თავი 1: ინდივიდუალობა – მე და საზოგადოება, რომელსაც ვეკუთვნი

Living Democracy » Textbooks » ვიზრდებით დემოკრატიულ საზოგადოებაში » თავი 1: ინდივიდუალობა – მე და საზოგადოება, რომელსაც ვეკუთვნი

თავი 1: ძირითადი ცნება – „ინდივიდუალობა“ (დაწყებითი საფეხურისათვის)

ინფორმაცია მასწავლებლებისათვის: რა გავლენას ახდენს მოსწავლეების თვითშეფასება მათ პიროვნებაზე, ჯგუფში მათ მონაწილეობასა და მათ მიერ საზოგადოების აღქმაზე?

„ინდივიდუალობა“ ფსიქოლოგიაში უკავშირდება წარმოდგენას საკუთარი პიროვნების შესახებ (პიროვნების გონებაში ჩამოყალიბებული წარმოდგენა საკუთარი თავის შესახებ), თვითშეფასებასა და ინდივიდუალურობას. გენდერული იდენტობა ინდივიდუალობის ცნების მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. იგი მნიშვნელოვნად განაპირობებს პიროვნების მიერ საკუთარი თავის – როგორც პიროვნების აღქმას, ასევე, საკუთარი თავის აღქმას სხვებთან დამოკიდებულებაში და, აქედან გამომდინარე, განსაზღვრავს ამ პიროვნების ქმედებასა და წვლილს ჯგუფში.

„ინდივიდუალობა“ სოციოლოგიაში ფოკუსირებულია ქცევის მოდელის ცნებაზე. ამ თვალსაზრისით, პიროვნება საკუთარი ინდივიდუალობის შესახებ აღმოჩენას აკეთებს სოციალურ გარემოში როლებისა და ფუნქციების შესწავლისა და ამ როლებში პირადი გამოცდილების საშუალებით.

თუმცა ტერმინი „ინდივიდუალობა“, ჩვეულებრივ, პიროვნების ინდივიდუალობას აღნიშნავს – ყველა იმ მახასიათებელს, რაც მას სხვებისაგან გამორჩეულსა და უნიკალურს ხდის. ამასთან, სოციოლოგიაში მოცემული ტერმინი ხშირად სოციალური ინდივიდუალობის აღსანიშნავად გამოიყენება, ან აღნიშნავს კონკრეტული ჯგუფისადმი მიკუთვნებას, რაც პიროვნების ინდივიდუალობას განსაზღვრავს.

ნათელია, რომ ინდივიდუალობა ძალიან მნიშვნელოვან ცნებას წარმოადგენს სხვადასხვა სფეროსათვის. დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების კონტექსტში ინდივიდუალობას სპეციფიკური დატვირთვა აქვს: როდესაც ადამიანები აცნობიერებენ საკუთარ პოზიციას, მათ შეუძლიათ, დახმარება გაუწიონ ერთმანეთს ინდივიდუალურად და ჯგუფურად. ეს არის პროცესი, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება და მუდმივად განიცდის ცვლილებას. პიროვნების მიერ საკუთარი ინდივიდუალობის გაცნობიერების ან აღმოჩენის ხელშეწყობა, აქედან გამომდინარე, ადრეული ასაკიდან არის საჭირო. ამისათვის დიდაქტიკური საშუალებები კი არ გვჭირდება, არამედ პიროვნებისათვის გარკვეული შესაძლებლობების მინიჭება, რათა მან საკუთარი თავი აღმოაჩინოს, ყველა იმ დადებითი და უარყოფითი მხარეებით, რაც ამ პროცესს სდევს თან. ღია და დემოკრატიული საზოგადოების ფუნქციონირება მხოლოდ იმ შემთხვევაში არის შესაძლებელი, თუ ინდივიდუალურ პირებს აქვთ შესაძლებლობა, დაიცვან სხვები ისე, რომ ამ პროცესში არ დაკარგონ საკუთარი ინდივიდუალობა.

დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლების მიზანს წარმოადგენს კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობა სამ სფეროში: მოცემულ თავში, ამ კომპეტენციების განვითარების თვალსაზრისით, შემდეგი სურათი გვაქვს:

კომპეტენცია …
… პოლიტიკური ანალიზი და განსჯა … მეთოდის გამოყენება … პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება და მოქმედება
** *** *
დამხმარე ინსტრუმენტები
წინამდებარე თავში გამოიყენება ქვევით მოცემული ინსტრუმენტები, მოსწავლეთათვის განკუთვნილი დამხმარე ინსტრუმენტებიდან. მასწავლებელმა უნდა გადაწყვიტოს, სჭირდება თუ არა ყველა მოსწავლეს ან ზოგიერთ მოსწავლეს დამატებითი ინსტრუქციები, მოცემული ინსტრუმენტებით სარგებლობასთან დაკავშირებით.
0 ინფორმაციის მოძიება ბიბლიოთეკებში
0 ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში
0 ინტერვიუებისა და კვლევების წარმართვა
X გამოსახულებებისა და სურათების ინტერპრეტირება
0 გონებრივი ვიზუალიზაცია/წარმოსახვა
0 პოსტერების შექმნა
X გამოფენების მოწყობა
X პრეზენტაციების დაგეგმვა და გამართვა
0 პრეზენტაციების გამართვა სლაიდების და PowerPoint-ის პროგრამის თანხლებით
0 საგაზეთო სტატიების დაწერა
0 წარმოდგენების გამართვა
0 დებატების წარმოება

 

თავი 1: ინდივიდუალობა

მე და საზოგადოება, რომელსაც ვეკუთვნი

რა გავლენას ახდენს მოსწავლეების თვითშეფასება მათ პიროვნებაზე, ჯგუფში მათ მონაწილეობასა და მათ მიერ საზოგადოების აღქმაზე?

გაკვეთილის თემა სწავლის მიზნები მოსწავლის ამოცანა რესურსები მეთოდები

გაკვეთილი 1:

ეს არის ის, რაც მე მომწონს

მოსწავლეები აღმოაჩენენ, თუ რა უნარებსა და ცოდნას ფლობენ ისინი და მათი თანაკლასელები. მოსწავლეები ეცნობიან გენდერული სტერეოტიპების გავლენას. მოსწავლეები ჩანაწერებს აკეთებენ იმის შესახებ, თუ რას ანიჭებენ უპირატესობას და როგორია მათი ქცევა, ოთხ კატეგორიაში. ისინი თავიანთ პასუხებს უზიარებენ სხვა მოსწავლეებს და მსჯელობენ მათზე. ქაღალდის ფურცლები და კალმები, მოსწავლეთათვის განკუთვნილი სამუშაო ფურცლების („მე მომწონს და მე არ მომწონს“ ცხრილი) ასლები. დამოუკიდებელი სამუშაო და ჯგუფური სამუშაო, საერთო საკლასო განხილვა.

გაკვეთილი 2:

ჩემი საკუთარი სიმბოლოები (გერბი I)

მოსწავლეები იმაღლებენ თვითშეფასებას, საკუთარი დადებითი მხარეების გაცნობიერებისა და დაფასების საშუალებით. მოსწავლეები ქმნიან საკუთარ სიმბოლოებს, რომლებიც ჯგუფის გერბის ელემენტების სახით იქნება გამოყენებული.  ისინი საკუთარ თავს უსვამენ კითხვებს იმის შესახებ, თუ როგორია მათ მიერ საკუთარი პიროვნების აღქმა და იყენებენ იმ დადებით მხარეებს, რომლებიც მათ პირველი გაკვეთილის მსვლელობისას აღმოაჩინეს. მოსწავლეები ქმნიან ჯგუფებს, რაც შემდგომი გაკვეთილისათვის მზადების ელემენტს წარმოადგენს. წინა გაკვეთილზე მოსწავლეების მიერ შევსებული ცხრილები, მოსწავლეებისათვის განკუთვნილი სამუშაო ფურცლების ასლები, მათზე დატანილი გერბით (თითო მოსწავლეზე ორი ასლი), ფერადი ფანქრები, მაკრატელი. დამოუკიდებელი სამუშაო, ჯგუფების შექმნა.

გაკვეთილი 3:

ეს ჩვენი გერბია (გერბი II)

მოსწავლეები აცნობიერებენ, თუ რა სარგებლის მოტანა შეუძლიათ მათ ჯგუფისათვის, მათი პიროვნებების დადებითი მხარეების გათვალისწინებით.  მოსწავლეები არჩევენ და თანხმდებიან ჯგუფის სახელწოდებაზე და მის დევიზზე. მოსწავლეები მუშაობენ ოთხი მოსწავლისაგან შემდგარ ჯგუფებში. თითოეული მათგანი ჯგუფის დანარჩენ წევრებს აცნობს საკუთარ სიმბოლოებს და უხსნის მათ მნიშვნელობას.  ჯგუფის წევრები ერთად ქმნიან გერბს და ურჩევენ მას სახელს, დევიზს და საერთო სიმბოლოს. მოსწავლეთა ჯგუფი მთლიან კლასს აცნობს საკუთარ გერბს. წინა გაკვეთილზე, მოსწავლეების მიერ შედგენილი გერბები, ფერადი ფანქრები, წებო. ჯგუფური სამუშაო (ოთხ-ოთხი მოსწავლისაგან შემდგარ ჯგუფებში) და ჯგუფური პრეზენტაცია.

გაკვეთილი 4:

პიროვნებები და ადამიანთა ჯგუფები

მსჯელობის საშუალებით, მოსწავლეები აცნობიერებენ, რა სარგებლის მოტანა შეუძლიათ მათ, საკუთარი დადებითი მხარეების გათვალისწინებით, ჯგუფისათვის. ისინი ეცნობიან გუნდური მუშაობისა  და სამუშაოს გადანაწილების პრინციპებს.  მათ შეუძლიათ საზოგადოებაში ჯგუფების იდენტიფიცირება, სადაც ჯგუფის წარმატებას განაპირობებს სხვადასხვა ინდივიდუალური დადებითი მხარის შერწყმა. მოსწავლეები საუბრობენ საკუთარ დადებით მხარეებზე და უკავშირებენ მათ სკოლის გარეთ მიღებულ გამოცდილებას. ბრეინშტორმინგის მეთოდის გამოყენებით, ისინი ასახელებენ სიტუაციებს, სადაც ჯგუფის წარმატების მისაღწევად სხვადასხვა უნარია საჭირო. დაფა ან ფლიპჩარტი. საერთო საკლასო განხილვა.