ყოველდღიურ სასკოლო პრაქტიკაში მასწავლებელთა მიერ სწავლების პროცესის თვითშეფასება, შეფასების ყველაზე პრაგმატული და მარტივი მეთოდია. ჩვეულებრივ, შეფასების ეს ფორმა ავტომატურად მიმდინარეობს მასწავლებლებს შორის კომუნიკაციისას, მაგრამ მას არა აქვს სისტემური ხასიათი. უმეტესწილად,  მასწავლებლები მათ მიერ წარმართულ სწავლებას აჯამებენ მაშინ, როდესაც ამის აუცილებლობას გრძნობენ, ან როდესაც ამას ინტუიცია ჰკარნახობს და თითქმის ყოველთვის ეს ხდება მაშინ, როცა ისინი არ არიან კმაყოფილი შედეგებით. თვითშეფასების პროცესის ხელშეწყობის მიზნით, შეგიძლიათ ისარგებლოთ კითხვარით, რომელის ნიმუშიც ქვევით არის მოყვანილი:

  • როგორ შევძელი სწავლის პროცესის წახალისება?
  • როგორ შევძელი მოსწავლეების ინტერესის გამახვილება განსახილველი თემის შინაარსზე?
  • შეძლეს მოსწავლეებმა, მისულიყვნენ ძირითად პრობლემამდე ან ამოცანამდე?
  • შესასწავლ მასალაში გამოკვეთილი იყო თუ არა ძირითადი საკითხი?
  • რამდენი კითხვა დავსვი?
  • რა ტიპის კითხვები დავსვი?
  • რა ტიპის კითხვები დასვეს მოსწავლეებმა?
  • იყო კითხვები დაკავშირებული ძირითად პრობლემასთან ან ამოცანასთან?
  • რა გარემოებებმა განაპირობა მოსწავლეებში ამა თუ იმ კითხვის დასმის სურვილის აღძვრა?
  • ყურადღებით ვუსმენდი ჩემს მოსწავლეებს?
  • იცავდნენ თუ არა მოსწავლეები წინასწარ შეთანხმებულ კომუნიკაციის წესებს?
  • როგორ ვრეაგირებდი მოსწავლეების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებზე?
  • ვიმეორებდი მოსწავლეების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს სიტყვა-სიტყვით?
  • გამოვიყენე სტერეოტიპები მოსაზრებების გასამყარებლად?
  • შევნიშნე მოსწავლეებს შორის ურთიერთობის წახალისება და ხელშეწყობა?
  • დაახლოებით რა პროცენტს შეადგენდა ჩემი ჩართულობა სწავლის პროცესში?
  • დაახლოებით რა პროცენტს შეადგენდა ჩემი მოსწავლეების ჩართულობა სწავლის პროცესში?
  • შევნიშნე მოსწავლეები, რომელთა ჩართულობაც სწავლის პროცესში ძალიან მაღალი პროცენტით ფასდება?
  • როგორი იყო ეგრეთ წოდებული „რთული“ მოსწავლეების ჩართულობა სწავლის პროცესში?
  • ჩემი ყურადღება განსაკუთრებულად იყო მიმართული ზოგიერთი მოსწავლისადმი?
  • როგორ წარმოიშვა კონფლიქტური სიტუაცია?
  • როგორ წარიმართა კონფლიქტები?
  • როგორ მოგვარდა კონფლიქტები?
  • მოსწავლეებისათვის გასაგები იყო მათ წინაშე დასახული ამოცანები?
  • როგორ მოხერხდა ამოცანების ჩართვა სწავლის პროცესში?
  • როგორ ვეხმარებოდი ჩემს მოსწავლეებს?
  • როგორ მოხდა შედეგების დემონსტრირება?
  • როგორ აწარმოებდნენ მოსწავლეები შეძენილი ცოდნის, მათ მიერვე გაკეთებული აღმოჩენების შესახებ ჩანაწერებს?
  • სხვა კითხვები?

მსგავსი კითხვარის გამოყენება შედეგი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ხდება სწავლებისა და მისი ეფექტების შესახებ მყარი, მეცნიერულად დადასტურებული და ემპირიული კვლევით გამყარებული ცოდნის საფუძველზე. ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში, მოცემულ კითხვებზე პასუხის გაცემის შედეგი მხოლოდ იძულებით შეიძლება განხორციელებულ მოქმედება იყოს და მეტი არაფერი. გარდა ამისა, მსგავსი კითხვარების უმეტესობა მოიცავს სხვადასხვა ასპექტს, მაგრამ  მათში არ არის სრულად შესული ყველა ის ასპექტი, რომელმაც შესაძლებელია თავი იჩინოს გაკვეთილის მსვლელობისას. აქედან გამომდინარე, კითხვარების გამოყენებისას, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დავეყრდნოთ მხოლოდ მათ და გავითვალისწინოთ, რომ გაუთვალისწინებელი გარემოებებიც შეიძლება გამოიკვეთოს.36

36. გ.ე. ბეკერი (1998 წელი), Unterricht auswerten und beurteilen, Beltz, Weinheim.