გამოფენა მოსწავლეების ჯგუფს ეხმარება, საკუთარი ნამუშევარი წარუდგინონ დანარჩენ მოსწავლეებს (კლასს ან მოწვეულ სტუმრებს), რათა მათ შეექმნათ წარმოდგენა იმაზე, თუ რა სამუშაო შეასრულა ჯგუფმა. ქვევით მოცემული რჩევები დაგეხმარებათ გამოფენის დაგეგმვასა და გამართვაში.

რჩევები

1. რისი ჩვენება გვსურს?
  • რა არის ის მთავარი გზავნილი, რისი თქმაც გვსურს ამ გამოფენის საშუალებით?
  • რა სახელწოდება შევურჩიოთ გამოფენას?
2. ვინ შეადგენს აუდიტორიას?
  • ჩვენი სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები?
  • მშობლები და დედმამიშვილები?
  • კლიენტები ტურისტული სააგენტოდან?
3. სად გაიმართება გამოფენა?
  • საკლასო ოთახში თუ სკოლის სხვა ტერიტორიაზე?
  • საჯარო ადგილზე (მუნიციპალური შენობის დარბაზში, მაგალითად)?
  • რა სივრცე ექნება დათმობილი გამოფენას და როგორი იქნება განათება?
  • გვექნება ის ინფრასტრუქტურა, რომელიც გვსურს?
4. როგორ გავხადოთ გამოფენა შთამბეჭდავი და დაუვიწყარი?
  • მოდელები და საგამოფენო ექსპონატები ისე უნდა განვათავსოთ, რომ  შესაძლებელი იყოს ხელით შეხება?
  • უნდა გავითვალისწინოთ და გამოვყოთ სივრცე იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს საგამოფენო ტერიტორიაზე თამაშის მოწყობა, ექსპონატების მოსინჯვა, მათზე დაკვირვება თუ ექსპერიმენტის ჩატარება?
  • შევქმნათ მუსიკალური ფონი ან ჩვენ თავად დავუკრათ მუსიკა?
  • შევთავაზოთ დამთვალიერებლებს მსუბუქი სადილი?
  • დავნიშნოთ გიდები, რომლებიც დამთვალიერებლებს ექსპონატებს გააცნობენ?
  • დავამზადოთ ფლაერები, რომლებიც დამთვალიერებლებს ექსპონატებს გააცნობს?
  • მოვაწყოთ შეჯიბრება ან ვიქტორინა?
5. ვის უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია გამოფენის შესახებ გამოფენის გამართვამდე?
  • სკოლის მასწავლებლები?
  • სკოლის მომსახურე პერსონალი?
  • სკოლის საბჭოს წევრები?
  • უფროსი მასწავლებელი?
  • ექსპერტი, რომელიც დაგვეხმარება გამოფენის გამართვაში?
  • სტუმრები?
6. რა უნდა გავაკეთოთ?
  • შევადგინოთ გეგმა?
  • შევადგინოთ მასალათა ჩამონათვალი?
  • შევადგინოთ დროის განრიგი (ვინ რას აკეთებს და როდის)?
  • ვაწარმოოთ ხარჯთაღრიცხვა (რა თანხა გვაქვს ხელთ და რამდენი დავხარჯეთ)?
  • დავამზადოთ ფლაერები ან მოსაწვევი ბარათები?
  • მივაწოდოთ ინფორმაცია ადგილობრივ გაზეთს?
7. რა შეფასება ექნება გამოფენას?
  • რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმები?
  • ვინ შეაფასებს გამოფენას (მასწავლებლები, თანაკლასელები, მოწვეული სტუმრები)?