გარკვეულ თემაზე თქვენი ნამუშევრის საზოგადოებისათვის გაცნობა შესაძლებელია რეპორტიორის როლის შესრულებით და საგაზეთო სტატიის შექმნით. დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაში საგაზეთო სტატიის შექმნა საკუთარი მოსაზრების გასაჯაროების ერთ-ერთ საშუალებად მიიჩნევა. თქვენმა სტატიამ შესაძლებელია სასიკეთოდ იმოქმედოს საზოგადოებაზე და გამოასწოროს ის, რისი გამოსწორებაც არის საჭირო.

საგაზეთო სტატია სხვადასხვა კომპონენტებისაგან შედგება:

  • სათაური: უნდა იყოს ლაკონური და გასაგები;
  • შესავალი: მკითხველისათვის თემის გაცნობა, სულ რამდენიმე ძალიან მოკლე წინადადებით;
  • ავტორები: ვინ არის სტატიის ავტორი?
  • სტატიის ტექსტი: თავად სტატია;
  • ქვესათაურები: გამოყოფს „თავებს“, მკითხველისათვის უკეთ აღსაქმელად;
  • სურათი: სურათი, რომელიც შეესაბამება სტატიის ტექსტს და რომელსაც დართული აქვს მცირე განმარტება.
რჩევები
  • დღევანდელ გაზეთში გამოქვეყნებული სტატია განიხილეთ ზემოთ მოცემული სქემის მიხედვით. შეგიძლიათ ამოიცნოთ საგაზეთო სტატიის სხვადასხვა კომპონენტი?
  • საგაზეთო სტატიის სხვადასხვა კომპონენტი სხვადასხვა ფერის მარკერით გააფერადეთ.
  • ყურადღება მიაქციეთ შრიფტის სტილს (გამუქებული, ნორმალური, დახრილი).
  • თქვენ მიერ მოპოვებული საგაზეთო სტატია შეადარეთ თქვენი თანაკლასელების მიერ შერჩეულ საგაზეთო სტატიებს.
  • საკუთარი სტატიის შექმნისას გამოიყენეთ საგაზეთო სტატიისათვის დამახასიათებელი კომპონენტები.