? რა დონემდე შეძლო მოსწავლემ სწავლის მიზნის მიღწევა? საშუალო მაჩვენებლიდან რა გადახრა ფიქსირდება ინდივიდუალური პროგრესის თვალსაზრისით?
შეფასების ტიპი ტესტები, ვერბალური შეფასება, შუალედური ანგარიში სწავლაში მიღწევის შესახებ, დაკვირვების სტრუქტურული ფორმა მიზანზე ორიენტირებული ტესტი, შუალედური ანგარიში სწავლაში მიღწევის შესახებ, დაკვირვების სტრუქტურული ფორმა კლასის საშუალო შედეგებზე აგებული ტესტი

პედაგოგიური მნიშვნელობა

ძალიან მაღალი ძალიან მაღალი ძირითადად გამოიყენება შერჩევის წარმოებისას; არ არის ორიენტირებული მოსწავლის ხელშეწყობაზე