ვიზრდებით დემოკრატიულ საზოგადოებაში

Living Democracy » Textbooks » ვიზრდებით დემოკრატიულ საზოგადოებაში

სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისადა ადამიანის უფლებათა შესახებ – ძირითადი საცნობარო მასალა მასწავლებლებისათვის…

Read More…

წინამდებარე სახელმძღვანელო „ვიზრდებით დემოკრატიულ საზოგადოებაში“ განკუთვნილია მასწავლებლებისათვის, რომელთა მიზანს წარმოადგენს დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებისა და ადამიანის უფლებათა შსახებ სწავლების ჩართვა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის სასწავლო პროგრამაში. სახელმძღვანელო შედგება ცხრა სასწავლო თავისაგან, თითოეული მოიცავს დაახლოებით ოთხ გაკვეთილს. სახელმძღვანელოში მოცემულია გაკვეთილების მსვლელობის დაწვრილებითი, საფეხურებრივი აღწერა და აქტივობებთან დაკავშირებული დეტალური ინსტრუქციები. სახელმძღვანელოს დართული აქვს მოსწავლეებისათვის დასარიგებლად  განკუთვნილი სამუშაო ფურცლები და ძირითადი ინფორმაცია, რომელსაც უნდა ფლობდეს მასწავლებელი. მთლიანად სახელმძღვანელოში შესული მასალა გათვლილია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დაწყებით საფეხურზე ( მე-4, მე-5  ან  მე-6 კლასის მოსწავლეებისათვის) დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებისათვის, ერთი აკადემიური წლის განმავლობაში.  მაგრამ ვინაიდან სახელმძღვანელოში შესული ყველა თავი დასრულებულ და სრულყოფილ ერთეულს წარმოადგენს, ეს სახელმძღვანელოში შესული მასალის სხადასხვანაირად გამოყენების დიდ შესაძლებობებს იძლევა. მოცემული სახელმძღვანელო შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა დისციპლინის სახელმძღვანელოთა რედაქტორების, სასწავლო პროგრამების ავტორების, სტაჟიორი მასწავლებლებისა და დამწყები მასწავლებლების მიერ.

დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების მიზანს წარმოადგენს ისეთი მოსწავლეების აღზრდა, რომლებიც აქტიურ მოქალაქეებად უნდა ჩამოყალიბდნენ, რომლებსაც ექნებათ სურვილი და შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიულ საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებში. აქედან გამომდინარე, დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებასა და ადამიანის უფლებათა შეასახებ სწავლებაში ყურადღება გამახვილებულია აქტივობებსა და ამოცანაზე დაფუძნებულ სწვლაზე. სკოლის საზოგადოება აღიქმება სფეროდ, სადაც შესაძლებელია ჭეშმარიტი გამოცდილების მიღება, სადაც მოზარდებს აქვთ შესაძლებლობა, ისწავლონ, თუ როგორ მიიღონ მონაწილეობა დემოკრატიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და სადაც მათ ადრეული ასაკიდან შეუძლიათ გააცნობიერონ მათზე დაკისრებული პასუხისმგებლობა. დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების ძირითადი ცნებები შეისწავლება იმ ინსტუმენტებით, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე გამოადგებათ.

$vol_num
რედაქტორები

როლფ გოლობი, პიტერ კრაფი, ვილტრუდ ვეიდინგერი

ავტორები

როლფ გოლობი და ვილტრუდ ვეიდინგერი

ტომი (2)

სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ, წიგნები, I –VI დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სწავლების პროცესის თანამიმდევრობა, ცნებები, მეთოდები და მოდელები

კორექტურა

ნათია ნაცვლიშვილი

თარჯიმანი

მაია გვიტიძე