2 – სამუშაო ფურცელი 9: ჟურნალებთან, სააღრიცხვო ჟურნალებთან, პორტფოლიოებთან მუშაობა37
Living Democracy » Textbooks » განათლება დემოკრატიისათვის » ნაწილი 2 – დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სწავლება » თავი 5 – მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სკოლების შეფასება » 2. მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სკოლების შეფასებასთან დაკავშირებული ამოცანა და ძირითადი კითხვები » 2 – სამუშაო ფურცელი 9: ჟურნალებთან, სააღრიცხვო ჟურნალებთან, პორტფოლიოებთან მუშაობა37მასწავლებელთა თვითშეფასების საუკეთესო მეთოდს წარმოადგენს სწავლების შეჯამება ჟურნალების, სააღრიცხვო ჟურნალებისა და პორტფოლიოების გამოყენებით, რაც საუკეთესო საფუძველია დიდაქტიკისა და პედაგოგიურ საკითხებზე საუბრების დასაწყებად.
ჟურნალი
ჩვეულებრივ, ჟურნალი შედგენილია იმგვარად, რომ დიალოგის წარმოების საშუალებას იძლევა (იმავე საგნის სხვა მასწავლებელთან, სხვა სკოლის მასწავლებელთან და ა.შ.). მასწავლებელი ჟურნალს აწარმოებს დღიურის სტილში, სადაც შეაქვს ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ, პირადი ინტერპრეტაციები და დამოკიდებულებები კონკრეტული გაკვეთილის, ქცევის ან ურთიერთობის ფორმის შესახებ, რომელიც მან გამოავლინა. ჟურნალში გათვალისწინებულია ადგილი ისეთი ტიპის ინფორმაციის შესატანად, როგორიცაა, როგორც პირადი, ასევე, სხვების მიერ გაკეთებული შენიშვნები და ინტერპრეტაციები; და სწავლებისა და სწავლის პროცესების შესახებ ისეთი კითხვები და მოსაზრებები, რომლებიც ემთხვევა სხვა მასწავლებლების მოსაზრებებს, საუკეთესო საფუძველს ქმნის საკითხებზე მსჯელობის წამოწყებისათვის. დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების გაკვეთილების შეჯამების პროცესში რეკომენდებულია მსჯელობა და მოსაზრებების გაცვლა-გამოცლა იმ მასწავლებელთან, რომელიც ასევე კარგად ერკვევა დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების პრინციპებში.
სააღრიცხვო ჟურნალი
სააღრიცხვო ჟურნალში პროცესები აღიწერება ყოველგვარი კომენტარებისა და პირადი შენიშვნების გარეშე. მასწავლებელს შეუძლია, მოგვიანებით გაეცნოს სააღრიცხვო ჟურნალში შეტანილ ფაქტებს და გააკეთოს შესაბამისი დასკვნები. ამ თვალსაზრისით, სააღრიცხვო ჟურნალი შეიძლება შევადაროთ დღიურს ან ჟურნალს, სადაც არ არის წარმოდგენილი პირადი ინტერპრეტაციისა და დიალოგის ელემენტები. სააღრიცხვო ჟურნალის გამოყენების არსი ისაა, რომ მასწავლებელი მოკლე პერიოდის შემდეგ გაეცნოს იქ შეტანილ ინფორმაციას. ვინაიდან სააღრიცხვო ჟურნალში შედის შენიშვნები და კომენტარები, გარკვეული პერიოდის შემდეგ რთული ხდება გაკვეთილის ელემენტების მეხსიერებაში აღდგენა.
პორტფოლიო
მასწავლებლის პორტფოლიო წარმოადგენს მასალათა ნაკრებს, რომელსაც ადგენს მასწავლებელი. დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების თვალსაზრისით, პორტფოლიოს დანიშნულებაა მასწავლებლის წარმატებებისა და იმ სფეროების გამოვლენა, რომელიც დახვეწასა და გამოსწორებას საჭიროებს. პორტფოლიო წარმოადგენს ინსტრუმენტს, რომელიც ავლენს მასწავლებლის კომპეტენციებს კონკრეტულ სფეროებში. თანამდროვე მასწავლებელთა მომზადებისა და წვრთნის პროგრამებში გამოყენებული პორტფოლიოები მასწავლებელთა კვალიფიკაციის ზოგად ინსტრუმენტად არის წარმოდგენილი. მეორე მხრივ, პორტფოლიო წარმოადგენს მასწავლებლის მოღვაწეობის შემაჯამებელ ინსტრუმენტს. მისი საშუალებით შესაძლებელია ჩატარებული გაკვეთილების ეფექტურობის, გამოყენებული მეთოდების, მასწავლებლის მოსწავლეებთან ურთიერთობის და ა.შ. როგორც შეფასება, ასევე, კრიტიკა. ინფორმაცია, რომელიც შეიძლება მოცემული იყოს პორტფოლიოში, მოიცავს:
- მასწავლებლის მოკლე ბიოგრაფიას;
- კლასის აღწერას;
- გაკვეთილისათვის შერჩეული მასალას (მათ შორის სამუშაო ფურცლები, მასალა მოსწავლეებისათვის);
- მასწავლებლის მიერ შეფასებული მოსწავლეების ნამუშევრებს;
- ტესტების შედეგებს (იმ შემთხვევაში, თუ გამოიყენება ტესტები);
- მასწავლებლის პირად მოსაზრებას დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების გაკვეთილებზე;
- მასწავლებლებისა და კოლეგების მოსაზრებებს, რომლებიც დაესწრნენ ამ მასწავლებლის მიერ ჩატარებულ, დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების გაკვეთილებს;
- პროექტის ამსახავ დოკუმენტაციას, იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებლის ინიციატივით განხორციელდა რაიმე პროექტი, დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების ფარგლებში.
37. წინამდებარე სამუშაო ფურცელში რეკომენდებული მეთოდები შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მოსწავლეების მიერაც, და წარმოადგენს სხვადასხვა ევროპული ქვეყნის სწავლებისა და სწავლის კულტურაში გამოყენებულ საერთო ინსტრუმენტს.