II. დამხმარე ინსტრუმენტები მოსწავლეებისათვის (ნაკრები) შესავალი
Living Democracy » Textbooks » ვიზრდებით დემოკრატიულ საზოგადოებაში » სახელმძღვანელო მოსწავლეებისათვის » II. დამხმარე ინსტრუმენტები მოსწავლეებისათვის (ნაკრები) შესავალიძვირფასო მოსწავლეებო,
წინამდებარე დამხმარე ინსტრუმენტები თქვენთვის არის განკუთვნილი. შემდეგ გვერდებზე თქვენ იხილავთ ინსტრუმენტებს, რომლებიც სხვადასხვა დავალების შესრულებაში თუ ამოცანისათვის თავის გართმევაში გაგიწევთ დახმარებას, როგორც გაკვეთილების დროს, ასევე, სკოლის გარეთ, საშინაო დავალებების შესრულების დროს. რას წარმოადგენს ინსტრუმენტი? თქვენთვის ცნობილია, რომ ჩაქუჩი, სახრახნისი და მაკრატელი ინსტრუმენტებს წარმოადგენს. სწავლის პროცესში, ინსტრუმენტი წარმოადგენს მეთოდს, რომელიც უკეთ სწავლაში გეხმარებათ. როდესაც თქვენთვის ცნობილია, რა საშუალებებითა და გზებით უნდა მოიძიოთ ინფორმაცია, როგორ უნდა გააცნოთ სხვებს თქვენ მიერ მოძიებული ინფორმაცია ან როგორ უნდა მოამზადოთ პრეზენტაცია, თქვენ უკეთ ხართ მომზადებული ცხოვრებისათვის.
თქვენი მასწავლებელი აგიხსნით, თუ როდის და როგორ და რომელი ინსტრუმენტი უნდა გამოიყენოთ, მაგრამ თქვენ თავადაც შეგიძლიათ, მიიღოთ გადაწყვეტილება ამის თაობაზე, თუ ჩათვლით, რომ ისინი დახმარებას გაგიწევთ.
წინამდებარე სახელმძღვანელოში მოცემული ინსტრუმენტები სხვადასხვა დავალების შესრულებაში გაგიწევთ დახმარებას, როგორიცაა:
- როგორ უნდა მოიძიოთ და შეაგროვოთ ინფორმაცია;
- როგორ უნდა დაახარისხოთ თქვენ მიერ მოპოვებული ინფორმაცია;
- როგორ უნდა შექმნათ შემოქმედებითი ნამუშევარი;
- როგორ უნდა წარადგინოთ თქვენი ნამუშევარი;
- როგორ უნდა იმუშაოთ სხვა მოსწავლეებთან ერთად.
თითოეული ინსტრუმენტი ცალკე ფურცლიდან იწყება. თქვენ მათ დამოუკიდებლად შეგიძლიათ გაეცნოთ, ან გაეცნოთ თქვენს თანაკლასელებთან ერთად.
შესაძლებელია, თქვენთვის ზოგიერთი ინსტრუმენტი ცნობილი იყოს. ზოგიერთი ინსტრუმენტი კი ახალი იქნება და სამუშაოს შესრულებაში დაგეხმარებათ.
ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ თქვენთვის სასიამოვნო იქნება მოცემული ინსტრუმენტების გამოყენებით მუშაობა და მუშაობის პროცესში ბევრ საინტერესო რამეს შეიტყობთ!
- 1. კვლევის წარმოება ბიბლიოთეკებში
ბიბლიოთეკებში თქვენ შეგიძლიათ უამრავი ინფორმაცია მოიძიოთ, რომელიც თქვენ მიერ წარმოებული კვლევისათვის გამოგადგებათ. იმისათვის, რომ შეძლოთ ამ ინფორმაციით სარგებლობა, საჭიროა ფლობდეთ უნარს, ამოარჩიოთ...
- 2. კვლევის წარმოება ინტერნეტის გამოყენებით
ინტერნეტის საშუალებით შეგიძლიათ მოიპოვოთ ინფორმაცია ნებისმიერ თემაზე, რისი წარმოდგენაც კი შეგიძლიათ. მთავარია, დაფიქრდეთ იმაზე, თუ როგორ შეძლებთ ყველაზე მნიშვნელოვანი და სარწმუნო ინფორმაციის...
- 3. ინტერვიუებისა და გამოკითხვების წარმართვა
ინფორმაციის მოპოვება შესაძლებელია ადამიანებთან კომუნიკაციის საშუალებით, მაგალითად, როდესაც ადამიანებს უსვამთ კითხვებს იმ მიზნით, რომ მათი პასუხებიდან შეიტყოთ ის, რაც მათ იციან მოცემულ...
- 4. სურათებისა და გამოსახულებების ინტერპრეტირება
ტექსტის მსგავსად, სურათიც მრავალ ინფორმაციას შეიცავს. შემდეგი რჩევები დაგეხმარებათ სურათის ინტერპრეტაციასა და მის აღქმა-გაგებაში. ზოგადი ინფორმაცია სურათის შესახებ: რომელი ფერებია გამოკვეთილი სურათზე?...
- 5. წარმოსახვითი გეგმის მომზადება
წარმოსახვითი გეგმა გეხმარებათ აზრების მოწესრიგებაში. სწორედ ამას გამოხატავს თავად სიტყვაც. წარმოსახვითი გეგმის გამოყენება შესაძლებელია ბევრ სხვადასხვა სიტუაციაში, როდესაც საჭიროა იაზროვნოთ გარკვეულ თემაზე:...
- 6. პოსტერის შექმნა
პოსტერის საშუალებით, თქვენ აკეთებთ საკუთარი ნამუშევრის შედეგების შეჯამებას და წარუდგენთ მას თანაკლასელებს. მნიშვნელოვანია, პოსტერი ისე იყოს ორგანიზებული, რომ იქცევდეს ხალხის ყურადღებას. მის...
- 7. გამოფენის მოწყობა
გამოფენა მოსწავლეების ჯგუფს ეხმარება, საკუთარი ნამუშევარი წარუდგინონ დანარჩენ მოსწავლეებს (კლასს ან მოწვეულ სტუმრებს), რათა მათ შეექმნათ წარმოდგენა იმაზე, თუ რა სამუშაო შეასრულა...
- 8. პრეზენტაციების მომზადება და გაკეთება
სკოლაში თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, სიტყვით წარსდგეთ თანაკლასელთა, მშობლების ან სხვა მოსწავლეების წინაშე. ყველა შემთხვევაში, საჭიროა, კარგად მოამზადოთ სიტყვა, რომლითაც გეგმავთ გამოსვლას. ქვემოთ...
- 9. პრეზენტაციის მომზადება სლაიდების ან PowerPoint-ის გამოყენებით
PowerPoint-ის გამოყენებით, ან გამომსვლელის თავს ზემოთ მოთავსებულ პროექტორზე ნაჩვენები სლაიდების საშუალებით წარმოებული პრეზენტაციები ფართოდ გამოიყენება და ორივე მეთოდზე ერთი და იგივე წესები...
- 10. საგაზეთო სტატიის მომზადება
გარკვეულ თემაზე თქვენი ნამუშევრის საზოგადოებისათვის გაცნობა შესაძლებელია რეპორტიორის როლის შესრულებით და საგაზეთო სტატიის საშუალებით. დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაში, საგაზეთო...
- 11. წარმოდგენის გამართვა
სიტუაციის ინსცენირება საუკეთესო საშუალებაა ცხოვრებისეულ სიტუაციებზე დასაკვირვებლად. სცენის შექმნა შესაძლებელია სურათების, მუსიკალური ნაწარმოების ან საგნების გამოყენებით. სიტუაციის ინსცენირებისას, საჭიროა გარკვეული როლის თამაში....
- 12. დებატების წარმოება
დებატები გვეხმარება, დავრწმუნდეთ საკითხის ირგვლივ განსხვავებული მოსაზრებების არსებობაში და გავაანალიზოთ სადავო საკითხის დადებითი და უარყოფითი მხარეები. დებატების წარმოებისათვის საჭიროა არსებობდეს სადავო კითხვა,...